ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Tuttojuve : დიბალას პირველი ტურინული დღე

პაულო დიბალას პირველი ტურინული დღე ადრე, ადგილობრივი დროით დაახლოებით 09:00 სთ-ზე დაიწყო, უპირველეს ყოვლისა არგენტინელი ფორვარდი ფორნაკას კლინიკას “იუვენტუსის” მენეჯერთან, მატეო ფაბრისთან და ექიმთან, ლუკა სტეფანინისთან ერთად ეწვია.სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ დაახლოებით 13:00 საათისთვის ბიანკონერების მომავალმა მოთამაშემ Istituto di Medicina dello Sport – ში გადაინაცვლა და კვლევების მეორე ეტაპი გაიარა, აღსანიშნავია, რომ კლინიკის წინ ფეხბურთელმა გულშემატკივრებთან ერთად ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა.რაც შეეხება დასკვნით ნაწილს, დღის ბოლოს პაულო დიბალა გალილეო ფერარისზე მდებარე “იუვენტუსის” ოფისს ეწვევა და კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, მისი წლიური ანაზღაურება 2,7 მილიონი ევრო იქნება, ბონუსების გათვალისწინებით.ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაროტას 21 წლის წინახაზელის ტრანსფერი 28 მილიონი დაუჯდა, შესაძლო 8 მილიონიანი დამატებით.

წყარო : Tuttojuve

13 thoughts on “Tuttojuve : დიბალას პირველი ტურინული დღე

  1. ეხლა რუგანი,დარმიანი და დანი ალვეში მოიყვანონ და წელს მეტი არაფერი უნდა იუვეს,ზოგიც გაუშვან.წელს უნდა მიეცეს მეტი სათამაშო დრო კომანს და შემდეგ წელს პირლოს შემცვლელად აუცილებლად ვერატი

  2. 21 წლის არგენტინელი, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ჟილკიანი.. ამის ტრავმები მე არ მახსოვს, იმედი მაქვს იუვეში ისე ათამაშდება რო რეალმა და სიტიმ ხვეწნა დაგვიწყონ 120 მილიონად ))) ჩვენ რა თქმა უნდა არ მივყიდით :bicho:

  3. ტევესიც რჩება მორატაც და ესეც მოვიდა როგორ გინდა ათამაშო სამივე? ხო კიდე კავანიც არ გამოვრიცხოთ და ეს ჩვენი ბედოვლათები რათ გვინდა ამდენი თავდამსხმელები? ჩვენ გვჭირდება ვერატი ხალხო ვერატი! მეტი არავინ. ხედირა ხო ვაფშეე რა მაგარი ზედმეტია რა.

  4. BIENVENUTI PAULO :forza: :forza: :forza: ხომ იცი სადაც მოხვედი ბიჭო :oldman: აბა შენ იცი ზიზუს თუ არ დაგვავიწყებ ზლატანა მაინც გაგვახსენე :yeah: მომავალში ფავორიტები ვიქნებით ლიგაზე კაი სასტავი შეიკრა :juventus: :juventus: :juventus:

  5. კასერესი და ასამოა დაგვიბრუნდნენ რაც ძალიან კარგია ! მათი ხანგრლივი ტრავმის გამო ზოგს არც კი ახსოვს მათი არსებობა.აწი ამოისუნთქებენ ევრა და ლიხტა :forza:

  6. ფორცა ზებრააააააააააააა :forza: :givi: ჯერ სადა ვართ კიდევ 3 კაი ტრანსფერს გააკეთებენ ესენი მთელი ზაფხული გვაქ წინ.მარონე ისლა დე ჩელიე არავითარი არენდის წესით გაშვება სამუდამოდ უნდა მოვიშოროთ.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.