ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: “არ ვაპირებთ უკანდახევას”

“იუვენტუსის” ლიდერმა და კაპიტანმა ჯიჯი ბუფონმა კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან საუბარში როგორც გუშინდელ მატჩზე, ისე 6 ივნისის ფინალურ შეხვედრაზეც: “ახლა დავტკბებით დამსახურებული სამდღიანი შესვენებით და სტრესული პერიოდის დამთავრებით, რომელიც იტალიის თასის ფინალსაც მოიცავდა. აი, შემდეგ კი უკვე დაველოდებით წლის მატჩს, უფრო სწორად 12 წლის მატჩს. თუმცა ახლა ვზეიმობთ ჩვენს წარმატებას და გვინდა ეს ერთმანეთს გავუზიაროთ.

ამ მატჩში ჩვენ ჩეული თავდაჯერებულობით გამოვედით, კარგად მომზადებულები; კარგად ვითამაშეთ, თუმცა არა ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე. როცა კარგად მიდის ყველაფერი და გაქვს თავდაჯერებულობის შეგრძნება და იმის განცდა, რომ დიდი გუნდი ხარ, მაშინ ძირითადი მოთამაშეების არარსებობა მინდორზე არც იგრძნობა.

თუმცა ორი კვირა საკმაო დროა და შეიძლება ბევრი რამე შეიცვალოს – ფიზიკური თვალსაზრისითაც და ფსიქოლოგიური კუთხითაც. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილები, და “ბარსელონასაც” ყველანაირი საფუძველი აქვს თავდაჯერებულობის. ეს იქნება ურთულესი თამაში უძლიერესი გუნდის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენც გვაქვს საშუალებები, თანაბარ დონეზე ვეთამაშოთ მათ და თავს მოვახვიოთ ჩვენი თამაში. აშკარაა, რომ თუ მოწინააღმდეგის ფეხბურთელები მთელი 100%-ით იქნებიან ფორმაში, ძალიან რთული იქნება მათთან თამაში, მაგრამ ეს ფინალია და ჩვენ ჩვენის მხრივ არ ვაპირებთ უკანდახევას და დათმობას.

როდესაც 14 დღეა თამაშამდე დარჩენილი, მოწინააღმდეგის ნაკლებად გეშინია. თანდათან მოდის მატჩის დღეც და აზრებიც იცვლება. მაგრამ ჩვენ ეს არ გვანერვიულებს. ჩვენ ვიცით, რომ არაჩვეულებრივი გუნდი ვართ, მიუხედავად იმისა, რომ ვხდებით გუნდს, რომელიც ძალით აღგვემატება. ცალკე აღებულ ერთ თამაშში ყოველთვის უძლიერესი არ იმარჯვებს და იმედი გვაქვს, ცალკეულ ეპიზოდებში ჩვენსკენ იქნება უპირატესობა.

ოქროს ბურთის შანსი ფინალის მოგების შემთხვევაში? სასიამოვნო იყო ჩემთვის მისტერის სიტყვები. ერთს გეტყვით: მისი მოგების შემთხვევაში ეს იქნება პრემია არა ჩემი კარიერისთვის, არამედ ამ შესანიშნავი სეზობისთვის.”

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

იმ ფეხბურთელს თუ რაღაც მაგდაგვარს დისკვალიფიკაცია არ მისცეს?

lasha tsasidze
9 years ago

ჯიჯიმ სასწაულები უნდა აკეთოს გამოსვლებზეც და შორეულ დარტყმებზეც… კარიერაში საუკეთესო თამაშს ჩაატარებს აი ნახავთ :*

mamuka tsagareishvili
9 years ago
Reply to  lasha tsasidze

არ უნდა შემოძვრნენ დაცვაში შეგორება რომ იციან დაბალი პასებით მერე ჯიჯიც უზლურია ახლოდან ნახევარ დაცვა დაიგრუზება უნდა გაუზლონ და მოვიგებთ :forza: :forza:

lasha tsasidze
9 years ago

და კიდევ პლიუსი გვაქ ის რომ ფავორიტად არავინ გვთვლის

lasha tsasidze
9 years ago

ერთ რამეში დარწმუნებული ვარ რომ ფინალი ფრე არ დამთავრდება!!!

mamuka tsagareishvili
9 years ago

დარწმუნებულივარ ფინალი დაძბული იქნება და პირლო დაიტვირთება. ჯარიმების დარტყმაც მოგვიწევს და უნდა გამოვიყენოთ აგერ ნახეთ პოგბამ რა ითამაშოს ნახევარდაცვამ უნდა გაუძლოს. მჯერა ბიჭების :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

დღეს დიაბალა დააყენა პალერმომ სასტავში, ეტყობა მონტელამ უთხრა მაგასთან ფრთხილად ვიქნები და არ ჩავარტყამთო :lool: ნეტა თუ მართლა ვინმეს გეგონათ რო ტრავმის თავიდან ასარიდებლად არ აყენებდნენ სასტავში :lool: აქ იყო ერთადერთი მიზეზი, ტრეინერმა იცოდა რო ძამპარინი მაინც შეტენიდა ვიღაცა სხვას მაგ დიაბალას და სათამაშო პრაქტიკის მიღების მიზნით ბელოტის აძლევდა მეტ დროს, ბელოტი მომავალ წელს მთავარი ფორვარდი იქნება პელერმოსი და ყველას ურჩევნია იმან ითამაშოს ვისი იმედი მომავალ წელსაც ექნებათ და არა იმან ვისი წასვლაც ფაქტიურად გადაწყვეტილია. დღეს ეტყობა მნიშვნელოვან თამაშად თვლიან ფიორესთან თამაშს და მიტო დააყენეს ანდა უნდათ რო კარგად ითამაშოს და ფასი მოიმატოს ცოტათი

lasha tsasidze
9 years ago

ისე შენ კარგად გაქ დაცდილი ეტყობა ფეხბურთელის ლანძღვა. მერე უეჭველი გაამართლებს :))))))))))))) ჯიგარი ხარ :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  lasha tsasidze

ხო ლორენტეს რო ვლანძღავდი და ტონის რო ვაქებდი მაგიტომაც არ გაამართლა :lool:

lasha naxucrishvili
9 years ago

გუშინ ნაპოლიმ კიდევ ერთხელ დაგვანახა რომ არის ბინძური გუნდი.გუნდი თუ ქვია კიდე მაგას :down:

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x