ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსი” და ავტობუსი..

ბიანკონერის თავკაცმა შეგირდებს ერთ დღიანი დასვენების საშუალება მისცა. დღეს, კი კლუბი სრული შემადგენლობით შეიკრიბა ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე და ოფიციალურად დაიწყო მზადება ბერლინისთვის. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მაქსის სურვილით წვრთნები არ ჩაივლის დახურულ კარს მიღმა და მასსზე დასწრება პრესის ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლება. ეს ნამდვილად დიდი მოვლენაა როგორც იტალიური ფეხბურთვისთვის ასევე განსაკუთრებით ტურინული გრანდისთვის, რომელმაც ბოლოს ლიგის თასი 20 წლის უკან აღმართა.. მაშინ ეს პატივი ჯანლუკა ვიალის ხვდა წილად, ეხლა კი იგივე ბედნიერების გამოცდა ბუფონს შეუძლია..

შემადგენლობის მხრივ ერთადერთი პრობლემა ანდრეა ბარძალის ჯანმრთელობის მდგომარეობაა. მართალია იგი მწვანე მინდორზეა და მთლიან ჯგუფთან ერთად იღებს ვარჯიშში მონაწილეობას, თუმცა ეს ყოველივე ექიმების დიდი ყურადღების ქვეშ ხორციელდება. ისინი ფაქტობრივად ფეხ და ფეხ გაყვებიან და მაქსიმალურად გააკონტროლებენ ფეხბურთელის მდგომარეობს. მედ პერსონალი ყველანაირად ეცდება ანდრეას გამოჯანმრთელებას, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ალეგრის გარკვეული სირთულეები ელის ტაქტიკურ მონახაზში..

მაქსი ტრადიციულ 4-3-1-2 -ს აირჩევს, მაგრამ ანდრეა საჭირო დროს 3-5-2 ზე გადასვლის საშუალებას იძლევა. არავინ იცის რა იქნებოდა მაშინ თუ კი ბარძალის საერთოდ არ ექნებოდა ტრავმა, რადგან მისი სათამაშო დონე ტურინელთა დაცვის ხაზს დამატებით საიმედოობას მმატებს. ერთი სიტყვით ყველაფერი უახლოეს 2-3 დღეში საბოლოოდ გაირკვევა. სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვოთ ანდრეას!

რაც შეეხებათ დანარჩენ მოთამაშეებს.. კარს ბუნებრივია ბუფონი დაიცავს, დაცვაში ფლანგებზე ლიხტშტაინერი და ევრა განლაგდებიან, ცენტრში ჩვეული დუეტი ბონუჩი-კიელინი… სწორედ მათ მოუწევთ ბარსელონას ტრიოს მოგერიება, არადა თუ გავითვალისწინებთ მათ დღევანდელ სათამაშო ფორმას ამის გაკეთება ურთულესი იქნება.. დაცვამ მორიგი დიდი გამოცდა უნდა ჩააბაროს. ის რაც ბარსელონამ ლიგაზე მოასპარეზე სხვა კლუბების დაცვის ხაზს დამართა მაგალითი უნდა გახდეს დანარჩენებისთვის და ამ შემთხვევაში იუვენტუსისთვის. ეჭვი ჩვენი უკანა ხაზის მაღალ კლასში არ შეგვაქვს, უბრალოდ მეტი კონცენტრირება და რაც შეიძლება ნაკლები შეცდომის დაშვება.. სხვაგვარად ბუფონს არ ელის კარგი დღე..

ნახევარდაცვა ოთხი ფეხბურთელით დაკომპლექტდება და აქ რაიმე სიურპრიზე საუბარი უადგილოა. მარკიზიო და პოგბა მაქსიმალურად ეცდებიან ესპანელთა შევიწროვებას მაღალი პრესინგით, ხოლო პირლო ორკესტრის დირიჟორის ამპლუაში შეეცდება მორიგი შთამბეჭდავი შეხვედრის გამართავს. არავინ იცის იასპარეზებს თუ არა მაესტრო მომავალ სეზონში ტურინში.. და საერთოდ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.. შედეგად უნდა ვივარაუდოთ რომ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იუვეს რიგებიდან სწორედ ანდრეა პირლო უნდა გახდეს. მაესტროსგან ტურინული ტიფოზერია საამაყო თამაშს ელის.. მის დასახმარებლად კი არტურო ვიდალი ყველაფერს გაიღებს. დაუღალავ მებრძოლს, რომელსაც საუკეთესო თვისებების გამოვლენა მოუწევს ამ დაპირისპირებაში ორი ფუნქციით იქნება დატვირთული. ერთის მხრივ მეტოქის პრესინგისგან განთავისუფლება და საკუთარი გუნდის იერიშების წარმართვა პროდუქტიულად. სწორედ მან უნდა ითავოს შუა ხაზის და ტევეს-მორატას დუეტის კავშირი.. დამეთანხმებით მისია რთულია, მაგრამ ფეხბურთელისთვის რომელიც 100%-ით იხარჯება თითოეულ შეხვედრაში და არ უშინდება არც დაზიანებას, არც ტკივილს და თავს დებს დადებითი შედეგისთვის, ასეთს შეიძლება რომ ვენდოთ.

