ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მასიმილიანო ალეგრის მატჩისშემდგომი ინტერვიუ

მასიმილიანო ალეგრის აზრით, მისი გუნდის წაგებაში დიდი წვლილი გამოუცდელობამ შეიტანა. “ბიანკონერებმა” რაკიტიჩის გოლი გაქვითეს, თუმცა ლუის სუარესმა კონტრშეტევაზე ისევ წინ გაიყვანა თავისი გუნდი…

” საოცარი სეზონი გვქონდა, ბრწყინვალე ფინალი და მატჩის საუკეთესო ეპიზოდში სულელური გოლი გავუშვით. გათანაბრების შანსი იყო, მაგრამ “ბარსელონას” სამი უძლიერესი ფორვარდი ყავს, ამიტომ შენი შანსები უნდა გამოიყენო. თავდაპირველად, საკუთარი თამაშის პოვნა გაგვიჭირდა, ვერ ვნახულობდით მათი ხაზების გარღვევის გზებს. რამდენიმე შანსი გვქონდა და საერთოდაც, კარგად ვითამაშეთ. ”

” ზოგიერთ ეპიზოდში, უკეთ შეგვეძლო თავის წარმოჩენა. ტექნიკური და პრაქტიკული თვალსაზრისით, ცუდად არ გამოვიყურებოდით. კარის ჩარჩოშიც ბევრი დარტყმა დაგვიგროვდა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, ბოლო-ბოლო, “ბარსელონას” წინააღმდეგ ვთამაშობდით. იმ მომენტში მეორე გოლისთვის გადავედით “ბარსელონას” ნახევარზე და კონტრშეტევაზე დაგვიჭირეს მეტოქეებმა. ვფიქრობ, ეს ზრდის პროცესის კიდევ ერთი ნაწილია, როცა ხედავ, რომ თამაში შენს ხელშია, უფრო მეტი სიფრთხილე გმართებს. მართლაც გასაოცარი იყო იმ სიტუაციაში და თამაშის იმ მიმდინარეობისას მეორე გოლის გაშვება.”

” შანსები გვქონდა, მაგრამ იღბალი ჩვენს მხარეს არ იყო, მხრიდან ასხლეტილი ბურთი ცოტათი გადაცდა ხარიხარ, პოგბასაც ერთ ეპიზოდში უხეშად აწვებოდნენ საჯარიმოში, ასე, რომ ჩვენი სათქმელი ჩვენც ვთქვით. ვფიქრობ, “სკუდეტოთი”, “კოპა იტალიითა” და “ჩემპიონთა ლიგის” ფინალით “იუვეს” ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა. ახლა ჩვენი მიზანია, გავამყაროთ პოზიციები ევროპის საუკეთესო რვა გუნდს შორის, ეს “სერია ა” -შიც დაგვეხმარება. მესამე გოლი მაშინ გავიდა, როცა თამაში პრაქტიკულად დასრულებული იყო. ”

” მინდა მივულოცო ჩემს ბიჭებს ამ საღამოს ნაჩვენები ბრწყინვალე თამაში.”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა, კლაუდიო მარკიზიომ შესანიშნავი სეზონი შეაჯამა და განაცხადა, რომ მის გუნდს სიამაყის საბაბი აქვს : “ბერლინში ფინალის თამაში ჩვენი ოცნება იყო, რომელიც ავიხდინეთ, თუმცა სამწუხაროდ გამარჯვების მოპოვება ვერ შევძელით.ნებისმიერ შემთხვევაში, ფაქტია, შესანიშნავი სეზონი გამოვიდა.სწრაფად გაშვებულმა გოლმა ცუდად იმოქმედა ჩვენზე, თუმცა მეორე ტაიმში გათანაბრება მოვახერეთ, ვითამაშეთ ისე, როგორც ერთიანი კოლექტივი მოქმედებს.რამდენიმე კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ, თითქმის პენალტი იყო პოგბაზე, თუმცა არ გაგვიმართლა.ვიცით, რომ ბარსელონა შესანიშნავი გუნდია, ფინალს თავაწეული ვტოვებთ, გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო.ბლაუგრანას ფეხბურთელების შეჩერება მთელი 90 წუთის მანძილზე ძალიან რთულია, განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაგვიჭირდა მათი კონტრშეტევების მოგერიება.თითქმის ნახევარი გუნდისთვის ეს პირველი ფინალი იყო კარიერაში, ასეთ მაღალ დონეზე, გოლის გატანაც შევძელით, ღირსეულად თამაშიც, მაგრამ ინიციატივა რომ აგვეღო და წინ გავსულიყავით, ყველაფერი სხვანაირად წავიდოდა.”

