ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ტურინის “იუვენტუსი” სამი ხედირას დამატებასთან ძალიან ახლოსაა.ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ბიანკონერების წარმომადგენლები გერმანელი მოთამაშის აგენტს უახლოეს ორ დღეში შეხვდებიან და კონტრაქტის გაფორმებას შეეცდებიან.შეგახსენებთ, რომ ხედირა უახლოეს პერიოდში თავისუფალი აგენტის სტატუსს იღებს და ნებისმიერ გუნდს უსასყიდლოდ შეუერთდება.სპორტმედიასეტის მტკიცებით, ბებერი ქალბატონი 28 წლის ნახევარმცველს სამწლიან კონტრაქტს გაუფორმებს წელიწადში ოთხი მილიონით, შესაძლო ბონუსების გათვალისწინებით.ჯუზეპე მაროტას იმედი აქვს, რომ “შტუდგარტის” ყოფილ შუახაზელთან შეთანხმებას ბერლინში გასამართ ფინალამდე მიაღწევს.

რაც შეეხება სიმონე ძაძასა და დომენიკო ბერარდის, მათი მომავალი ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მასიმილიანო ალეგრის ორივე მოთამაშის ტურინში დაბრუნება სურს, რის შემდეგაც გადაწყდება თუ სად გააგრძელებენ ისინი კარიერას.არის დიდი შანსი, რომ ძაძამ მომავალი სეზონი შავ-თეთრი მაისურით გაატაროს, ბერარდი კი ისევ რომელიმე კლუბში გაანათხოვრონ.

პაულო დიბალას ტრანსფერის შესახებ უკვე შეიტყობდით, სიცილიელები არგენტინელს დაემშვიდობნენ და სავარაუდოდ მიმდინარე კვირაში, ახალგაზრდა ფორვარდი ტურინს სამედიცინო შემოწმების გასავლელად უნდა ეწვიოს.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
9 years ago

რა უნდა ამას იუვეში ) მე არ მომწონს ხედირა საერთოდ ) და ვერ ხვდები რატო იყო თავის დროზე ეგეთი მოთხოვნადი ) და ეხლაც ბევრ გუნდს უნდა ) ნელიაა ძაან ) ეხლა უეჭველი ამათ უნდათ დიბალაში გადახდილი ფულის ამოღება )) ხედირა რა საჭიროაა მითხარით ვინმემ ამდენ ნახევარმცველში ) მითუმეტეს მაშინ როცა სტურარო მაგრად პროგრესირებს ) უბრალოდ აქ სხვა რამეაა ) ვიდალში კარგ ფულს იხდის ლივერპული და არსენალი ) ამას ეხლა უფასოდ დაითრევენ თავისფალი აგენტია მგონი ) და ვიდალით ფულს გააკეთებენ

simoni chigladze
9 years ago

anchelotim magari istoria dawera

jek17
9 years ago

გარსიამ აღიარა როგორც იქნა : ახლა, უბრალოდ გახარება გვსურს, რადგან “რომამ” მეორე ადგილი დაიკავა და გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე. საუკეთესო გუნდი გვყავს რომში და მეორე იტალიაში “იუვენტუსის” შემდეგ, რომელიც ჩემი აზრით, უბრალოდ მიუწვდომელია”, – განაცხადა რუდი გარსიამ. :lool:

lexo doreuli
9 years ago

რას იტყვით ნაპოლი-ლაციოზე, მოუგებს ნაპოლი?

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  lexo doreuli

ლაციო გავა ლიგაზე

lexo doreuli
9 years ago

მე ლაციოს გასვლა გამიხარდება, მაგრამ მგონია, რომ ნაპოლის სახლში შეუძლია კონცენტრაცია და ამ თამაშის მოგება

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  lexo doreuli

წელს ლაციოს ეკუთვნის

lasha lasha
9 years ago

კარლიტო შეიწირა იუვემ გაუშვეს რეალიდან საწყალი :lool: :lool: :lool:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

ბერარდიშე მინდა ტურინში :juvee:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x