ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტაკინარდი:”ხედირა ნამდვილი ბულდოზერია”

ბიანკონერის ექს ნახევარმცველი ალესიო ტაკინარდი დადებითად გამოეხმაურა ბიანკონერის მხრიდან სემი ხედირასადმი დაინტერესებას. მისი თქმით მაროტა სწორ ინვესტიციას ახორციელებს და გუნდი კიდევ უფრო გაზრდის შიდა ასპარეზზე სხვაობას კონკურენტებთან..

“ეს არის ბწრყინვალე ნაბიჯი ხელმძღვანელობის მხრიდან. იუვე უფასოდ იგდებს ხელში მსოფლიო დონის ნახევარმცველს, რომელმაც გასულ სეზონში ტრავმებმა შეუშალა ხელი ფეერიული სეზონის ჩატარებაში”.

წარმატებული ტრანსფერი?

“ორი აზრი არ არის. მას ჩემი, დეშამის და კონტეს ცალკეული მახასიათებლები აქვს. პლიუს საკუთარი დადებითი მხარეები რითაც ნახევარდაცვის ცენტრში გამორჩეულ პოზიციას იკავებს”.

უფრო დეტალურად, რომ აგვიხსნათ რას შემატებს ხედირა იუვენტუსს?

“ჩვენ ვსაუბრობთ მოთამაშეზე, რომელიც არის ნამდვილი ბულდოზერი. ბურთის ართმევაზე ფანტასტიურია და შეუძლია თამაშის ტემპის კარნახი. ტექნიკური შუახაზელი, რომელიც არ ერიდება შეტევაში წასვლას. იდეალური ფიზიკური კონდიციების და გრძელი ფეხების დამსახურებით მეტოქის ნახევარდაცვას შიშის ზარს სცემს. ვიხილე იგი ახლოდან მადრიდში და ვიცი რასაც წარმოადგენს. ნამდვილად მესიმპატიურება და დარწმუნებული ვარ იუვენტუსი მის ამპლუაში უკეთეს ვერავის მოიყვანდა”.

მასთან ერთად საქმის კეთება უფრო ადვილი იქნება?

“უდაოდ.. იუვე გააგრძელებს წარმატებულ სვლას იტალიაში და ღმერთმა იცის ეს რამდენი წელიწადი გაგრძელდება კიდევ. სხვაობა თვალსა და ხელს შუა იზრდება კონკურენტებთან. ასეთი კალიბრის ფეხბურთელები ევროპაშიც იძლევიან წარმატების გარანტიას. ადრე მესმოდა, რომ ჯერჯერობით ერთ დონეზე თამაში ესპანურ გრანდებთან და ბაიერნთან წარმოუდგენელი იყო.. ვფიქრობ, ეს დრო უკვე წარსულშია”.

მორიგი უფასო ტრანსფერი.. რა ხდება იუვეს თავს?

“გუნდი ისევ გახდა მიმზიდველი წამყვან ფეხბურთელებში. დღევანდელ იუვენტუსს საკუთარი შარმი აქვს. ფეხბურთელებს ერთმანეთთან ფანტასტიური ურთიერთობა აქვთ.. მეგობრული და მჭიდრო ატმოსფერო კი ნებისმიერი პროფესიონალი ფეხბურთელის ოცნებაა. იუვეში გადასვლა უკვე ნიშნავს იბრძოდე მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის. სხვა შედეგს ისინი არ სცნობენ. ხედირას აქვს შანსი გახდეს დიდი ოჯახის წევრი”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x