დელ პიერო:”გუნდების შანსები თანაბარია”
ალესანდრო დელ პიეროს მოსაზრებით იუვენტუსსა და ბარსელონას შორის შანსები თანაბარია:“ერთ კონკრეტულ შეხვედრაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მართალია კატალონიელებს შემადგენლობაში ფენომენალური ინდივიდუალისტები ჰყავთ და თავდასხმაში საოცრებებს სჩადიან, მაგრამ ბიანკონერიმ რეალთან შეხვედრაში დაამტკიცა, რომ ძალუძს რთული დავალებების შესრულება. ტურინელებმა კარგად იციან თუ როგორ დაიცვან თავი და ასევე როგორ გაიტანონ საჭირო გოლები. მნიშვნელოვანია ასევე მოტივაცია”..
“გავაგრძელებ თუ არა პროფესიონალურ კარიერას? ჯერჯერობით არ გადამიწყვეტია.. ინდოეთში ეს ესაა რაც სეზონი დასრულა და ვარჯიშს ინდივიდუალური პროგრამით განვაგრძობ. უახლოეს თვეებში რამდენიმე საქველმოქმედო დაპირისპირებაში მივიღებ მონაწილეობას და უკვე ამის შემდეგ შევხედავთ როგორ განვითარდება მოვლენები. ერთი რამ ფაქტია, მთელი გულით მინდა ფეხბურთის თამაში..
მზად ვარ ნებისმიერი საინტერესო წინადადების განსახილველად. მსოფლიოში ბევრი ადგილია სადაც შემიძლია გავემგზავრო, მაგრამ გასათვალისწინებელია რამდენიმე ასპექტი და აქედან უმთავრესი ოჯახია. ვმართავდი მოლაპარაკებებს ამერიკულ კლუბებთან. სამწუხაროდ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მივედით შეთანხმებამდე. ვამაყობ ჩემი უნიკალური კარიერით, რომლის განმავლობაშიც 20 წელი ერთ კლუბში გავატარე. ვინ იცის, რაღაც შეიძლება მართლაც მოხდეს..”
წყარო: Football-Italia
ალექს
ყველაზე დიადი იუვენტინო
ყველაზე დიდი ფენომენო და კაპიტანო :) მომენატრა ისეთი სილამაზის გოლები შენ რო იცოდი იუვეს მაისურით :) კაცი რომელმაც ფეხბურთი და სპორტი შემაყვარა პირადად მე :)
delpo magari xar
არ ვიცი მომავალში იუვეს როგორი ვარსკვლავები ეყოლება მაგრამ ჩემთვის ყველადროის კუმირიხარ მაგრად მიყვარს შენი გოლების და დრიბლინგების ყურება რასაც ხშირად უყურებ ხოლმე.ეს ის კაცია ჩასაძირად განწირული გემიდან რომ არ ჩავიდა,კაპიტნის ღირსეული საქციელი იყო 2006 წელს სერია ბ-ში თამაში. ასევე მადლობა ბუფონს,ნედვედს,ტრეზეგეს და კამორანეზს. ალექსი მუდამ იქნება იუვეს ლეგენდა და ბომბარდირი..

ბარსას საიტზე დაიდო ჩვენი კაპიტანის კომენტარი და ყველა მათი გულშემატკივარი დიდ პატივისცემას გამოხატავს. ადამიანს, რომელიც დელ პიეროს არ სცემს პატივს, ფეხბურთი არ ესმის. პინტურიჩიო!!!!
ალეეეეე
ჩემი ალე

ალექს შე დაბრედილო სად დაგვეკარგე?
ნამდვილად საამაყო იუვენტინო ხარ და ყველაფერი მიეცი შენს საყვარელ კლუბს ჯიგარი ხარ და ლეგენდა ხარ ცოცხალი
ფორცა იუვეეეე ფორცა ალექს
6-ში იმედია გაგვახარებენ ბიჭები 