ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი: ” ჩემთვის ეს დიდი მიზანია “

“იუვენტუსის” კარის დარაჯის, ჯიანლუიჯი ბუფონის აზრით, “ბებერ ქალბატონს” კატალონიური “ბარსელონას” დამარცხების მხოლოდ მოკრძალებული შანსი აქვს. “ჩემპიონთა ლიგის” ფინალური დაპირისპირება შაბათს ბერლინში შედგება, სწორედ იქ, სადაც ტურინელთა კაპიტანმა 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა…

” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ ჩვენი შანსები, ჩემი აზრით, 35% -ს არ სცდებოდა, ამ შემთხვევაში კი, ვფიქრობ, გამარჯვების შანსი კიდევ უფრო ნაკლებია. ეს კარგად გვესმის და უბრალოდ ვერ უარვყოფთ, რადგან აშკარა ჭეშმარიტებას წარმოადგენს. ასე რომ, ჩვენ მომავალ მეტოქეებს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, ვაფასებთ იმას, რასაც მიაღწიეს და იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მათ რიგებში ირიცხებიან. მაგრამ ასეა თუ ისე, როგორც “რეალთან” მატჩამდე ვთქვი, ჩვენც გვაქვს რაღაც, რითაც მოწინააღმდეგისათვის პრობლემების შექმნა შეგვიძლია და სწორედ ამაზე უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენი თამაშიც.”

“ბერლინში ცხრა წლის შემდეგ ვბრუნდები და მე თვითონაც მაინტერესებს, იქნება თუ არა ემოციები და შთაბეჭდილებები იგივე, რაც ადრე. არა მგონია, ცხრა წლის წინანდელთან შედარებით, ყველაფერი ძალიან განსხვავებული იყოს. ”

“”რეალთან” შეხვედრის შემდეგ, ძალიან ბედნიერი ვიყავი, ალბათ ასეთი სიხარული აქამდე ბევრჯერ არ განმეცადა.საოცარი შეგრძნებაა, როცა ფავორიტად არ სახელდები და მაინც ახერხებ შემდეგ ეტაპზე გასვლას. ”

” პირადად ჩემთვის, ეს დიდი მიზანია. დიდი მიზანია, რადგან ჩემი კარიერა ძალიან გრძელი იყო და ამ დროის მანძილზე ბევრი რთული გადაწყვეტილების მიღება მომიხდა. ამ გადაწყვეტილებებს ჩემს ემოციებსა და შეხედულებების საფუძველზე ვიღებდი და მინდა გითხრათ, რომ ამ ცხრა თუ ათი წლის შემდეგ – რომლის დიდი ნაწილიც მართლაც ძალიან რთული გამოდგა – მოხვიდე ისევ აქ, მიაღწიო ამას შენს გუნდთან და გულშემატკივრებთან ერთად, მართლაც საოცარი შეგრძნებაა. ეს არის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი. ”

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
User234
9 years ago

არა, ის ორიც მაღალი კლასის მეკარეები არიან მაგრამ მე მაინც ბუფონი მირჩევნია

lasha lasha
9 years ago

ჯიჯიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი THE BEST :oldman: :italy: ნამდვილად ეკუთვნის რა ნოიერი რის კასილიასი პირველია უკვე დიდი ხანია ნოერს ჯერ ბევრი რამე აქვს დასამტკიცებელი ასე რომ მოიცდის კასილიასიც ძაან მაგარია და როგორც პიროვნებას დიდ პატივს ვცემ და როგორც ჯიჯის ძმაკაცს რა თქმა უნდა მაგრამ როგორც მეკარე ჯიჯის ვერასდროს ვერ ჯობნიდა FORCAAAAA BUFOOOOOOOOOOOON FORCA JUVEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEE :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

R24
R24
9 years ago

ამას მართლა ეკუთვნის(ერთი მაინც) ჩემპიონთა ლიგის თასი… რაც ბუფონმა და დელპიერომ გააკეთეს იუვენტუსისთვის არვიცი რა :love: ჩემი პატარა ძმისთვის ფიზკულტურის მასწავლებელს უკითხავს აბა ყველაზე დიდი მეკარე ვინააო და ამან ეგრევე ბუფონიო, არაო, მაშინ კასილასიო და არაო, არც კასილასი ნოიერი ბავშვებო, ნოიერიო :D ეს რომ მომიყვა მეთქი ფეხბურთზე აღარ დაელაპარაკო მაგ მასწავლებელს :no როგორ უნდა თქვა ნოიერი ბუფონზე დიდი მეკარეაო არვიცი…

9 years ago
Reply to  R24

რომელი სკოლაა? რო არ შევიყვანო მეც ჩემი ბავშვი? მაგას თავმოყვარე გერმანიის ბალეშიკი არ იტყვის…

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x