ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პიკე დარწმუნებულია საკუთარი გუნდის გამარჯვებაში

ჟერარ პიკე დარწმუნებულია, რომ მისი კლუბი მოახერხებს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იუვეს დამარცხებას და ეგრეთ წოდებული “ტრებლის” გაფორმებას:“არ ვიცი როგორ გადანაწილდა შანსები, მაგრამ ჩვენი გუნდის დღევანდელი ფორმის გათვალისწინებით დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვება ბარსას დარჩება. იუვენტუსი ძლიერი მეტოქეა და მიუხედავად იმისა, რომ ფავორიტებად ჩემს გუნდს მიიჩნევენ ფაქტია, რომ უსაზღვროდ გაგვიჭირდება. თუმცა, ამ სირთულეს მაღლა აწეული თავით უნდა შევხვდეთ.. ზუსტად ისე როგორც მთელი სეზონის მანძილზე ვაკეთებდით. იტალიელები შეტევაში ტევესის იმედად იქნებიან, რომელსაც ჯერ კიდევ იუნაიტედიდან ვიცნობ. აპლოდისმენტებს იმსახურებს მორატას ასპარეზობაც, რომელმაც რეალთან შეხვედრაში შთამბეჭდავი მატჩი გამართა. ნახევარდაცვაში კი ისეთი მოთამაშეებით იწონებენ თავს როგორებიც არიან პოგბა, მარკიზიო და პირლო. დაცვის ხაზზე აღარაფერს ვიტყვი, იტალიელები ამ მხრივ ყოველთვის გამორჩეულნი იყვნენ. ნიშნავს თუ არა ბევრს მორატასთვის ბარსას დამარცხება? ლიგის ფინალში მიღწეული გამარჯვება ნებისმიერ შედეგზე ზემოთ არის. სიმართლე გითხრათ თავად რეალთან მსურდა თამაში. ეს იქნებოდა ჩვენი მორიგი დუელი. იმედი მაქვს მომავალში მომეცემა ამის საშუალება”.

წყარო: Football-Espana

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

ეს თუ არ ახოხოს ტევესმა მე ვიყო ბარტრა

lasha naxucrishvili
9 years ago

ეს არ იყო რო იძახდა ბავარიასთან 4 0 ამოქაჩვა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლიაო და მეორე მატჩში ავტოგოლი ათხრევინა ბავარიამ.ეს და ნეიმარი ყველაზე პიჟონი ფეხბურთელებია ბარსელონაში

Kva Shi
9 years ago

აუ როგორ არ მევასები შე პიჟონო შენა, მოიცა იტანტალოს მარატამ შენთან და მერე ნახავ შავ დღეს, ოხ როგორ არ მევასება ეს ცენზურა ესაა

forza bianconeri
9 years ago

არამგონია ტევესის შეჩერება ადვილი საქმე იყოს ამისთვის

lasha lasha
9 years ago

შენ ბიჭო შაკირაში შეგიძლია იყო დარწმუნებული და იუვეს დამარცხებაში არა მესის ინიესტას და შენ ყბა მწვრთნელს მაინც მოუსმინე და ბევრს ნუ ბლატაობ თორემ ამოგდებს ალვარო ლაგამს და გაგაჭენებს ბერლინში :lool: :modee: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x