ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” სენად ლულიჩით ინტერესდება

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” დედაქალაქური “ლაციოს” მარცხენა ფლანგელით, სენად ლულიჩით დაინტერესდა.ბიანკონერებს ბოსნიელი ფეხბურთელის შეძენის მცდელობა გასულ ზაფხულსაც ჰქონდათ, თუმცა მაშინ მხარეები ფასზე ვერ შეთანხმდნენ და შესაბამისად, ლულიჩი რომში დარჩა.ახლა სიტუაცია შეიცვალა, სეზონის მიმდინარეობისას ბიანკოჩელესტის ლიდერებმა, ანტონიო კანდრევამ და ფელიპე ანდერსონმა ახალი კონტრაქტები გააფორმეს კლუბთან, ბუნებრივია უკეთესი ანაზღაურებით, 29 წლის ფეხბურთელის ხელშეკრულება კი უყურადღებოდ დარჩა, მოქმედ კონტრაქტს ვადა 2017 წლამდე აქვს.Il Tempo – ს მტკიცებით, ჯუზეპე მაროტა ლულიჩისთვის ოთხწლიან კონტრაქტს ამზადებს, წლიური ორი მილიონი ანაზღაურებით.პრესაზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, ლაციალესთან მოლაპარაკებები ტურინულმა მხარემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ უნდა წამოიწყოს.

წყარო : Football Italia

2 thoughts on ““იუვენტუსი” სენად ლულიჩით ინტერესდება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.