ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა ნაინგოლანის შეძენას აპირებს..

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბიანკონერი ხედირას ტრანსფერის პარალელურად რაჯა ნაინგოლანის გადმობირებასაც ეცდება. ბელგიელი შუახაზელის მიმართ იტალიის მოქმედი ჩემპიონები ჯერ კიდევ მისი კალიარიში ასპარეზობის დროს დაინტერესდნენ. მიუხედავად იმის, რომ ფეხბურთელი პროდუქტიულად ასპარეზობს დედაქალაქელთა რიგებში ჯერჯერობით მხარეები ვერ აგვარებენ კონტრაქტის დეტალებს. შეგახსენებთ, რომ რაჯა არენდის წესით ასპარეზობს რომაში. მაროტა კი სწორად ამ ფაქტორის გათვალისწინებით აპირებს მოლაპარაკებებში ჩართვას. 3.5 მილიონი ევრო ბონუსების გათვალისწინებით.. სწორედ ამითი ეცდება ბეპე ნაინგოლანის დათანხმებას. უახლოეს ხანებში ჩვენ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია გვექნება მოლაპარაკების შესახებ.

წყარო: tuttosport

31 thoughts on “მაროტა ნაინგოლანის შეძენას აპირებს..

  1. ჯერ ერთი, გუნდში ამ პოზიციის მოთამაშის საჭიროება არ არის: მარკიზიო, პოგბა, ვიდალი, სტურარო, პადოინი…. ამ ეტაპზე სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია ვერატის პირლოს შემცვლელად მოყვანა.
    და მერე მეორე: პიროვნულად ვერ ვიტან ამ ფეხბურთელს, მაგარი უხეში და ბინძური ფეხბურთელია, მატიელოს რა უქნა, ახალგაზრდა ბიჭს კარიერა დაამთავრებინა….

  2. ნაინგოლანის ყიდვა აუცილებლობად არ მიმაჩნია და საერთოდ რომც იყიდონ გაუჩირდება სასტავში თამაში,ცვლილებაზე მშვენიერი იქნება დიდად არ ვენდობი,ვენდობი დიბალას,ერთი სულიმაქ მისი თამაში ვნახო იუვეში.ვერ დავიჩემებ მაგრამ მგონია იუვეს სული და გული გახდება და საერთოდ ზალიან ტექნიკურია აი ნახეთ რა იყომაროს :forza:

  3. 1juve
    სულ არ მაინტერესებს მე პირადად რას აკეთებს ეს ნაკრებში.სერია ა-ში მშვენივრად თამაშობს გინდ რომაში და გინდ კალიარში.რონალდო და მესი ხო ბრდღვიან ნაკრებში :mrgreen: .მასე ნაკრებებში იმისთანა ფეხბურთელები არ მიყავთ ხოლმე რა გასაკვირია ამის არ წაყვანა.ტევესი პალასიოს ამბავი გავიხსენოთ.დე ჩელიე, მარონეს ხო უძებნიდი ძირითადს :lool: :lool: :lool: მთელი მსოფლიოა მაგის მომსწრე.

    დათო ჯიშკარიანი ხო ეგ მასეა წინასწარ მართლა ვერაფერს გაიგებ.

  4. სტურაროსი დიდი იმედიმაქ ნამდვილად და მაგრადაც გამიხარდებოდა მაღალი კლასის ფეხბურთელად რომ ჩამოყალიბდეს.

    მაგრამ რეალობა სულ სხვაა. 2006 წლიდან მოყოლებული 20მდე ახალი მესი-რონალდო-კვარეჟმა-ბუფონი-გატუზო-პირლოები შემიძლია ჩამოვთვალო პალადინოს, ჯოვინკოს, ლანზაფამეს, კრიშიტოს, დეჩელიეს, პასკუატოს, მარონე, ბელტრამე, ჯანდონატო, სპინაცოლა, ბონიპერტი, ფაუსტო როსი, პაოლუჩი,იმობილე, იაგო, ნოვემბრე, არიაუდო, ნოჩერინო, მირანტე, ბიანკო და სხვების სახეებით.

    ხოდა რისი თქმა მინდა, ვინაიდან ტიპი იტალიელია, შენი გუნდის აღზრდილია ან სულ ახალგაზრდა ყავთ ნაყიდი თავიდანვე არ უნდა იყვირო უკვე ჩამოყალიბებულ, სერია-ას ერთ ერთ საუკეთესო ნახევარმცველს ჯობიაო. (ნაინოლანი-სტურაროს შედარებაზე მაქ საუბარი.)

    2006 წლიდან მოყოლებული გაამართლა მარტო კიელინი-მარკიზიომ.
    ბონუჩი უკვე გაპიარებული იყო და ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელში ამხელა თანხა ტყუილად არ გადაუხდიათ.

