ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პარატიჩი გერმანიაში ხედირას აგენტს შეხვდება

ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ტურინის “იუვენტუსის” წარმომადგენელი, ფაბიო პარატიჩი დღეს გერმანიაში ჩაფრინდება და სამი ხედირას აგენტს, იორგ ნოიბერს შეხვდება.ბიანკონერებს 28 წლის ნახევარმცველის დამატება სერიოზულად აქვთ გადაწყვეტილი და მაქსიმალურად ცდილობენ, შეთანხმებას ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე მიაღწიონ.მაროტა/პარატიჩის დუეტს სჯერა, რომ ხედირას სამწლიან კონტრაქტზე დაიყოლიებენ, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ანაზღაურება წლიური ოთხი მილიონი ევრო იქნება.დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სიტყვიერი შეთანხმება მხარეებს შორის უკვე არსებობს და მხოლოდ სამედიცინო შემოწმების გავლაა დარჩენილი.აქვე გეტყვით, რომ მიუხედავად მადრიდის “რეალში” სათამაშო დროის ნაკლებობისა, იოჰამ ლიოვმა ხედირას სანაკრებო შეკრებაზე მაინც უხმო.

წყარო : Football Italia

5 thoughts on “პარატიჩი გერმანიაში ხედირას აგენტს შეხვდება

    1. ეს ისეთი დასამახსოვრებელი თამაში იყო მგონი ყოველ ღამე სიზმარში ხედავენ განმეორებით მატჩს სხვადასხვა ენაზე :modee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.