ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე:”ბარსა ფენომენალურია”

ყოველ ჩვენთაგანს კარგად აქვს გაცნობიერებული თუ როგორი კლუბის წინააღმდეგ მოგვიწევს ასპარეზობა. მეტოქის რიგებში სამი ფენომენალური ფორვარდი ირიცხება. სუარესი და ნეიმარი შიშის ზარს მოჰგვრის ნებისმიერს, მაგრამ პირადად ჩემთვის მესი მაინც პირველ ნომრად რჩება. მიუხედავად ამისა, ვაპირებთ საკუთარი ფეხბურთის დემონსტრირებას და გამარჯვების მოპოვებას. ობიექტური აზრია, რომლის თანახმადაც გუნდს ერთ კონკრეტულ შეხვედრაში უფრო შეუძლია დადებითი შედეგის მოპოვება ვიდრე ორში. ვიცი თუ არა როგორ უნდა დავამარცხოთ ბარსა? ამაზე ვერაფერს გიპასუხებთ. იდეალური მატჩი უნდა ჩავატაროთ და მოედნის არცერთ მონაკვეთში არ უნდა დავუშვათ შეცდომა. რამდენიმეჯერ მოვისმინე თითქოს ლაციოსთან გამართული ფინალი რეპეტიცია იყო.. ვფიქრობ, სამ მცველიანი ტაქტიკით თამაში ბარსასთან მოახლოებულ დაპირისპირებას საერთოდ არ უკავშირდება. ვითამაშებ თუ არა ფინალში? ტევეს და მორატას ისე კარგად მისდით საქმეები, რომ ამ მხრივ ნამდვილად გამიჭირდება. თუმცა, ყველაფერს ვიზავ რათა საჭირო დროს პროდუქტიული ვიყო გუნდისთვის”- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფერნანდო ლორენტემ.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
falconGE
9 years ago

ყოჩარ ფერნანდო!
ცოტა უფრო ვრცელი ინტერვიუ წავიკითხე ამ კაცის და უფრო მომემატა სიმპატია და პატივისცემა ამ ადამიანის მიმართ.
კაცი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონია (ნუ ქაღალდზე მაგრამ მაინც),
ადვილი საქმე არაა აღიარო 21 წლის ახლადმოსული ესპანელი ბიჭი მჯობია ამ ეტაპზეო…
სათადარიგოზე ჯდომას არ ითაკილებს და რაც შეუძლია ბოლომდე აკეთებს. ისე თუ დააკვირდებით გუნდის ჰიმნს ყველაზე ხმამაღლა ეს მღერის.

დამენანება ამის გაშვება ნამდვილად… მაგრამ რას იზამ, ასეა გუნდისთვის საჭირო და ამასაც გაიგებს ეს კაცი ადეკვატურად, მგონია.
ყოჩაღ, ლორე! გაიტანე ფინალში! :forza:

Tornike Iosava
9 years ago

საგოლ ფერნადოო რა ალალი და ჯიგარი კაცი ხარ :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x