ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

ხვალ ტურინელები მიმდინარე სეზონში სერია ა-ს უკანასკნელ მატჩს გამართავენ სტუმრად ვერონასთან. გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენციას, რომლის უდიდესი ნაწილი არა ამ დაპირისპირებას, არამედ ბარსელონასთან მოახლოებულ შეხვედრას დაეთმო..

“პირველ რიგში მსურს პატივი მივაგო ეიზელის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას. ეს არის შავი ფურცელი როგორც იუვენტუსის, ასევე სრულიად საფეხბურთო სამყაროსი”- სწორედ 29 მაისს, 1985 წელს დატრიალდა ეს ტრაგედია, რომელმაც არა ერთი ტურინელი ტიფოზი იმსხვერპლა..

“ხვალ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე ერთი ტესტიღა გვექნება დარჩენილი. ეს არ არის ალეგრის იუვენტუსი, ეს არის ფანტასტიური გუნდი, რომელიც შთამბეჭდავ სეზონს ატარებს. ასეთი პერიოდი იშვიათად რომ მეორდებოდეს. ჩვენ ყველა ტურნირში ბოლომდე მივაწღიეთ და ორ მათგანში გამარჯვებაც ვიზეიმეთ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები მესამეში და რა შედეგით დასრულდება ბერლინის ფინალი. თუმცა, იქამდე კიდევ 7 დღეა და არცერთი წუთით ნაკლები.. შედეგად ხვალინდელ მატჩზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული და შევეცადოთ მთელი 90 წუთი ინტენსტიური ტემპი შევინარჩუნოთ. ჩემპიონატი საუკეთესო კუთხით უნდა დავასრულოთ”.

“ტაქტიკურ წყობაზე ხვალე ჩამოვყალიბდები.. ზოგიერთ მოთამაშეს ყვითელი ბარათები დაუგროვდა და თუ ისინი კიდევ დაჯარიმდებიან, მაშინ სუპერ თასის გამოტოვება მოუწევთ. იმ შემთხვევაში თუ ხვალ რომელიმე ფეხბურთელმა არ იასპარეზა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი არ არის მზად ბერლინისთვის. გუნდის საქმეები კარგად ვითარდება. მართალია რამდენიმე ფეხბურთელს მატჩების დიდი რაოდენობა დაუგროვდა, თუმცა ფინალი ისეთი რამაა როდესაც მოთამაშე თავბრუდამხვევი მოტივაციით და ენერგიით იტვირთება”.

“ბარძალი? მედ პერსონალი ყველაფერს აკეთებს, რომ ანდრეამ შესძლოს ფინალში მონაწილეობის მიღება. სამწუხაროდ ოთხშაბათი არ გვეცოდინება ზუსტი პასუხი. პოგბა? იგი თავს მშვენივრად გრძნობს. ბუნებრივია მადრიდელებთან და საერთოდ კალიარისთან მატჩის შემდეგ მას მცირე დრო ესაჭიროებოდა კონდიციების აღსადგენად. ეს ბუნებრივია მძიმე ტრავმის შემდეგ. ტევესი? ის აუცილებლად იასპარეზებს ხვალ, რადგან გასულ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. ჩვენ მივცემთ მას შანს გახდეს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ისე კი კარლიტოსიც და ტონიც თანაბრად იმსახურებენ ამ წოდებას. 38 წლის ასაკში ასეთი შთამბეჭდავი შედეგი ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ აპლოდისმენტებს”.

“მესის და ნეიმარის მიმართ არ უნდა გვქონდეს არანაირი შიშის მომენტი. პრინციპში არც მესმის, რატომ უნდა ჰქონდეს შიშს ადგილი. ის ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ როდესაც ასეთი კალიბრის დაპირისპირებაში იღებ მონაწილეობას ბუნებრივია შენს წინააღმდეგ საუკეთესოები იასპარეზებენ. მეორეს მხრივ, ფინალში იუვენტუსიც გავიდა და შედეგად ჩვენც გამორჩეულნი ვართ. ვიცით, რომ მათი თავდასხმა მრისხანეა, მაგრამ ნახევარდაცვაა ხელწამოსაკრავი.. ინიესტა ფენომენალურია.. მიუხედავად ამისა მოგვიწევს შევინარჩუნოთ სიმშვიდე, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ მიზერულს გავხდით გამარჯვების შანსს”.

“მომავალ კვირაში ზუსტად ისე განვაგრძობთ მომზადებას, როგორც ამას მთელი სეზონის მანძილზე ვაკეთებდით. პოტენციურად გრანდიზოული ტიტულია, მაგრამ 24 საათი მასსზე ფიქრი კარგს არაფერს მოგვიტანს. ეს გამორჩეული თარიღი და სიამაყის საბაბია, თუმცა ადრენალინი და ენთუზიაზმი არ უნდა გავრდაქმნათ შიში და პანიკაში. ბოლოს და ბოლოს ეს საფეხბურთო მატჩია და მას ცივი გონება ესაჭიროება”.

“იუვე და ბარსა განსხვავებული მახასიათებლების გუნდებია. იუვეს საკუთარი უპირატესობები აქვს, ბარსას თავისი. ისე უნდა ვითამაშოთ როგორც რეალთან, ან უფრო უკეთ. ეს ერთი დაპირისპირებაა და საპასუხოს არ უნდა ველოდოთ. მაგრამ ეხლა ვერ ვხედავ საჭიროებას ვისაუბროთ ფინალზე. ბერლინზე ორშაბათიდან ვიფიქრებთ. კვირას ჩემს შეგირდებს დასვენების საშუალებას მივცემ, ხოლო წვრთნები ორშაბათიდან განახლდება. შესაძლოა იგი გულშემატკივრებისთვის ღია იყოს. სწორედ ასე გავემგზავრებით ბერლინში..”

“სკანდალი ფიფაში? უმჯობესია სანამ განვსჯით დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. თუმცა, ასეთი რამეები არ მადარდებს, რადგან ჩემი საქმე უშუალოდ საფეხბურთო მოედანზეა”.

“პაულო დიბალა? ბრწყინვალე ფორვარდი, რომელსაც აქვს შანსი გახდეს ნამდვილი ჩემპიონი. ის სულ რაღაც 21 წლის არის. პალერმოში წარმატებული სეზონი ჩაატარა და მე ის ნამდვილად მომწონს. თუმცა, ჯერჯერობით მასთან არ მისაუბრია”.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x