მორატა:”ჩვენ არ გვაშინებს მათი ფავორიტობის სტატუსი”
“განსაკუთრებულ მოტივაციას მძენს ის ფაქტი, რომ ფინალში ბარსელონას წინააღმდეგ მიწევს ასპარეზობა. გამომდინარე იქიდან, რომ წლების მანძილზე რეალის ღირსებას ვიცავდი ჩემთვის ამას გამორჩეული ხიბლი აქვს. ბუნებრივია მათი დამარცხება და გოლის გატანა იქნება ენით აუღწერელი სიამოვნება. ბარსელონა ფავორიტია და ჯერ მარტო იმიტომ, რომ შემადგენლობაში მესი ჰყავთ, მაგრამ არც ნახევარფინალში გვყავდა ნაკლები მეტოქე კრისტიანო რონალდოს და კომპაანის სახით. თითოეული ჩვენთაგანი უსაზღვროდ არის მოტივირებული და ვეცდებით საუკეთესო თამაშის ჩვენება. ჩემპიონთა ლიგის მოგონება მთავარი ოცნებაა და მიხარია, რომ აქ უკვე ზედიზედ მეორედ ვიმყოფები, მას შემდეგ რაც შარშან ანჩელოტისთან ერთად ვიზეიმა წარმატება. ისტორიაში შესვლა გვწადია და ეს გამარჯვების შემთხვევაში შესაძლებელი, ამიტომაც არ ვაპირებთ უკან დახევას”– განაცხადა ბიანკონერის ესპანელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ.
წყარო: tuttosport
LASHAJUVENTINO says:
ის თამაში მეც მახსოვს, ისე ჯგუფში რაღაცნაირი კლუბები გვხვდებოდნენ რა, ვერდერი, ნანსი, და ისეთ თამაშს თამაშობდნენ რომ რავი რაა
ერთხელ ვჭამე რაღაც გასაოცარი ნერვიულობა ვერდერთან კინაღამ რო გავარდით ბურთი რო გაუვარდა მეკარეს და ემერსონმა რო შეუგდი რავი კიდევ ბევრი თამაში იყო მაგრამ მაგ თამაში რო გადავრჩით თავი სიზმარში მეგონა
ზუსტად მეც მასე, 1994 წლის ფინალის მერე ვბალეშიკობ იუვეს, როგორც კი გავიგე ბაჯო სად თამაშობდა იმ გუნდის თამაშის ყურება დავიწყე. ოხ რამდენი მიწვალია იუვეს თამაში რომ მენახა. ეხა რომ უყურებენ ბავშვები ეგრე სად მქონდა ეგ ბედნიერებააა, ვაი რა დრო იყოო. მარა იუვემ მართლა გაუძლო ყველაფერს.
კაია ამდენი ხნის გულშემატკივარი რომ ხართ იუვესი.
თქვენ ბიჭებო კეფაზე ხალი ხომ არ გაქვთ?
1994-დან ვგულშემატკივრობ იტალიას მეც, თვალწინ მიდგას ბაჯოს აცილებული პენალტი … ვტიროდი… იუვეს და დელპიეროს კი დორტმუნდთან წაგებული 3-1 მერე ვქომაგობ… დელპიეროს ჯადო გოლის მერე

94 წლიდან ვუყრებ ფეხბურთს :) იუვეს კი 95-იდან :) ფინალი აიაქსთან
დათო ჯიშკარიანი says:
დავით რამდენი ხანია იუვეს გულშემატკივროობ?
რა საათი უნდა გადაწიო ვკანკალებ ისე ვნერვიულობ ))
სიმართლე გითხრათ მე იმას ვფიქრობ ჩამოვლენ თუ არა თბილისში ) აი ეს მომენტი მაკანკალებს :) ახლოდან რომ ვნახავ ჩემს კუმირებს :) ვისსზეც ლამის მთელი ცხოვრებაა სტატიებს ვამზადებ, მათ ინტერვიუებს :) ვერ აგიღწერთ ჩემთვის ეს რას ნიშნავს :)
კაროჩე საათი უნდა გადავწიოთ თორე აღარ მოდის შაბათი
აუ კიდევ 3 წელი ტოო, ისე ინგლიის ავახევდეთ ეგ უფრო მირჩევნია ვიდრე გერმანელებს. არ მევასებიან ფულით გაძეძგილი კლუბები, ოხ რა თამაშები იქნება ინგლისში 3 გუნდი რო იქნება გამსვლელი ლიგაზეეე
Kva Shi
2018 წლამდე არავის არაფერს არ ახევენ ) იქნება ისე როგორც არის ))
კუთხურები არ უნდა ვანიავოთ უაზროდ
და რა მაინტერესებს, როგორც წავიკითხე იუვემ თუ ეს ფინალი მოიგო იტალიას მე-4 ადგილს უბრუნებენ, და ინგლისს ახევენ მე-4 ადგილს, ინგლიის შემდეგ წლებში 3 გუნდი ეყოლება
თუ წავაგეთ (ღმერთმა არ ქნას!) ნახეთ რა ამბავი დატრიალდება ხო ბლატაობდით ისაო ესაო სინამდვილეში ყველა კარგად ვხედავთ რომელი გუნდის ფანები ბაქიბუქობენ:| მართალი ხარ მორატ პიჟონთა ბანდის რატო უნდა გვეშინოდეს.
ლამაზ ფეხბურთს უგულშემატკივრებო თქვა და ეხა ყველამ იცის რომ ბარსა თამაშობს ლამაზ ფეხბურთს, ნუ ვისთვის როგორ მაგრამ ეს ესეა. ბოლოს კი ეს თქვა.
არა, აბსოლუტურად. ინტერისტას “იუვენტუსის” გამარჯვება არასდროს გაახარებს. ოხ მე მაგის
ტრებლი კარგი იქნებოდაო ))
მამენტ ვერც იტყოდა სხვა რამეს.. ინტერში ყომარობდა ))
იტალიის სახელით მაინც ეთქვა რომ იუვეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნის პრესტიჯის ამბავიაო მაგრამ მაგას სულ კიდია იტალია, ჩვენ რომ ვგულშემატკივრობთ იტალიას ისე არ ქომაგობს ეს პინგვინი ესა
მატერაციმ ფინალში ნეიტრალური ვიქნებიო მარა ბუფონი იმსახურებს ჩემპიონობასო
მატერაცის კომენტარი წაიკითხეთ ბიჭებოო? ტიპმა თქვა ინტერისტა არასოდეს არ უქომაგებსო იუვენტუს, მე მაგის მანძუკიჩი პატრონი…. ჩვენი შედეგი არ მინდა გაიმეოროსო რაც 2010 წელს გავაკეთეთო! ოხ შენი როდის იქნებით ერთი ფორმაში და 5-0 რო მოვიგებთ მაშინ გავსწორდებით…..! ოხ ეს ვირთხები ესენიიი