ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

“ვინ შეაჩერებს მესის, სუარეს და ნეიმარს”- ეს კითხვა ბოლო პერიოდში ხშირად დაუსვეს მასიმილიანო ალეგრის. მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესსკონფერენციაზე საკუთარი გუნდის შანსებზე ისაუბრა:

“ვფიქრობ, ამ მატჩში თერმომეტრის როლში ჩვენი 4 ნახევარმცველი მოგვევლინება. გუნდმა ნაყოფიერად იმუშავა ბოლო დღეების მანძილზე და მზად არის, როგორც ფიზიკურად ასევე მორალურადაც. დასანანია რა თქმა უნდა კიელინის დაშავება და თან მაშინ როდესაც ასეთი კარგი სეზონი ჰქონდა გუნდთთან ერთად ყველა ტუნირზე. საბედნიეროდ ჩემს განკარგულებაში არიან ბარძალი და ოგბონა. თუ, ანდრეას ჯანმრთელობის მდგომარეობა იქნება იდეალური და ეს ასეც ჩანს, მაშინ სწორედ იგი დაიწყებს მატჩს სასტარტო შემადგენლობაში”.

“სეზონის სტარტზე გვქონდა მყარი მიზანი შევსულიყავით რვა საუკეთესო ევროპულ კლუბს შორის. ეხლა კი შევეცდებით მოვიპოვოთ პირველობა. ვფიქრობ, არ უნდა ვიმტვრევდეთ თავზე იმაზე თუ როგორ უნდა შევაჩეროთ ბარსელონა, რადგან მეეჭვება ეს შეხვედრა 0-0 დასრულდეს. ბარსა არის გუნდი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს შემტევ მანევრირებებს, მაგრამ როგორც ყველას მასაც აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ არცერთი წამით.. ასევე არ იქნება ურიგო თუ იღბალი ჩვენს მხარეს იქნება. ლუის ენრიკე? ხვალ რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს მატჩი ერთ-ერთი კლუბი სამივე ტიტულის მფლობელი გახდება. ეს კი ბევრ რამეზე მეტყველებს. ჯერ კიდევ რომაში მუშაობისას იგრძნობოდა, რაოდენ საინტერესო იდეებით იყო დახუნძლული”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

17 thoughts on “ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

  1. ნუ დავემსგავსებით რა რეალის გულშემატკივრებს! ბარსა რომ ძაან ძლიერია მაგას რათ უნდა ბჭობა? ნეიმარი კი სიმულიანტი ლაწირაკია, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა სუარესთან ერთად. მესიზე საუბარი აღარ მაქვს. მაგრამ არ ჩვენ გავსულვართ დაუმსახურებლად ფინალში!!! იმედია ღირსეული გაიმარჯვებს, რაც არ უნდა იყოს ორივე გუნდი ტრებლისთვის იბრძვის…

    1. დგეს ისეთი მსაჯია რო სიმულიანტობას არავის არ აპატიებს ჩაქირი ტურქი ტანაც თუ დააკვირდებით ყოველტვის მარცხდება ზლიერი გუნდი როცა ეს მსაჯობს

  2. ალეგრი მაგარი კაცია, ხვალე უნდა მოვუგოტ ბარსას, კონტესავით დაცვაში მაინც არ ათამაშებს, გაფარჩაკებული მილანიტ მოუგო ბარსას

  3. კარგი ტაქტიკოსია მართლა და იმედი მაქვს რომ იუვეს ფეხზე დააყენებს, ნუ უკვე დაწყებულია და სედეგიც დადო და იმედია მრავალ გამარჯვებას მოუტანს იუვეს ეს მასკო : :lool:

  4. ისე ელ შაარავი ისე აათამაშა ამან სერიოზულ მაყუთს იხდიდნენ , კარგად იყენებს ახალგაზრდებს რაც ძალიან კარგია ჩვენთვის :forza:

  5. კაი რა მაქს რა იდეებით იყო დახუნძლული შენ თვითონაც იცი რა ტაკტიკოსიცაა ეგ ყბა მაგრამ ამ დიპლომატიას რა უთხრა ხომ არ იტყვი ასეთი სასტავით ბებიაჩემიც მაგარი მწვრთნელი გამოჩნდებოდაო :lool: :lool: :lool: მიდი მაქს დაგეშე ბიჭები დასაკარგი არაფერია ფინალშიც კი არ გველოდენ და აგერ სულ ახლოსაა ტრიუმფი ტაკტიკით რო გახევ ყბას მაგაში ეჭვი არ მეპარება აი იღბალი ცოტა მართლა დაგვჭირდება :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.