ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძაკერონი:”იუვე ფლობს ფსიქოლოგიურ უპირატესობას”

ალბერტო ძაკერონის მტკიცებით ფსიქოლოგიური უპირატესობა ფინალში იუვენტუსის მხარეს იქნება:“ვფიქრობ, ალეგრის გუნდის შანსები 40-50%-ია. ფსიქოლოგიურად მათ არანაირი პრობლემა არა აქვთ. არც მასმედიის და არც საზოგადოების მხრიდან არ არის ზეწოლა.. მიზეზი? იუვე ბარსასთან შეხვედრაში აუტსაიდერია, რომლისგანაც არავინ ელოდა ასეთ შთამბეჭდავ შედეგს. ხოლო მეორეს მხრივ ბარსასთან დაპირისპირება მის მეტოქეს დამატებით მოტივაციას სძენს. თუ ესპანელები დამარცხდებიან საზოგადოება ჩათვლის, რომ ეს იყო კრახი. მათ უნდა დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ ტიტულს.. არადა ფინალში გასვლა ფავორიტისგან დიდ ფსიქოლოგიურ სიძლიერეს მოითხოვს..”

“ბარსას შეჩერება არც ისეთი დიდი უტოპიაა, როგორც ეს ხალხს ჰგონია. გუარდიოლას პერიოდიდან განსხვავებით დღევანდელ გუნდს რამდენიმე ცალკეული ფიგურა ამოძრავებს. შუწყვიტეთ მათ პარტნიორებისგან მხარდაჭერა და შედეგს თავადვე იხილავთ. ლუის ენრიკამ საკუთარი ინგრედიენტები შემატა, რომელშიც ასევე მცირე დოზით იტალიური მენტალიტეტიც ურევია”.

“რაც შეეხება ალეგრის, მის განკარგულებაში იდეალურ ფორმაში მყოფი კერკეტი კაკალია. მან დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს საკუთარი გუნდის ნახევარდაცვას, რომელიც ჩემი აზრით დღეისათვის მსოფლიოში საუკეთესოა. საერთოდაც, ალეგრის იუვენტუსი უფრო კარგად განიცდის ადაპტირებას შექმნილ მდგომარეობაზე, ვიდრე ეს კონტეს პერიოდში იყო”.

“იუვენტუსი აპენინებზე ყოველთვის იყო ყველაზე ორგანიზებული და დაბალნსებული გუნდი. როდესაც 5 წლის უკან ტურინში მიმიწვიეს შემადგენლობა უკვე ჩამოყალიბებული იყო და უმეტესობა მათგანი კარიერულ დაღმასვლას განიცდიდა.. ამას თან ერთვოდა გაუთავებელი ტრავმები. თუმცა, ხელმძღვანელობის მხრიდან წარმატებულმა ბიზნეს გეგმამ გაამართლა. კლუბი წლებია განაგრძობს პროგრესირებას და მომავალიც ასეთივე შთმაბეჭდავი უჩანს”..

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
juveboy-leo
9 years ago

ise aq ra kavshiri aqvs magram rato gavida bolonia pleiofis finalshi ??????? da ara avelino?
am angarishebis shemdeg
Avellino 0 – 1 Bologna

Bologna 2 – 3 Avellino

tan socerweizec avelinoa gashavebuli (anu wyvilis gamarjvebuli) mara finalshi bolonia uweriat rac cota ucnauria
tutojuvezec masea. . .
arada stumrad shegdebuli golebit xo ganisazgvreba gamarjvebuli jamshi tu nichiaa

lasha lasha
9 years ago

ერთ ერთი ყველაზე რეალური შეფასება რაც წამიკითხავს ის რომ ჩვენ წნეხს არ განვიცდით ეგ კარგია მაგრამ რაღაც ვარიანტში ცუდიცაა ზედმეტად არ მოეშვან მაგის გამო თუ წვაგებთ მაინც არავინ არ დაგვძრახავსო.მაგრამ არა მგონია ასე რომ მოხდეს ძაკი მართალია Dრეს იუვეს მსოფლიოში უძლიერესი ნახევარდაცვა ყავს როგორც ფიზიკურად და ტექნიკურად ასევე მენტალურად.ფორცა ბიჭებიიიიიი ფინალში აუღელვებლად მაგრამ კონცეტრირებულად :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x