ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ტურინის “იუვენტუსის” სატრანსფერო პოლიტიკასთან დაკავშირებით სკაი სპორტი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.სამი ხედირასა და პაულო დიბალასთან შეთანხმების შემდეგ, ჯუზეპე მაროტამ ბრაზილიელი მეკარე, ნეტოც დაიბევა და 25 წლის ფეხბურთელის შემდეგი კლუბი სწორედ ბებერი ქალბატონი იქნება.ნეტომ იებთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და ბიანკონერებს ყოველგვარი თანხის გადახდის გარეშე, უსასყიდლოდ შეუერთდება.ასევე ვრცელდება სიახლე მარკო სტორარისთან ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე, მაროტას 38 წლის მეკარესთან მოლაპარაკებები უკვე გამართული აქვს და სულ მალე, ვეტერანი თავის მომავალს კვლავ დაუკავშირებს შავ-თეთრებს.რაც შეეხება კარლოს ტევესს, დიდი ალბათობით იგი ტურინში 2017 წლამდე დარჩება, თუმცა ესპანური პრესის მტკიცებით, არგენტინელის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო” იჩენს და ფორვარდის ხელში ჩასაგდებად ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ფინალისტები ყველაფერს გააკეთებენ.

ახლა რაც შეეხება სიმონე ძაძასა და დომენიკო ბერარდის – “სასოულოში” განათხოვრებული ფეხბურთელებით მასიმილიანო ალეგრი ძალიან კმაყოფილია და აპირებს, ორივე მათგანი დააბრუნოს ტურინში.აწ უკვე დასრულებულ სეზონში ეუსებიო დი ფრანჩესკოს შეგირდებმა სერიოზული პროგრესი განიცადეს და გასაკვირი არ იქნება, თუ ისინი 2015/16 წლების სეზონს შავ-თეთრი მაისურით დაიწყებენ.

ძაძას გუნდში მოსვლას სავარაუდოდ შეეწირება ფერნანდო ლიორენტე, რომელსაც წლევანდელი სეზონი ისევე შედეგიანი არ გამოუვიდა, როგორიც შარშანდელი.29 წლის ესპანელის მიმართ ინტერესს რამდენიმე პრიმერა დივიზიონის გუნდი იჩენს და არაა გასაკვირი, ლიორენტემ კარიერა სწორედ რომელიმე მათგანში გააგრძელოს.ბიანკონერების წინახაზი მომავალ სეზონში სავარაუდოდ ასეთი იქნება : მორატა, ძაძა, ბერარდი, დიბალა და ტევესი.

წყარო : Tuttojuve

23 thoughts on “სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

  1. არა მე ლანძგვით არც გამილანძგავს ძაძა, უბრალოდ ვთქვი რომ ნორმალური ფეხბურთელია მაგრამ არა იუვეს დონის, აი იმობილე და ძაძა რომ ყავს იტალიას ძალიან არ მსიამოვნებს მაგრამ რა ვქნა, უნდა უბალეშიკო და ვბალეშიკობ კიდევაც მაგრამ რეალობიდან გამომდინარე იმობილემ რაც ქნა დორტმუნდში კი ვხედავ, აი ძაძაც იგივე დონისაა რაც იმობილე, ხოლო დიბალას რაც შეეხება მე პირადად დიდ იმედებს ვამყარებ და რატომ არ ვიცი

  2. 1juve says
    მაგიტომ ულხინს იტალიას ძალიან ძაძაზე რომ ვართ დამოკიდებულები, იმას არ ვამბობ რომ ცუდი ფეხბურთელია მაგრამ მარჯვენა არაქვს ისევე როგორც გაბიადინს და არ მ ნდა ეგ იუვეში, ბერარდი კი ჯობია აშკარად

  3. მე პირადად ძაძა საერთოდ არ მომწონს. არმინდა რო იუვეში მოვიდეს! ბერარდის მოიყვანონ ჯობია და ძაძა დატოვონ სადაც არის..

  4. ძაძასი რარაც არ მეიმედება ერთი ჩვეულებრივი თავდამსხმელია ფიორენტინა სამპდორიას დონის, აი ბერარდი კი უფო ახალგაზრდა და მეტს დახვეწავს კიდევ იუვეში და დროა წელს ეგ უეჭველი რომ მოვიყვანოოთ :forza:

  5. ჩემი აზრით ძაძა და ბერარდის დაბრუნება წელს სრულიად ზედმეტი იქნება. დიბალა, ლორენტე, ტევესი და მორატა სრულიად საკმარისი იქნება. დიდი ხანი სკამზე ჯდომა აფუჭებს ფეხბურთელს. ხედირა ძალაინ კარგი ტრანსფერია. ნეტო ნამდვილად ზედმეტია. ბუფონი 2 3 წელი ნამდვილად იქნება, შემდეგ უკვე ჩვენი ბიჭიც დაბრუნდება და ეგაა რა.

  6. ვინმემ ბარსა-იუვეს ურთიერთ შეხვედრები დადეთ,მე სულ ასეთი ორი ვიცი და მაშინ იუვემ გააგდო ბარსა

    1. 4 მოგება 2 ფრე 2 მარცხი.
      ევროტურნირების ფლეი ოფიდან 3-ჯერ გამოვაგდეთ 1-ხელ გამოგვაგდეს
      ჩ.ლიგაზე მხოლოდ 1-ხელ შევხვდით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.