კიელინი 99%-ით გამოტოვებს ფინალს..
Tuttojuve რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ჯორჯო კიელინი 99 %-ით გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს. გასათვალისწინებელია ბარძალის მდგომარეობაც, რომელმაც მართალია გუშინ სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა არავინ იცის რამდენად არის მზად ანდრეა 90 წუთისთვის. ექიმები მაქსიმალურად ეცდებიან ჯორჯოს გამოჯანმრთელებას თუმცა თუ გავითვალისწინებთ რაოდენ ცოტა დრო რჩება ფინალამდე შანსი ფაქტიურად 0-ს უტოლდება. ღიად რჩება კითხვა თუ ვინ იასპარეზებს ბონუჩისთან ერთად დაცვის ცენტრში.. ბარძალი მწვრთნელისთვის ნომერ პირველი არჩევანია და უკვე მის შემდეგ რიგში ანჟელო ოგბონა დგას..
ეე ცუდია რაა როცა 3-5-2 ზე გადავდივართ ხოლმე და ბარძალი გამოდის იმენა შეუვალი დაცვა ხდება თორე საერთო ჯამში ბარძალი ბევრად სტაბილურია ვიდრე ჯორჯო
სწრაფებთან უჭირს ჯორჯოს, ბარძალი ფეხუთ უკეთ თამაშობს და იმედია სეზონის თამაშს ჩაატარებს
ე ეს გვინდოდა ეხლა მაგრად გამიტყდა
დიდი დანაკლისია, მაგრამ ჩვენს ის გუნდი ვართ რომელსაც მსოფლიო ჩემპიონი ყავს დაცვაში. ანდრეა დიდებული მცველია, ცივსისხლიანი და მეიმედება. ეგ არაფერი. FORZA JUVE

როგორ ვთქვა, მაგრამ ბარცალის უფრო მეიმედება და შეიძლება ეს სამწუხარო ფაქტი წაგვადგეს კიდეც.
ჯორჯო ხასიათის ფეხბურთელია უფრო, თუ წაუვიდა თამაში გაუვალია, ეს კი არც ისე ხშირი მომენტია.. თან სწრაფ ფეხბურთელებთან კონცენტრაციას კარგავს.
ველოდებით ფინალს!!!!
paolo rosi
კონტეს დროს უფრო ჩამოყრიდნენ ყურებს )) რატომღაც ეგრე მგონია ) ის წუწუნებდა სულ 10 ევროზე და რესტორანში ვერ წასვლაზე )) წარმოიდგინე ასეთი თამაშის წინ რომ წამყვანი ცენტრ ბექი დაეკარგა რას იტირებდა ))
ალეგრიმ ისე მოქოქა და თვითონ ფეხბურთელებიც ისე არიან დამუხტულნი და რაღაცნაირად დასტოინად, რომ მეეჭვება ვინმემ ან რამემ შეაჩეროს :) კიელინი დაგვეხმარა ამდენი ხანია და მადლობა მას, ხოდა ეხლა ბარძალის დროა სეზონის უმნიშვნელოვანეს წამს კედელივით დაგვიდგეს :) ბარძო რაც არ უნდა იყოს იტალიაში დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ჩუვაკია და საერთოდაც ბუფონმა სწორი შეფასება მისცა :) 3-4 საუკეთესი ცენტრ ბექში შემყვასო :) ამით ყველაფერი ნათქვამია ალბათ
კიი მართალია დღეს ბარძალის ნაირი მცველები თითზე ჩამოსათვლელია მაგრამ ბევრი გაუცდა და თან ცენტრში კიელი-ბონუჩი ტყუპებივით იყვნენ უკვე ისე შეთამაშდნენ და ბარსას ტრიოს წინააღმდეგ მაგათი იმედი მქონდა ყველაზე მეტად თან კიელინი იმენნა მეომარია დუხზე მოყავს მთელი გუნდი და ქოქავს ვნახოთ მართლა გმირობა იქნება კიელინის გარეშე ფინალის მოგება
მე ოგბონაც ძაან მომწონს და მომენტებში კიელინიზე უკეთესიცაა მაგრამ ჯორჯო სულ სხვაა ჯერ რეალთან თავგატეხილი რო დარბოდა და პენალდოს და კომპანიას რო ატერორებდა ეგ რად ღირს
მოკლედ იმედია საფეხბურთო ღმერთი ცოტათი მაინც დაგვეხმარება იღბალი არ გვაწყენდა ნამდვილად ცოტა

ოგბონამ უნდა ითამაშოს, კიელინს ყველაზე მეტად მაგი გავს სათამაშო სტილით, ცოტა ბროლისუნარიანობა აკლია მარა ფინალში გაგიჟდება ისე ითამაშებს
არ ჩაურტყიათ .. კუნთის ტრავმა აქვს.. ვარჯიშზე იგრძნო ტკივილი და ვადაზე ადრე დაამთავრა.
არა რა ტყუილი მგონია, ესე ავრცელებენ ხოლმე ყოველი ფინალის წინ ტრამვიანობებს კლუბები. აუ ამის ტრამვა არაფრით არ გვაწყობს ეხლა, თან გუნდიც აირევა ვინ ჩაარტყა ასეთი ტოო
ყველაზე განწირული როცა არის იუვენტუსი მაშინ ხდება საოცრება :) როცა არავინ ელოდება ჩვენგან ამას :) კიელინის ტრავმამ შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს მოტივაციის კუთხით
კიი რაღაცაში მართალი ხარ ჩემო დათო მაგრამ ისეთ გუნდებთან როგორიც დღევანდელი ბარსაა ეგ ნაკლებად ჭრის მართლა საოცრება უნდა მოხდეს და საოცრად უნდა ითამაშოს ყველამ.ღმერთმა ქნას მაგრამ ეს უდიდესი დანაკლისია და შეიძლება პირიქით ცუდადაც იმოქმედოს ანუ ყურები ჩამოყარონ
ამის დედაც რა რა უიღბლობაა
ეხლა მართლა სასაწაულის იმედად უნდა ვიყოთ რა