    “1juve” – დამისახელე აბა დღევანდელი სტურაროსნაირი ნიჭიერი ზემოდჩამოთვილი ფეხბურთელებიდან რომელი გახდა მართლა მაღალი კლასის მოთამაშე, ისეთი იუვეს ძირითადს შეესაბამება? ვერცერთი. ვერცერთიიიიიიიიიიიიიიიიი!
    ზოგმა შეიძლება ერთი ან ნახევარი სეზონი გაიკაშკაშა, მაგრამ მალევე ჩაქვრნენ როცა სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგნენ. ხვდები რომლებსაც ვგულისხმობ ამ შემთხვევაში.

    ძალიანაც გამიხარდებოდა თუ სტურარო კიელინი-მარკიზიოს გზას გაიმეორებდა, მაგრამ ჯერ ძალიიან ძალიან ადრეა იძახო ნაინგოლანს ჯობიაო. რა სისულელეა.

  5. არა ბელგიის ნაკრების ლიდერი ნაღდად არაა, მანდ უფრო მაღალი დონის ნახევარმცველები ჰყავთ ფელაინის, ვიტსელის და დე ბრუინის სახით, მაგრამ რომას დონეზე ნაღდად მაგარია, იბრძვის ბოლომდე და რაც მთავარია ხარისხიანად აკეთებს ამას, არა მგონია ამის მოსვლის აუცილებლობა იდგეს, მართლა ჯობია სტურაროს მიეცეს მეტი დრო

  6. ეგრე წინასწარ ვისზე გაიგებ ითამაშებს თუ არა სასტავში? სერია ა-ს დონეზე კარგი ჩუვაკია, უბრალოდ სტურარო არ მინდა დაიჩაგროს ეგ ჩუვაკი მაგრად მევასება და ნუ ზოგადად იტალიელს რომ მეტი დრო მიეცეს უკეთესია

  7. მართლა ვაღიაროთ რო ნაინგოლანი ძალიან მაგარი საყრდენია, ნუ სად იუვენტუსში რო თამაშობ და სად რომაში, მაგრამ ტიპს ეტყობა რო დონეა რა, ჩვენთან რო გადმოსულიყო მაშინ როცა რომში გადავიდა, ეხლა ბევრად ძლიერი იქნებოდა )) ვიდალის დონე არაა, მაგრამ გუნდს სერიოზულად გააძლიერებს, მარკიზიოს არც ვადარებ, კლაუდიო გამთამაშებელია, ეს იმენა საყრდენია

    პლიუს, მეეჭვება რომამ ეს გამოუშვას ჩვენთან, ბოლოს გაიკრავს ჯიბეზე ხელს და გამოისყიდიან, ესეც თუ დავიმატეთ და ხედირას პოგბას წასვლა უფრო რეალური გახდება, ვიდალი არ წავა შანსი არაა

    1. გადახედე სეზონის მეორე ნახევარში ვინ რამდენი ითამაშა და მერე თქვი ვის უფრო მეტი სათამაშო დრო ეთმობოდა. სტურაროს თუ პადოინს. რეალთან ნათამაშები 20 წუთით ნუ განსაზღვრავ.

      რა ნაკრებში არ იძახებენ ღადაობ? ტიპს ტრავმა როცა არაქ და ჯანმრთელია ბელგიის ნაკრების ლიდერია რასაც ქვია შუა ხაზზე.

    1. მე მივესალმებოდი თუ სტურარო პადოინის ადგილს დაიკავებდა სათადარიგოს ხალხის პრიორიტეტთა სიაში. თავის გამოჩენის შანსიც მიეცემოდა.
      ნაინგოლანი სერია ა-ს ერთერთი საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველია. მოდი ამაზე ნუ ვიდავებთ, გინდა თუ არა ეს ფაქტია.

  8. როგორც ჩვენ ნახევარმცველებს შეუძლიათ სხვადასხვა პოზიციაზე თამაში რაღაც ამდაგვარი არი ესეც ფლანგზეც შეუძლია და ჩამშლელადაც.ბურთების განაწილება კარგად გამოსდის.არ ექნება გარანტირებული ძირითადში მოხვედრა თუ მოვა.

    1. +.
      ძალიანაც კარგი. არ მოეშვებიან ვიდალი-მარკი-პოგბა როცა კონკურენცია აიწევს. ეს როგორც ფეხბურთელებს, ასევე გუნდსაც წაადგება.
      4 ჯერ ზედიზედ რომ მოიგებ სერია ა-ს, მეხუთე სეზონზე მოტივაციის ნაკლებობა გაქ. ამისათვის ახალი ფეხბურთელები აუცილებელია. სეზონი გრძელია. დიდი სათამაშო დრო მიეცემა რაჯას თუ გადმოვიდა.
      სხვა თემაა, რომ სტურარო დაიჩაგრება ცოტა მაგრამ რას იზამ..) ეს იუვეა სადაც ძირითადში მოხვედრას დიდი შრომა ჭირდება.

    1. სტურარო მეც ძალიან მომწონს, მაგრამ ეგრე ნუ იტყვი ნაინგოლანზე ნიჭიერიაო. სეზონის განმავლობაში 3-4 ჯერ გამოჩნდა მოედანზე, თან 17 წლის ბიჭი ხომ არაა, 22 წლისაა.