თავდასხმის ხაზი.. ბევრს საუბრობენ იტალიურ ავტობუსსზე.. ბევრს საუბრობენ საკუთარ საჯარიმოზე მიჯაჭვასთან.. როდესაც ჟურნალისტები ფეხბურთელებს ამას ეკითხებიან პასუხად მორიდებულ ღიმილს იღებენ. იუვენტუსი არ არის ის გუნდი, რომელიც საკუთარ საჯარიმოში ჩაიკეტება.. ეს არასოდეს არ გაუკეთებია.. რატომ? იმიტომ რომ ეს არ არის მათი სტილი.. იუვე აქცენტს პრესინგზე, ბურთის ფლობაზე და ინტენსიურ თამაშზე ახდენს. გასაგებია რომ ბარსას ტოპ ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ შეხედეთ იუვეს და მის ფეხბურთელებს.. მათ სათამაშო მახასიათებლებს. ჩვენს შუა ხაზში ასპარეზობენ მოთამაშეები, რომელთაც იდეალურად გამოსდით ბურთის ფლობა.. პოგბა, მარკიზიო, პირლო.. ეს არ არის ის გუნდი რომელიც საკუთარ საჯარიმოში ჩაიკეტება და დაელოდება მეტოქეს. იუვენტუსს თავად შეუძლია ამინდის შექმნაც და თამაშის კარნახიც.. მთავარია ირწმუნონ და ალეგრი სწორედ ამაზე აკეთებს ყოველ წამს აქცენტს. შედეგად თავდასხმას უდიდესი ფუქნცია აკისრია და თუ გავითვალისწინებთ წლევანდელ სეზონში ტევესი და მორატას თამაშს.. ისინი გვისახავენ ამ იმედს. მორატამ არაერთხელ დაამტკიცა ამ სეზონში რომ შეუძლია გადამწვყვეტ მომენტში თამაშის ბედის გადაწყვეტა, ხოლო ტევესი.. ეს არის ის ფეხბურთელი, რომელიც თანაგუნდელებში სახავს ოპტიმიზმს და სიმშვიდის განცდას. სწორედ ასე აღწევენ წარმატებას..

დღევანდელ “იუვენტუსს” ვერცერთი კლუბი რა ფორმაციისაც არ უნდა იყოს იგი ვერ მოუგებს უშანსოდ.. ეს არ არის გულშემატკივრის მხრიდან დანახული რეალობა ეს არის ობიექტური შეფასება. პრობლემა არა შემადგენლობაში არამედ ფსიქოლოგიაშია.. თუ ალეგრი შესძლებს და კიდევ ერთხელ სასწაულებრივად დამუხტავს მათ მაშინ ჩვენს წინაშე ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული ფინალი წარსდგება და დაე გაიმარჯვოს ღირსეულმა ღირსეული თამაშით !

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

6 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka tsagareishvili
9 years ago

აბა ბიჭებო ბლომად ლუდი და წავიდა ფინალი ეგ თუ მოიგეს მართლა საღოლ ალეგრი და იუვე.მთავარი 25 წუთი ვიყოთ წყნარად და მერე დედას ვუტირებთ აუ 6 რიცხვი მელანდება მიდით ლომებოოოოოო :juvee: :juvee: :juvee: :forza: :forza: :forza:

simoni chigladze
9 years ago

imedia gadavrchebi am tamashisas

ALLENATORE
9 years ago

ბარძალის თუ არანაირი პრობლემა აქ აქვსს 4 მცველიან განლაგებაში ეგ უნდ აიყოს ბონუჩის ადგილზე ) მე ვერ ვხვდები ზოგდად მარტო აკეთებს ბონიზე უპირატესობას ალეგრი ) მითუმეტეს ფინალში ) ბარძალი უფრო რესკი მცველია ) ხისტი ) და პოზიციურად გაცილებით ძლიერი ) პლიუს უაზრო პასს არასდროს არ აკეთებს და მეტოქეს არ ჩუქნის ბურრთს ) ეს ბარსასთან გადამწყვეტი იქნება ) ენრიკე მაღალ პრესინგს თამაშობს ) ბონუჩი არ არისს მოქნილი მცველი ) ვერონასთანაც კარგად ვნახეთ ბებერ ტონოს როგორ უყურბედა ბურთს როდის მიიღებდა მერე კიდე ვერ მოასწრო ) ბარძალი უფრო კითხულობს თამაშსსს ) ასე რომ ფინლაში 4 მცველით თუ ითამაშა ალეგრიმ ბონი სკამზეეეეეეეეეეე …………..

irakli28
9 years ago

აუუუ უკვე ვიმარაგებ წამლებს და 112იც აკრეფილი მაქ :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

giorgi nefaridz
9 years ago

მართალი ხარ მაგას ვიძახდი შარშანაც ჯგუფში ნრომ ჩავრჩით ფეხბურთელები ფსიქოლოგიურად ვერ უმკლავდებოდნენ დაძაბულობას, ალეგრიმ ეს ყოველივე შეცვალა

forza bianconeri
9 years ago

მაგარი სტატიაა :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
6
0
Would love your thoughts, please comment.x