ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი:”ერთიანი ძალებით ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას”

ჯორჯო კიელინის ტრავმამ ბუნებრივია ბევრს დაწყვიტა გული. თავად ფეხბურთელმა კი ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ მომენტალურად იგრძნო დაზიანების სერიოზულობა:“თუმცა, სარეაბილიტაციო პერიოდის დაჩქარების იმედი მქონდა, რისი პრაქტიკაც უკვე იყო ჩვენთან. სამწუხაროდ ეს შემთხვევა არ აღმოჩნდა ასეთი და ფინალის გამოტოვება მომიწია. დასანანია, რადგან ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ეს არის ოცნება.. მიუხედავად ამისა არ ღირს თემაზე ფოკუსირება. იუვეში ფანტასტიური ფეხბურთელები არიან თავმოყრილნი, რომლებსაც არ აშინებთ სირთულეები. გვაქვს ოცნება და მისთვის მაქსიმუმს გავიღებთ. გვწამს, რომ ერთიანი ძალებით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. ხვალ, მეგობრებთან ერთად ვიქნები, რომლებიც ოცნების ახდენას შეეცდებიან! გამარჯვება არ არის მნიშვნელოვანი, ის არის ერთადერთი რასაც აქვს მნიშვნელობა! Fino Alla Fine !!!”.

როგორ აპირებთ ბარსას შეჩერებას?

“მატჩისთვის ზუსტად ისე ვემზადებით, როგორც რეალთან დაპირისპირების წინ. რაც არ უნდა იყოს მესი, ნეიმარი და სუარესი ხომ არ არის მთელი ბარსა? მათ რიგებში უამრავი კარგი ფეხბურთელია, რომლებიც იდეალურ ატმოსფეროს უქმნიან თავდამსხმელებს. თუმცა, საკუთარი ძალის გათვალისწინებით ვფიქრობ, შეგვიძლია მათი შეჩერება. არანაირი პერსონალური მეურვე არ ეყოლება არც ნეიმარს, არც მესის და არც სუარეს. ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება გუნდური ასპარეზობაა”.

იუვე აუტსაიდერი.. შენი აზრით ეს ხელსაყრელი პოზიციაა გუნდისთვის?

“ვფიქრობ, ფინალში ფავორიტი და აუტსაიდერი გადაღეჭილი თემაა. როდესაც გუნდზე დიდი წნეხია, მან უნდა განაგრძოს სწრაფვა გამარჯვებისკენ. ასე რომ ჩვენ მძიმე დაპირისპირება გველის, სადაც ყურადღება თითოეულ დეტალს უნდა მივაქციოთ”.

როგორ იქცევიან ასეთ ძლიერ მეტოქესთან იტალიელები? საკუთარი ტაქტიკური ჩანაფიქრებით და გეგმებით?

“საერთოდ ასეთი ვართ იტალიელები. ისტორიამ და კულტურამ ამაზე დიდი ზეგავლენა იქონია. უკანასკნელ წლებში ჩვენ ვერ ვაჩვენებდით საკუთარ შესაძლებლობებს. თუმცა, წლევანდელ სეზონში სრულად შეგვიძლია იტალიური ფეხბურთის ძალის დემონსტრირება. მას შეუძლია ტოლსწორად იასპარეზოს წამყვანი ევროპული ჩემპიონატების წინააღმდეგ”.

ჯგუფურ ეტაპზე განცდილი ორი მარცხის შემდეგ იფიქრებდით, რომ საბოლოო ჯამში ფინალში შეძლებდით ასპარეზობას?

“ასეთ დროს პირველ რიგში ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრობ. სრულებით სხვა ეპიზოდებია. ჯგუფური ეტაპი სულ სხვა რამეა, ხოლო პლეი-ოფი მეტად განსხვავებული ტურნირია. ოლიმპიური სისტემით ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

როგორ აღწერდი დღევანდელ “იუვენტუსს”?

“ვფიქრობ, ჩვენი გუნდის დამარცხება საკმაოდ რთულია. ძლიერი კოლექტივი სულ გვყავდა, მაგრამ წლევანდელმა განიცადა არნახული პროგრესი. ფაქტია, რომ გასულ წლებში ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე არ გამოგვდიოდა წარმატებული ასპარეზობა.. წელსაც მძიმედ დაიწყო სეზონი, მაგრამ არ დავნებდით და საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. თამაშიდან თამაშამდე ვიხვეწებოდით და ბუნებრივია ეს მოიტანდა დადებით შედეგს”.

წყარო: football-italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x