ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “ბერლინს თავაწეულები ვტოვებთ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ შესანიშნავი სეზონი შეაჯამა და განაცხადა, რომ მის გუნდს სიამაყის საბაბი აქვს : “ბერლინში ფინალის თამაში ჩვენი ოცნება იყო, რომელიც ავიხდინეთ, თუმცა სამწუხაროდ გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით.ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, შესანიშნავი სეზონი გამოვიდა.სწრაფად გაშვებულმა გოლმა ცუდად იმოქმედა ჩვენზე, თუმცა მეორე ტაიმში გათანაბრება მოვახერეთ, ვითამაშეთ ისე, როგორც ერთიანი კოლექტივი მოქმედებს.რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ, თითქმის პენალტი იყო პოგბაზე, თუმცა არ გაგვიმართლა.ვიცით, რომ ბარსელონა შესანიშნავი გუნდია, ფინალს თავაწეული ვტოვებთ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო.ბლაუგრანას ფეხბურთელების შეჩერება მთელი 90 წუთის მანძილზე ძალიან რთულია, განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაგვიჭირდა მათი კონტრშეტევების მოგერიება.თითქმის ნახევარი გუნდისთვის ეს პირველი ფინალი იყო კარიერაში, ასეთ მაღალ დონეზე, გოლის გატანაც შევძელით, ღირსეულად თამაშიც, მაგრამ ინიციატივა რომ აგვეღო და წინ გავსულიყავით, ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა.”

2003 წლის შემდეგ “იუვენტუსმა” პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაშინ ბებერ ქალბატონს “მილანმა” აჯობა, პენალტების სერიაში : “მასიმილიანო ალეგრი იყო პირველი, ვინც ჩვენი ირწმუნა, მას სჯეროდა რომ საუკეთესო ოთხეულში შესვლა შეგვეძლო.იყო იუვეს კოლექტივის წევრი ნიშნავს, იბრძოლო ბოლომდე და გუნდთან ერთად გაუმკლავდე სირთულეებს, ეს სისხლში გვაქვს.ვიცით, რომ ევროპაში საუკეთესო გუნდი არ ვართ, თუმცა ამ სტატუსის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ.ხვალინდელი დღიდან ახალი ეტაპი იწყება, უკვე ნაკრებზე მოგვიწევს ფიქრი, ხორვატიასთან რთული მატჩი გველის.თამაშობდა ფინალს ბერლინში, ანდრეა პირლოსთან ერთად, ანდრეს ინიესტასა და ხავი ერნანდესის წინააღმდეგ საოცნებოა.ბუნებრივია, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, თასი რომ აგვეღმართა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
d a v i d
9 years ago

გაუმარჯოს იუვენტინებო როგორ ხართ? კაი ხანი არ დამიწერია აქ და მოგვიანებით გილოცავთ სკუდეტოს, თასს და ლიგის ფინაში გასვალს, კი დავრაცხდით ფინალში მარა ღირსეული მარცხიც გამარჯვებაა უკვე :love: :love: :love:

lasha lasha
9 years ago
Reply to  d a v i d

მადლობა ჯიგარი ხარ :up: დინამო ბათუმი-პსვ მახსოვს მე და თან თამაშზეც ვიყავი ღმერთით მალე ბათუმს კაი გუნდი ყოლოდეს ფორცა იუვე ფორცა დინამო ბათუმი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

forza bianconeri
9 years ago

ძაან კარგი შედეგია ფინალი :forza: შეგვეძლო მოგებაც მარა ისტორიაში შევალთ როგორც ფინალის ღირსეული მონაწილე :forza: :love: :love:

lasha lasha
9 years ago

მაგარი ხარ და ყველა მაგრები ხართ გავა 5 და მეტი წელი ბევრი დაიწერება ამ ფინალზე და მთავარი აზრი ის იქნება ალბად რომ იუვე ფინალში ეთამაშა გუნდს რომელთანაც პრაქტიკულად ამ სეზონში მოგება შეუძლებელი იყო და ყველას უდიდესი უპირატესობით ამარცხებდა თუმცა იუვემ იმ მცირე რესურსით რაც გააჩნდა პრაქტიკულად გმირობის ტოლფასი საქმე გააკეთა და ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ფინალში არ ჩაჯდა ყრუ დაცვაში და რაღაც მომენტებში ბარსაზე უკეთესი თამაშიც აჩვენა.თავს ზემოთ ძალა არ არის ძლიერმა მოიგო მაგრამ ჩვენს ბიჭებს დიდი მადლობა ყველას თავდაუზოგავი ბრძოლისთვის :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

User234
9 years ago

გაუმარჯოს ბიჭებს. წავაგეთ ფინალი მარა რაც იყო იყო. გუნდმა მთლიანობაში კარგად ითამაშა და იბრძოლა. ჩვენი დროც მოვა

snuff-juve
9 years ago

რა პასი გააძრო ქუსლით ძაან მაგარია :love:

bua
bua
9 years ago

:forza: :forza: :juvee:

bua
bua
9 years ago

მარკიზა ნამდვილი იუვენტინოა გუშინ კიელინის ჟილკა გვაკლდა.

Di Francesco # 1
9 years ago

მარკიზიომ სადაც საჭირო იყო იქ დაანახა ყველას რო ევროპაში ერთერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია რაც ნახევარმცველს ევალება

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x