ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა:”ბერლინში გამარჯვებისთვის!”

ახლოვდება ბერლინი და ჩემპიონთა ლიგის ფინალი. სხვათაშორის ეს მატჩი რამდენიმე იუვენტინოსთვის შესაძლოა ბოლოც კი აღმოჩნდეს შავ-თეთრი მაისურით.. წამყვანი ფეხბურთელებიდან საუბარი არის პირლოზე, ტევესსზე და პოგბაზე.. თუმცა, თავად ფრანგი ნახევარმცველი სხვა თემაზე ახდენს კოცენტრირებას:“ბოლო მატჩი იუვეს რიგებში? ადამიანებს რისი სურვილიც აქვთ ის უნდა დაიჯერონ. სხვა მხრივ, რომ შევხედოთ შესაძლოა ეს ჩემი ბოლო ფინალიც კი იყოს.. სიმართლე გითხრათ ყოველთვის მქონდა ოცნება ლიგის ფინალში მეთამაშა და საბედნიეროდ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ფიზიკური კონდიციები? 100%-ით ვარ მზად. ბერლინში გამარჯვებისთვის მივემგზავრებით. მშვენივრად გვესმის, რომ საფეხბურთო სამყაროში დღეისათვის ყველაზე ძლიერი წინა ხაზი დაგვიპირისპირდება და ამიტომაც აგრესიულად გვმართებს თამაში. შესაძლოა ის გარემობა, რომ იუვენტუსი არ არის ფავორიტი დადებითად იმოქმედებს გუნდზე.. თითოეული ჩვენთაგანი ყველაფერს გაიღებს წარმატებისთვის”.

წყარო: tuttosport

3 thoughts on “პოგბა:”ბერლინში გამარჯვებისთვის!”

  1. ანუ ჩვენთან რჩები პოლ, კაია თქვენ იცით ბიჭებო ოღონდ ეს ფინალი მოიგეთ და თუ გინდათ სევილიასთან წააგეთ აქ ჩვენთან :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.