ბონუჩი:”ბარძალი საუკეთესოა”
ინტენსიური დღე იყო.. ბერლინში ჩაფრენის შემდეგ ფეხბურთელებმა ფაქტიურად ყოველგვარი შესვენების შემდეგ ოლიმპიაშტადიონს მიაშურეს და ვარჯიში გამართეს. რის შემდეგაც პრესის წინაშე ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე მასიმილიანო ალეგრი, ჯანლუიჯი ბუფონი და ლეონარდო ბონუჩი წარსდგნენ.. თავდაპირველად იტალიელი ცენტრალური მცველის კომენტარს შემოგთავაზებთ, რომელიც შეეხო კიელინის, ბარძალის და მოახლოებულ დაპირისპირებას..
“გულშემატკივრების და მასმედიის წარმომადგენლების მხრინდან საკმაოდ კარგი დახასიათება მივიღე და იმედი მაქვს ხვალეც გავუმართლებ იმედებს. ფაქტია, წლევანდელ სეზონში დიდი პროგრესი განვიცადე და მზად ვარ ფინალურ დაპირისპირებაშიც დავამტკიცო ეს სასიამოვნო მიღწევა”.
“მიმდინარე სეზონი არცთუ იღბლიანი ყოფილა ბარძალისთვის, რომელსაც დიდი პერიოდი ტრავმის გამო გაუცდა. მიუხედავად ამისა, ეს მის სათამაშო კლასში ეჭვის შეტანას არ ნიშნავს. იგი მსოფლიო ჩემპიონი და საკუთარი პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ძლიერია როგორც პოზიციურ ისე ინდივიდუალურ თამაშში.
ჯორჯოს ტრავმა რა თქმა უნდა დასანანია, მაგრამ იტალიელებს სირთულეების გადალახვა პირველად არ გვიწევს. მძიმე მომენტში ჩვენ მაინც ვნახულობთ საჭირო ძალებს და ყველაფერს ვიღებთ წარმატებისთვის. ეს მენტალურია და ამას ვერავინ წაგვართმევს.
გვსურს წარმატება მისთვის და საერთოდ “იუვენტუსი”-სთვის მივაღწიოთ”.
ერთი ადამიანი ვინც უკმაყოფილო დარჩა ბონუჩის ფინალში ასპარეზობით იყო მისი შვილი..
“ლორენცომ მკითხა თუ სად მივემგზავრებოდი. ვუპასუხე, რომ ბერლინში და მის სახეზე აშკარად უკმაყოფილება დავინახე. მამა, არადა მე სანაპიროზე მინდოდა გასეირნება. დავპირდი, რომ კვირას დედამისთან ერთად აუცილებლად გავისეირნებდით”.
წყარო: TuttoSport
თასი აიღეთ ლეო და ძველ თბილისში გაისეირნებთ შენ და ლორენცო, შენი გოლი სასწაულად გამისწორდება <3
ჯერ თასი წამოიღე ბერლინიდან ბონუჩი და მერე თუ გინდა სექტემბრამდე ისეირნეთ სანაპიროზე შენ და შენმა ლორენცომ
მიდი ლეო კედელი აღმართეთ გაუვალი 
მაგარი კაცია ბონუ