ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტარდელი: ” არ ვარ დარწმუნებული საერთოდ შეიძლება თუ არა “ბარსელონას” გაჩერება “

მარკო ტარდელი თავის ყოფილ გუნდს ტურინის “იუვენტუსს” აქებს, თუმცა იქვე იმასაც დასძენს, რომ იტალიელებს “ბარსელონას” დამარცხებისათვის სასწაული დასჭირდება. შეგახსენებთ, ტარდელიმ “ბიანკონერის” მაისურით 10 წელი გაატარა, ის იყო ეიზელის ტრაგედიის ნაწილიც და ჟურნალისტებთან საუბარში ამ ტრაგიკულ ეპიზოდსაც იხსენებს…

” მომწონს მათი შემართება. არასდროს ნებდებიან, “კოპა იტალიას” ფინალში ბოლო წამამდე იბრძოლეს. “იუვე” დაბრუნდა იქ, სადაც მისი ადგილია კიდევ ერთ ანიელისთან ერთად პრეზიდენტის პოსტზე. ნელ-ნელა ტურინელები დიდების დღეებს იბრუნებენ, თუმცა “ბარსელონას”, “ბაიერნის” და “რეალის” საერთაშორისო დონემდე ჯერაც შორია. ჯერ კიდევ არ არის “იუვე” საუკეთესო, თუმცა არც აქამდეა ბევრი დარჩენილი. როგორ უნდა შეაჩერონ მესი? მე იმავეს გავაკეთებდი, რაც მარადონას წინააღმდეგ გავაკეთე [გულისხმობს ხისტ თამაშს], მაგრამ დღევანდელ ფეხბურთში ასე ვერ მოიქცევი. არ ვიცი რა უნდა მოიმოქმედონ. ეს ერთი მატჩია, შესაძლებლობა მაინც არსებობს. ჟოზე მაურინიომ 2010 წლის “ბარსელონას” მოუძებნა გასაღები, მაგრამ ის “ბარსა” სხვა იყო, ახლა კი სხვა გუნდია. არ ვარ დარწმუნებული, არსებობს თუ არა რაიმე გზა “ბარსელონას” შეჩერებისთვის, ალბათ “იუვეს” სასწაული დასჭირდება. ”

ტარდელი იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც 1985 წელს პირველი ევროპის თასი მოიპოვა, მაგრამ ეს დღე არავის ახსენდება კარგად. მაშინ  სტადიონზე მომხდარი უბედურების გამო ბრიუსელში 39 ადამიანი დაიღუპა: “ამ წამებს ყოველთვის განვიცდი, ეს გრძნობა არასოდეს გტოვებს, სულ შენთანაა და შიგადაშიგ გახსენებს ხოლმე თავს. ბრიუსელის ფინალში გამარჯვებული არავინ ყოფილა, იქ მოპოვებულ მედალს წარმატებად არ ვითვლი. ”

” ერთი მამისა და მისი 12 წლის შვილის გასახდელის გვირაბში შეყვანა მოვახერხეთ, ბიჭი ტიროდა და ძალიან შეშინებული იყო. პოლიციამ Z სექტორის საბოლოოდ დახურვამდე ცოტა ხნით გააღო კარიბჭე და სტადიონზე გადმორბენა სწორედ მაშინ მოასწრეს. მამა შოკში იყო, მაგრამ შვილის გადარჩენა უნდოდა და მთელი ხმით ყვიროდა. მეც იქ ვიდექი რამდენიმე ფეხბურთელთან ერთად, იქვე იდგნენ პოლიციელებიც და ვთხოვეთ მიეცათ გამოსვლის საშუალება. ეს ბუნებრივად მოხდა, მეც მამა ვარ. ჩემი ქალიშვილი 8 წლის იქნებოდა მაშინ. ამ სტადიონს ასეთი მოვლენისთვის არ უნდა ემასპინძლა, ეს შეცდომა იყო, შეცდომა დაუშვეს ბელგიელებმაც, როცა ინგლისელი ჰულიგანები ასე ახლოს განათავსეს Z სექტორში იტალიელებთან. შეცდომა დაუშვა უეფამაც, როცა თამაში არ გააუქმა. მახსოვს, როგორ გამოვდიოდი გასახდელიდან კურვაზე ფანებთან სასაუბროდ. პოლიცია სტადიონის გადაჭრის და ტრიბუნასთან მირბენის საშუალებას არ მაძლევდა. კარიბჭე უნდა გაეხსნათ, ფანები მგლის ხახაში დატოვეს. ის თამაში პენალტით მოვიგეთ, მაგრამ თამაშის წესები მოედნის ფარგლებს გარეთ დაირღვა. “ლივერპულის” ფანებს შეეძლოთ ეს გაეპროტესტებინათ, მაგრამ ამის გაკეთება აზრად არავის მოსვლია. ყველა შოკში იყო. ” -იხსენებს ტარდელი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giampiero Boniperti
9 years ago

კიელინის ტრამვაზე წერენ დღეს ვარჯიში გააცდინა თურმე იმედია სერიოზული არაფერია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x