  9. არც ისაა გამორიცხული, მაროტა სპეციალურად ჩაერთო ამ თემაში, რომ რომას მეტი ფული გადაახდევინოს კონკურენციის პირობებში.

  10. რაჯა ძალიან მაღალი დონის ნახევარმცველია. დიდი სიამოვნებით ვიხილავდი იუვეში, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ ვიდალი/პოგბას არ შეველევით.
    მარკის პირდაპირი კონკურენტი იქნებოდა გუნდში ეს კაცი.
    მგონი უკეთესი იქნებოდა ამაში თანხა გადაგვეხადა ვიდრე ხედირა მოგვეყვანა უფასოდ. ორივეს მოყვანა კი იმას ნიშნავს, რომ ვიდალი/პოგბა-დან ერთ-ერთს გაყიდიან რაც ძალიან არ მინდა.
    იმედია ხვდება ეს კაცი რომ ძირითადში თავის დასამკვიდრებლად სერიოზული ბრძოლა მოუწევს. თუ ეს გათვლისწინებული აქ და მაინც უნდა მოსვლა, მხოლოდ მივესალმები.

    გამთამაშებელი გვჭირდება აუცილებლად. პირლოს წასვლის შემდეგ მის პოზოციაზე არავინ გვეყოლება. ვერატის ამბავი ეჭვი მეპარება გამოვიდეს :(

    პასტორეს მოყვანა შეიძლება. ძალიან ძლიერი ფეხბურთელია ცალსახად და ძვირიც არ დაჯდებოდა.

  11. პოგბა ვიდალი თუ წავა მინიმუმ ამათში 150 ლიმონი უნდა აიღონ მათ მაგივრად კი ეს ხალხი მინდა
    დე ბრუენი, ვერატი, ისკო ან ოსკარი
    ამათ + ნაინგოლანი ან კონდოგბია, რომანიოლი, ფლორენცი, დარმიანი, კავანი, ალაბა და ფელიპე ანდერსონი ან ნიკოლა სანსონე
    ეს დაახლოებით 150-180 დაგვიჯდება + გაყიდულიდან 20-25
    დააბრუნონ
    რუგანი, ბერარდი
    გუნდიდან გაუშვან
    მარონე, პეპე, მატრი, დე ჩელიე, ლიხშტაინერი, ლორენტე, პადოინი, რომულო, რუბინიო.

    1. ეგეთ აწყობილ გუნდს არავინ დაშლის მეგობარო და მითუმეტეს ამხელა კლასის ნახევარმცველებს არავინ გაუშვებს,არც ის მგონია ამდენი ნახევარმცველი დაიმატონ როცა მაგ ხაზში ისედაც საქმე იდეალურადაა,შეიძლება ასამოა გაუშვან მაქსიმუმ,არც პერეირას არც პოგბას და არც ვიდალს არაინ გაუშვებს,მარკიზიოზე აღარ მაქვს ლაპარაკი,აი პირლო კი წავა წელს თუარა შემდეგ წელს აუცილებლად და არც მაგდენ ფეხბურთელს დაიმატებენ,გუნდი არის საათივით და უნდა 2-3 მაღალი კლასის ფეხბურთელი

  12. აუ როგორ მევასება ეს ეს თუ მოიყვანეს ძალიან გამიხარდება მებრძოლი ფეხბურთელია და ძალიან მაგარი მოუხდება შავ-თეთრი მაისური და უფრო მაღლა ავაა მაგრამ სტურარო გვყავს მხეციი ალბათ ეგ მარკეზას შეცვლის დროთა განმავლობაში

  13. ესეც თუ მოვიდა ესეიგი ვიგაც მიდის გუნდიდან..პირლო ისედაც წავა სხვა არგაუშვან ვიდალი ან პოგბა

  14. აუუუ ესენი მე მგონი გაუვალ ნახევარდაცვას აკეთებენ :chuvak: კიი ბატონო კარგია მაგრამ სტურარო არ დაიჩაგროს მაგ ბიჭს ეხლა რაც შეიძლება მეტი თამაში ჭირდება ბრილიანტია ნამდვილი რომელსაც გამოთლა ჭირდება არ არის გამორიცხული მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი და საყრდენი გახდეს და თუ არ ითამაშა ეგ არ წაადგება :forza: :forza: :forza:

  15. ხედირა არ გვინდა ან ეს მოიყვანონ ან კონდოგბია ორივე ძაან მაგარი მოთამაშეა ამას თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში ასევე ძალიან მინდა ფლორენცი რომ მოიყვანონ.

  16. ამდენი ნახევარმცველი რათ გვინდა,ვერატიზე ჯობდა კონცეტრირება,შემდეგ წელს მაინც აუცილებლად,თან ვერატიც საბოლოოდ მიხვდება რო პსჟ-ში ევროპაში ვერაფერს მოიგებს კაი ხანი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.