ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” აბდენუათი ინტერესდება

“ინტერმა” ფრანგულ “მონაკოს” ცენტრალურ მცველ აიმენ აბდენუას ტრანსფერის თაობაზე კონკრეტული წინადადებით მიმართა, თუმცა მისი კანდიდატურით სერიოზულადაა დაინტერესებული ტურინის “იუვენტუსიც”. ამის შესახებ ტუნისელის აგენტი საუბრობს: ” იმ სეზონის შემდეგ, რაც აიმენმა ჩაატარა ინტერესი ძალიან ბევრი გუნდიდან გაჩნდა. კონკრეტული წინადადებები მივიღეთ “ვალენსიისგან”, “ნიუკასლისგან”, “ტოტენჰემის”, “ინტერისა” და “ვოლფსბურგისაგან”. ყველაზე დიდ ყურადღებას მიუნჰენის “ბაიერნი” იჩენს”.  “იუვენტუსს” ძალიან დიდი ინტერესი ჰქონდა ჩემი კლიენტის მიმართ, შემდეგ სხვა იტალიური კლუბებიც ჩაერთვნენ მოლაპარაკებებში. იმას არ ვამბობ , რომ აიმენს მაინცდამაინც წასვლა სურს, მაგრამ  ის ამბიციური ფეხბურთელია და უნდა იმ გუნდს შეუერთდეს, რომელიც “ჩემპიონთა ლიგაში” ითამაშებს”. -აცხადებს ტუნისელის აგენტი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x