ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე:”ფინალზე ფიქრმა ჩვენს შედეგს დაღი დაასვა”

“რთული მატჩი გამოდგა, რადგან ყველა ფიქრობს 6 ივნისსზე.. ბოლომდე დავიხარჯეთ, როგორც ყოველთვის. თუმცა, მოახლოებული ფინალი ბუნებრივია ნეგატიურ ზეგავლენას ახდენდა ჩვენს ასპარეზობას. ამას დავუმატოთ აუტანელი სიცხე და მინდვრის საშინელი მდგომარეობა, რომელიც ხელს უშლიდა ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირებას. მიუხედავად ამისა გამარჯვებას სწორედ ჩვენ ვიმსახურებდით, რადგან მეტოქის კართან უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით და საუბარი მხოლოდ პენალტზე არ არის”- საუბრობს ჟურნალისტებთან ფერნანდო ლორენტე..

ორშაბათიდან კი გუნდი ბერლინისთვის დაიწყებს მომზადებას..

“მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მოახლოებული კვირა, რადგან ბარსასთან შეხვედრას საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ. უკლებლივ ყველა ასპექტს შევისწავლით, რომლებიც დახვეწვას საჭიროებს. მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ ოპტიმალური კონდიციების შესანარჩუნებლად”.

უმთავრესი ფაქტორი კი არის სიმშვიდის შენარჩუნება..

“მიმდინარე სეზონში სწორედ ამას მოჰქონდა ჩვენთვის დადებითი შედეგი.. ამიტომ აუცილებლად გავაგრძელებთ იმავე გზას. ბუნებრივია მატჩის მოახლოება გაზრდის ვნებათაღელვას და ეს სწორიცაა, რადგან საქმე ჩემპიონთა ლიგის ფინალს ეხება”.

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gigg
9 years ago

ესეთი სულელური თავის გამართლება … იშვიათად სადმე მენახოს. თასზე ფიქრში ესე ფინალსაც დათმობენ

Tornike Iosava
9 years ago

1juve

კაცურად მითხარიი საიდან მოიფიქრე ის ბილეთიი ?? :D :D რაძი კაიფა დავწერე 50 თეთრად და 28 კუში იყო 14 ლარს ვიგებ : ))))))))))

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x