ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კომიდან გამოსული ბიჭის პირველი შეკითხვა ის იყო, ისევ თამაშობდა თუ არა “იუვენტუსი” ლიგაზე

14 წლის იტალიელი ბიჭი უბედური შემთხვევის შემდეგ ერთი თვის განმავლობაში იყო კომაში, კომიდან გამოსულის პირველი შეკითხვა კი ის იყო, ისევ თამაშობდა თუ არა ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგაზე. ბიჭის ზუსტი ვინაობა არ სახელდება, ცნობილია მხოლოდ მისი სახელი, მიკაელი. მიკაელი თავის ხუთ მეგობართან ერთად ექვსნახევარი მეტრის სიღრმის წყალში გადახტა კუჯიონოს ხიდიდან, რის შემდეგაც გული გაუჩერდა და გარდაცვლილად მიიჩნეოდა, სანამ დეფიბრილატორით რეანიმაციის შემდეგ, მისმა გულმა ისევ ფეთქვა არ დაიწყო. მისი გადარჩენა უკვე შეირაცხა სასწაულად, სახანძრო და სამაშველო სამსახური მყვინთავებთან ერთად 42 წუთი ცდილობდა ბიჭის წყლიდან ამოყვანას. ექიმმა ალბერტო ცანგრილომ – რომელიც სილვიო ბერლუსკონის პირადი ექიმიცაა – იტალიურ მედიას განუცხადა, რომ ამ ბიჭის გადარჩენილი სიცოცხლე მისი პროფესიული კარიერის მწვერვალია. ექიმმა ცანგრილომ ისიც დასძინა, მეორე დღეს ბიჭმა უკვე მოხიტო მოითხოვაო. თუ შაბათს საყვარელი გუნდი იმედს არ გაუცრუვებს, ალბათ მის პალატაში შამპანურიც გაიხსნება. მოახდენს თუ არა სასწაულს “იუვენტუსი” ბერლინში, ამას მალე გავიგებთ.

წყარო: www.independent.co.uk 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
9 years ago

:juvee:

Giampiero Boniperti
9 years ago

:love: :forza:

ელგუჯა ობოლაძე

ეს სტატია მეც წავიკითხე გუშინ … ეს ბიჭი მემგონი ჩემზე მეტი გულშემატკივარია იუვესი))) აი, ბიჭებს კი, კიდევ ერთი დიდი სტიმული ფინალის მოგების!!! :forza: :forza: :forza:

forza bianconeri
9 years ago

:euf: :euf: :love: :forza:

Dutch
ადმინისტრატორი
9 years ago

ჩუვაკ :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x