ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

22 მილიონი ევრო ვიტსელის სანაცვლოდ

მაშინ როდესაც საფეხბურთო საზოგადოება ჩემპიონთა ლიგის ფინალს ელოდება, ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი აქტიურად მუშაობენ სატრანსფერო ბაზარზე. გამომდინარე იქიდან, რომ ანდრეა პირლოს გარშემო სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება, ბიანკონერი კიდევ ერთი ნახევარმცველის მოყვანით არის დაინტერესებული. მასმედიაში სულ უფრო აქტიური ხდება მაესტროს და ამერიკული საფეხბურთო ლიგის დაკავშირება ნიუ იორკის კლუბთან და მაროტა საპასუხოდ აქსელ ვიტსელის ტრანსფერზე იწყებს მუშაობას. სხვათაშორის ალეგრის ძალზედ ესიმპატიურება მისი მახასიათებლები. შესაძლო ტრანსფერი თავად ბელგიელმაც დაადასტურა ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში. იტალიელები მზად არიან რუსებს 22 მილიონი ევრო გადაუხადონ. ზენიტი ჯერჯერობით დუმს და ნაკლებად სურს შუახაზელთან განშორება, თუმცა ვიტსელის ბოლო ინტერვიუმ შესაძლოა მათ გადაწყვეტილებაზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინოს. მის გარდა ევროპული პრესა ტურინს ბენატიასაც უკავშირებს, მაგრამ გერმანული მხარე კატეგორიულად გამორიცხავს ცენტრალური მცველის ტრანსფერს რომელიმე კლუბში. აი გონსალო იგუაინის საკითხი კი მას შემდეგ რაც თავდამსხმელს დებოში მოუწყვეს ნეაპოლიტანელებმა ღიად რჩება.. გონსალო თანამემამულე ტევესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული..

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
soni 10
9 years ago

Karoche ra adre kide xo mara exla roca magal donezea gundi da kargi da motxovnadi pegburtelebi yavt da pulic ishoves da tu mainc gayides pegbuttelebi da sashualo donis pegburtelebi moiyvanes amati pulis xami …………..

falconGE
9 years ago

ამის მოსვლა 80% – ით ნიშნავს ვიდალი-პოგბა ამათგან ერთერთის წასვლას. ეს იმის გათვალისწინებით რომ ხედირა მოსულია ფაქტიურად.

მორატა ამ დონეზეც რომ დარჩეს რომელზეც ახლაა რეალი აუცილებლად დაიბრუნებს და თვითონაც არაა წინააღმდეგი. აქ არ იდება წაიკითხეთ მისი ინტერვიუები.

ამიტომ არ შეიძლება მხოლოდ ის გვყავდეს მთავარ ცენტრ ფორვარდად, არ იცი რეალურად როდის წავა.

Kva Shi
9 years ago

არა წელს ტევესი არ მიდის, ხოლო მომავალ წელს დიბალა შეეჩვევა გუნდ სდა ის იქნება მთავარი დარმტყმელი ზალა რამოდენიმე წელი, და მასთან ერთად მინდა ბერარდიც რომ გახდეს, 10 ბერარდის ჩავაცმევ სიამოვნებიით. იგუაინი ღმერთმა ნუ მანახა ტურინშიი

giorgi nefaridz
9 years ago

კარგი ვთქვათ ტევესი წავიდა, იგუაინი ტევესის ადგილზე ითამაშებს???// არ გვინდა ეგ ყლიპარტა ისევ ზაზა დიბალას მიეცეს შანსი მაგის მოთრევას

lasha lasha
9 years ago

იგუაინი არ მოიყვანოთ რა :blin: ვერ ვიტან მაგ ფეხბურთელს ჯერ ერთი მაგარი კვერცხი თავდამსხმელია და მეორეც პრატივნი ტიპია.ვან პერსი მოიყვანეთ თუ მაინცდამაინც თავდამსხმელი დაგვჭირდება 45 წლის ვან პერსი მირჩევნია დღევანდელ იგუაინს :no

Kva Shi
9 years ago

მოვიგოთ ლიგა და წავიდეს პირლო არ ვარ წინააღმდეგი, ოდესრაც ხომ უნდა წავიდეს და ბარემ გამარჯვებული წავიდეს ტო. აუ როდის მოვა შააბათიიიიი

giorgi nefaridz
9 years ago

ეს თU მოდის ე.ი ყიდიან რომელიმე ნახევარმცველს, პოგბა ვიდა;ლი მარკეზე სტურარო პერეირა პადოინი ხედირა ასამოა მარონე პირლო ამდენი ნახევარმცველი გვყავს სავარაუდოდ წავა რამდენიმე

barona
9 years ago

პირლო წავა..პოგბაც არ მგონია წავიდეს,მითუმეტეს ვიდალი,კონდოგბიაზეა ბაზარი 25შეთავაზებააქვს ინტერს და მონაკო 30-35 უნდა…30მილიონი კი გირს ეგ ბიჭი თუ ვიდალი წავიდა რასაც ტქვენ ამბობთ რაც გამორიცხული მგონია კონდოგბია აუცილებლად მოსაყვანია

Di Francesco # 1
9 years ago

ვიდალი რეალს უნდა და არ გამოვრიცხავ რო წავიდეს

ALLENATORE
9 years ago

პირლო წავა თუ ლიგა მოვიგეთ ) ვიდალი კიდე ეჭვიც არ მეპარება რო არსენალისააა )) მარტო მაგას წერენ ინგლიშში ) და აგენტიც უკვე შეხვდა ვენგერს )

Di Francesco # 1
9 years ago

ვიდალი ან პირლო წავა, პირლო ლიგის მოგების შემთხვევაში და ვიდალი ვერ მოგების შემთხვევაში

irakli28
9 years ago

აუ ოღონდ იგუაინი არ დამანახოთ ვინც გინდა ის მოიყვანეთ

lasha naxucrishvili
9 years ago

დათკა მართალია მგონი პირლო წავა თუ მოვიგეთ ლიგა :(

lexo doreuli
9 years ago

უეჭველი ვინმე მიდის გუნდიდან და იმედია პოგბა არა. აბა, ხედირას დამატების და სტურაროს ათამაშების მერე რა საჭიროა ვიტსელი

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x