ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსის” ფეხბურთელები “ბარსელონასთან” მატჩზე საუბრობენ

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოახლოვებასთან ერთად დაძაბულობა პიკს აღწევს.კლაუდიო მარკიზიოსა და მასიმილიანო ალეგრის პრესს-კომფერენციის შემდეგ “იუვენტუსის” რამდენიმე ფეხბურთელის ინტერვიუ გავრცელდა, მთავარი სასაუბრო თემა კი, რაღა თქმა უნდა, “ბარსელონასთან” დაპირისპირებაა : “რაც უფრო ახლოვდება მატჩი, იმატებს გრძნობები და ემოციები.ძალიან ბედნიერი ვარ, უახლოეს დღეებში ჩემი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას ვითამაშებ.სხვა ფეხბურთელების მსგავსად ვფიქრობ, რომ ლიგის ფინალი უდიდესი მიღწევაა, ამიტომ ამ მომენტით ვტკბები და განსაკუთრებულად ვემზადები.ბარსელონას მსგავსად, ფავორიტად ითვლებოდნენ ჩვენი წინა მოწინააღმდგეებიც, მაგრამ ჩვენი ძალა მინდორზე დავამტკიცეთ.იმედი მაქვს, შაბათს გავიმარჯვებთ, ფავორიტად შერაცხული გუნდი კი დამარცხდება” – ავრცელებს არტურო ვიდალის ვიდეო ინტერვიუს ბიანკონერების ოფიციალური ტვიტერის გვერდი.

კატალონიურ გრანდს ფავორიტად თვლის ანდრეა პირლოც, თუმცა მაესტროს თქმით, “იუვენტუსმა” იცის როგორ ითამაშოს : “დიახ, ეს ჩემთვის რიგით მეოთხე ფინალია, მაგრამ ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს.განსაკუთრებული და უნიკალური მატჩი იქნება, ვიცით, როგორ ვითამაშოთ, ბარსა ფავორიტია, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ხავი ? – ბედნიერი ვარ, რომ მის წინააღმდეგ ამდენჯერ მითამაშია, უდიდესი მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანია.ბერლინის ფინალი ? – 9 წელი გავიდა, თუმცა იმ ემოციების დავიწყება შეუძლებელია, იმედი მაქვს, შაბათს ზუსტად ისეთი ბედნიერი ვიქნები.”

ალვარო მორატას სჯერა, რომ ბიანკონერებს “ბარსელონას” ცხოვრების გართულება შეუძლიათ : “შანსი რომ არ გვქონდეს, ბერლინში არც ჩავიდოდით.გერმანიაში იმიტომ არ მივფრინავთ, რომ ბარსელონას უბრძოლველად დავუთმოთ ჩემპიონის ტიტული, რთული მატჩი იქნება.თუ გავიტან, ეს გოლი ნამდვილად არ მომაყენებს ტკივილს, როგორც ეს მადრიდის რეალის შემთხვევაში იყო, პირიქით, წინასწარ მოვიფიქრებ, თუ როგორ აღვნიშნავ.თუმცა ლიგის ფინალში გოლის გატანა იოლი არ არის, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ.ამ დონის ტურნირის ფინალში როდესაც თამაშობ, დამატებითი მოტივაცია არ გჭირდება, თუმცა მე, როგორც რეალის ყოფილ ფეხბურთელს, ბარსას წინააღმდეგ ფინალში განსაკუთრებული მოტივაცია მექნება.მათი შემტევი ტრიო ? – უმაღლესი კლასის მოთამაშეები არიან, საოცარ სეზონს ატარებენ.ჩვენი მთავარი იარაღი დაცვაა, ჩემი აზრით, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზი გვყავს.მესი ? – ლუის ენრიკეს გუნდი მარტო მესი არაა, ლეო მათი ლიდერია, მაგრამ თუ მთელი გუნდი არგენტინელის განეიტრალებაზე იზრუნებს, ნეიმარი და სუარესი შეგიქმნიან პრობლემებს.ხალხი ყოველთვის მათ შეტევით პოტენციალზე ლაპარაკობს, თუმცა ესპანელებს დაცვაც შესანიშნავი ჰყავთ, ძალიან დაბალანსებული გუნდია.მომავალ მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემ, თუმცა ფინალში შემთხვევით არ ვართ და მჯერა, წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია.”

ტურინელთა ათიანი, კარლიტოს ტევესი ფინალში ბრძოლას უკანასკნელ წამებამდე აპირებს : “რას გავაკეთებდი გასამარჯვებლად ? – თითოეული იუვენტინოს მსგავსად, ნებისმიერ რამეზე წავიდოდი.ჩემპიონის ტიტული გვინდა.ფინალში უბრძოლველად არ გავსულვართ, არავის გვეშინია და მოუთმენლად ველით მატჩის დასაწყისს.არგენტინელების დუელი ? – არა, ეს იუვენტუსი ბარსელონას დაპირისპირებაა და არა ჩემი და მესის, ჩვენ ფეხბურთის შემადგენელი ნაწილი ვართ.შაბათისთვის მშვიდად ვემზადებით, არ ვნერვიულობთ, რამდენიმე დღეში ფეხბურთელები კარიერის უმთავრეს მატჩს ითამაშებენ.”

და ბოლოს, ლეონარდო ბონუჩის ინტერვიუს გთავაზობთ : “მატჩისთვის მშვიდად ვემზადებით, ფინალში თამაში დავიმსახურეთ და ახლა ვეცდებით, საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.ჯერ არ გადაგვიწყვეტია, ვინ ისაუბრებს მატჩის წინ გასახდელში, ამას მატჩის წინა გახურება გვიჩვენებს.პოზიტიური სეზონი გამოდგა, 11 თვის მანძილზე დიდი გამოცდილება დავაგროვეთ, უმნიშვნელოვანესი მატჩები მოვიგეთ, ახლა ფინალის დროა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
9 years ago

dacxet bichebo dambachebi aqvt magat

lasha lasha
9 years ago

ხოო და თანაც რა დამბაჩები მაგრამ ჩვენ პროტივორაკეტნი დაცვა გვყავს და იმედია გავანეიტრალებთ მერე კი იმედია კარლიტო და მორატა თითო გასროლას გააკეთებენ :lool: :lool: :lool: FORCAAAAAAAAAAAAAAAAA RAGAZIIIIIIIIIIIIIIIIIIIIIII :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x