ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი:”ვეცდებით გავიმეოროთ აძურის შედეგი”

მასიმილიანო ალეგრის იმედი აქვს, რომ მისი გუნდი გაიმეორებს სკუადრა აძურის 2006 წლის მიღწევას და შესძლებს ბერლინში გამარჯვების მოპოვებას:“ეს არის ფინალი, რაც ვფიქრობ იდეალურია, რადგან შედგება ერთი კონკრეტული შეხვედრისგან. იმედი გვაქვს, რომ გავიმეორებთ 2006 წლის მიღწევას. 6 ივნისის მატჩისთვის უფრო ადვილია მომზადება ვიდრე იყო იტალიის თასის ფინალის შემთხვევაში. წლევანდელი სეზონი იტალიური ფეხბურთის ისტორიაში უდაოდ შევა, მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა. იუვე ლიგის ფინალშია, ხოლო ფიორემ და ნაპოლიმ ევროპა ლიგის 1/2 ფინალში იასპარეზეს. ნაციონალურ გუნდსაც საქმეები კარგად მისდის. შედეგად ის რაც გავაკეთეთ შიდა ასპარეზზე არ უნდა ჩამოიწეროს. მიუხედავად ამისა, ინფრასტრუქტურული კუთხით აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. სერია ა არაფრით ჩამოუვარდება სხვა ჩემპიონატებს, უბრალოდ ის განსხვავებულია და მეტი არაფერი”.

“ყოველთვის ვგრძნობდი, რომ შემეძლო უფრო მაღალ საფეხურზე მუშაობა. საერთოდაც მილანის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ჩემში. ბედნიერი ვარ იუვეს გაწვრთნით და ვტკბები ამ დაუვიწყარი წუთებით. შემდეგ სეზონში შევეცდებით ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოპოვებას, სწორედ ეს იქნება მთავარი მიზანი. რაც შეეხება თავდაპირველ ცივ მიღებას, ეს ბუნებრივი რეაქცია იყო. თუმცა, კლუბმა ნდობა გამომიცხადა, ხოლო ჩემს განკარგულებაში დიდებული ფეხბურთელები, ბრწყინვალე პიროვნებები იყვნენ, რომელთა უმეტესობაც საკუთარი ქვეყნის ღირსებას იცავენ. კონტესთან მსგავსება? ფეხბურთში მართალია ის ვინც იმარჯვებს. ამიტომ ჩვენ შორის არავინაა საუკეთესო, უბრალოდ განსხვავებულნი ვართ. თუმცა, ორივემ გავიმარჯვეთ იუვენტუსსთან ერთად”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka tsagareishvili
9 years ago

:forza: :forza:

simoni chigladze
9 years ago

miaweqi alegri liga gvinda,skudotos bevrs movigebt kide ligis tasi gvindaaaaaaaa

jano zosishvili
9 years ago

ჯიგარი ხარ ალეგრი მაგარ თავდაჯერებულობას და მოტივაციას სძენს ბიჭებს ამისგან ვერ გაიგებ ვერ მოვიგებთ ან შეიძლება წავაგოტო სულ დადებითად მუხტავს ბიჭებს ფორზა იუვე შენზე უკეთესი გუნდის დედაც :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza:

jano zosishvili
9 years ago

ალეგრი მაგარი ხარ,კონტესგან განსხვავებით ამისგან ვერ გაიგებ ვერ მოვიგებთან ან შეიძლება წავაგოტო ფეხბურთელებს მაგარ იმედს და მოტივაციას სძენს,კონტეს დროს რეალთან რო გავატანაბრეთ დახტოდა კაცი ჭკუაზე არ იყო ეს კი დასტოინად დგას და სანამ ტამაში არ მორჩება ღიმილს ვერ შეამჩნევ სახეზე,მიდი ალეგრი ფორზა იუვე… თქვენზე უკეტესი გუნდის დედაც :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza: :forza: :chuvak: :chuvak:

forza bianconeri
9 years ago

:up:

forza bianconeri
9 years ago

მაგარი ხარ ალეგრი :forza: :forza: წარმოუდგენელს მიაღწია ამ კაცმა გუნდთან ერთად რათქმაუნდა :forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x