ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტურარო: “იდეალური საღამო იყო”

“ჯენოადან” “იუვენტუსში” გადმოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში სტეფანო სტურარომ იუვენტინოების უდიდესი სიმპატია მოიპოვა და მასზე უკვე სერიოზულ იმედს ამყარებენ ტიფოზები. ყველას გვახსოვს მისი თამაში “რეალთან” და გუშინდელ თამაშშიც გამოიჩინა თავი გატანილი გოლით. “იდეალური საღამო იყო, საოცარი პუბლიკა იყო შეკრებილი. უფრო ლამაზი დღე, ვიდრე ეს იყო, ვერც კი წარმომიდგენია. შეიძლება ცუდად ვითამაშოთ, წავაგოთ ან ფრე ვითამაშოთ, მაგრამ როცა ვთამაშობთ, ყოველთვის მოსაგებად ვიბრძვით. გამარჯვებებს გამარჯვებები მოაქვთ, ჩვენ მართლაც კონცენტრირებულები და მონდომებულები ვუცდით ფინალს, უკვე ერთი სული გვაქვს, როდის მოვა 6 ივნისი. კომენტარებში თავშეკავებული და ბანალური ვარ, მაგრამ გარწმუნებთ, სიამაყით ვივსები“, – აცხადებს ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელი.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x