ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსს” ხედირას გაფორმება ლიგის ფინალამდე სურს

ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით ტურინის “იუვენტუსის” სამი ხედირასადმი ინტერესის შესახებ უკვე შეიტყობდით, დღეს დილით კი სკაი სპორტმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.იტალიური გამოცემის მტკიცებით, ბიანკონერებს გერმანელი ნახევარმცველის დამატება სერიოზულად აქვთ განზრახული და სურთ, ტრანსფერი ოფიციალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მოაგვარონ.28 წლის შუახაზელის მიმართ ინტერესს “შალკე 04”, “ლივერპული” და მანჩესტერ “იუნაიტედი” იჩენენ, თუმცა ჯუზეპე მაროტას საქმის მის სასარგებლოდ გადაწყვეტის იმედი აქვს.შეგახსენებთ, რომ სეზონის დამთავრებისთანავე ხედირა თავისუფალი აგენტის სტატუსს მიიღებს და ნებისმიერ გუნდს უსასყიდლოდ შეუერთდება.საინტერესოა დღევანდელი პოსტი გერმანელის ინსტაგრამზე : “ვალდებასზე ბოლოჯერ, დარწმუნებული ვარ რეალიც, ჩემი თანაგუნდელებიც და სამწვრთნელო შტაბიც ძალიან მომენატრება.”

წყარო : Football Italia

4 thoughts on ““იუვენტუსს” ხედირას გაფორმება ლიგის ფინალამდე სურს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.