ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა ხედირათი დაინტერესდა

ჯუზეპე მაროტას კარგად ეხერხება თავისუფალი აგენტების დამატება. ანდრეა პირლო და ფერნანდო ლორენტე ამისი ნათელი მაგალითია. ამჯერად ბიანკონერის გენერალური დირექტორი ეცდება მადრიდის რეალიდან სემი ხედირას გადმობირებას. გერმანელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება ხელშეკრულება და როგორც ჩანს ესპანური კლუბი არ აპირებს მის გახანგრძლივებას. ტურინელები კი თავის მხრივ მიმზიდველ წინადადებას ამზადებენ ნახევარმცველისთვის და ეცდებიან მისი თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებას..

წყარო: tuttosport

11 thoughts on “მაროტა ხედირათი დაინტერესდა

  1. რაღაც საეჭვოდ წერენ ამაზე, ნაინგოლანზე და კიდევ რამოდენიმეზე.
    პოგბას გაშვებას ხო არ აპირებენ ნეტა :mad:

    თან მაროტამ კავანიზე მოლაპარაკებები უარყო.. აბა რა ჯანდაბა უნდოდათ მაშინ პარიზში :mda:

    ხედირა ნამდვილად კარგი ფეხბურთელია და ეჭვი მეპარება დათანხმდეს იუვეში სკამის ვარიანტს. თანაც სხვა გუნდებში უფრო მეტს გადაუხდიან.

    თუ არ გაყიდიან ჩვენი ცენტრიდან ხალხს მაშინ მოვიდეს მაგას რა ჯობია. :forza:

      1. ნაინგოლანი რომაში იჯარითაა თუ არ ვცდები.
        არამგონია რთული ამბავი იყოს მისი მოყვანა.
        გამოგვადგებოდა

        1. მე კონდოგბიაც მომწონ თუ ნაინგოლანი ვერ მოიყვანეს ჯეფრი ძალიან კარგი იქნება ისე კი ხედირას მე ბევრად მირჩევნია რომ ფლორენცი მოიყვანონ ფლანგები უფრო გვინდა ეხლა ჩვენ ვიდრე ცენტრალური პოზიციები
          აი ეს ხალხი მინდა ყველაზე მეტად ოღონდ წამყვანი მოთამაშეების გასხვისების გარეშე
          ფლორენცი, ალაბა, დე ბრუენი, კავანი, ოსკარი ან ლუკას მოურა, როისი ან ისკო
          ამათგან თუნდაც 3 რომ მოიყვანონ მომდევნო სეზონში სერიოზული ძალა გვეყოლება + რუგანი, ბერარდი, ძაძა და ალბათ დიბალაც.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.