ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი : “ეს ისტორიული სეზონია”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი მიმდინარე სეზონს ისტორიულს უწოდებს და სჯერა, რომ მისი გუნდი ბერლინში თავის სიტყვას იტყვის.”ბარსელონასთან” გასამართ მატჩამდე ხუთი დღით ადრე ბებერი ქალბატონის დამრიგებელი ჟურნალისტებს ვინოვოს პრესს-ცენტრში შეხვდა : “ეს სეზონი ისტორიაში შევა, გუნდისთვის სამ სხვადასხვა ჩემპიონატზე წარმატების მიღწევა იშვიათი მოვლენაა, ჩემპიონთა ლიგის მოგება ამ ყველაფრის იდეალური დასასრული იქნება.ფინალი ერთმატჩიანია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, არ გამოვრიცხავ არც პენალტების სერიას, გუნდი ამისთვისაც ემზადება, მთავარია ფსიქოლოგიურად ვიყოთ ძლიერები.ბარსელონას შემადგენლობაში არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ირიცხება, კომპაქტურად, მშვიდად უნდა ვიმოქმედოთ, მესისთან თამაში ურთულესი რამაა, მცველებს დიდი ყურადღება მართებთ.ყველაზე მეტად ის მახარებს, რომ გუნდში მდგომარეობა კარგია, ბიჭები კარგ ხასიათზე არიან და ამ ხუთ დღეს, მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენებენ.ვნახოთ, შევძლებთ თუ არა სეზონის ექსტაორდინალურად დასრულებას.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x