2003 წლის შემდეგ “იუვენტუსმა” პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, მაშინ ბებერ ქალბატონს “მილანმა” აჯობა, პენალტების სერიაში : “მასიმილიანო ალეგრი იყო პირველი, ვინც ჩვენი ირწმუნა, მას სჯეროდა რომ საუკეთესო ოთხეულში შესვლა შეგვეძლო.იყო იუვეს კოლექტივის წევრი ნიშნავს, იბრძოლო ბოლომდე და გუნდთან ერთად გაუმკლავდე სირთულეებს, ეს სისხლში გვაქვს.ვიცით, რომ ევროპაში საუკეთესო გუნდი არ ვართ, თუმცა ამ სტატუსის მოსაპოვებლად ყველაფერი გავაკეთეთ.ხვალინდელი დღიდან ახალი ეტაპი იწყება, უკვე ნაკრებზე მოგვიწევს ფიქრი, ხორვატიასთან რთული მატჩი გველის.თამაშობდა ფინალს ბერლინში, ანდრეა პირლოსთან ერთად, ანდრეს ინიესტასა და ხავი ერნანდესის წინააღმდეგ საოცნებოა.ბუნებრივია, უფრო ბედნიერი ვიქნებოდი, თასი რომ აგვეღმართა.”

პოლ პოგბას აზრით, მისი გუნდი მაქსიმალურად ეცადა, თუმცა ბლაუგრანას დამარცხება ვერ შეძლო : “ვფიქრობ, მაქსიმუმი გავაკეთეთ, სამწუხაროდ მეტოქე უფრო ძლიერი აღმოჩნდა, შემიძლია ესპანელებს წარმატება მივულოცო.ანგარიშის გათანაბრების შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ თამაშის მოგება შეგვეძლო, მაგრამ მომენტების გამოყენება ვერ შევძელით.მეორე გოლის გაშვების შემდეგ, მდევრის როლში კვლავ აღმოვჩნდით და გათანაბრება გაგვიჭირდა.ფინალში მატჩის ბოლომდე წუთებამდე უნდა იბრძოლო, ასეც მოხდა, მესამე კი მაშინ გავუშვით, როცა ფსიქოლოგიურად გუნდი მკვდარი იყო.ჩემი მომავალი ? – ახლა ამაზე არ ვფიქრობ, ჩემი საფიქრალი მხოლოდ ფინალია, რომელიც წავაგეთ.”

ფერნანდო ლიორენტემ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ იტალიურ პრესას მცირე ინტერვიუ მისცა : “ყველაზე ცუდი მატჩის პირველი წუთები აღმოჩნდა, გოლი გავუშვით და ბარსელონამ საკუთარი თამაში უფრო ადვილად ვიპოვნეთ.ანგარიშის გათანაბრების შემდეგ მეგონა, რომ უკეთ ვთამაშობდით, თუმცა მეტის გატანა ვერ შევძელით.თამაშის ბოლო წუთებამდე ვიბრძოდით და სამწუხაროდ, მეტოქე ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა.ნებისმიერ შემთხვევაში, უკმაყოფილების საბაბი არ გვაქვს, შესანიშნავი სეზონი გამოვიდა.”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ ფეხბურთელებს მადლობას უხდის და იმედი აქვს, რომ ანდრეა პირლო გუნდში დარჩება : “მასიმილიანო ალეგრის და მის გუნდს მხოლოდ შემიძლია მივულოცო შესანიშნავი სეზონის დასრულება, ფინალში თამაში საოცარი გრძნობა იყო, თუმცა მეტოქე ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა.ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ზედიზედ ოთხ სკუდეტოსთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე თამაშიც შევძელით, მომავალში ჩვენი მიზნები კიდევ უფრო სერიოზული გახდება.პირლო ? – იმედი მაქვს, იგი დარჩება.ანდრეა იუვენტუსისა და იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა, მისი ცრემლები ნათლად ასახავს იმ გრძნობებს, რა გრძნობით თამაშობს პირლო თითოეულ თამაშს.სეზონი დასრულდა, ხვალიდან მოთამაშეებთან შეხვედრებს დავგეგმავთ და მომავალზე დავილაპარაკებთ.პირლოს ჩანაცვლება რთულია, ჩვენ გვყავს კლაუდიო მარკიზიო, შეგვიძლია მოვიძიოთ სხვა ალტერნატივებიც.დიახ, სამი ხედირასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუმცა სანამ ყველაფერი ოფიციალურად არ გაფორმდება, ვერაფერს ვიტყვით.”

ტევესი წასვლას გეგმავს : “ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელის სურვილი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ჩვენ კარლიტოსს შევხვდებით და მოვისმენთ, თუ რა სურს.მისი აგენტის ინტერვიუს გავეცანი, ტევესი მნიშვნელოვანი ფიგურაა და მას პატივს ვცემთ, არგენტინელის შენარჩუნება გვსურს.ამ წლების მანძილზე ტევესმა ძალიან ბევრი გაიღო იუვესთვის, იმედია ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება.”

პოგბას შეძენა უამრავ გუნდს სურს : “ფრანგის პოზიცია განსხვავებულია, მას ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს იუვესთან, წლიდან წლამდე პოლი ვითარდება და ჩვენ სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება.მოლაპარაკებებს არცერთ კლუბთან არ ვაწარმოებთ, პოგბას გაყიდვა არ გვსურს.”

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდარული კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხდა, 2003 წლის მსგავსად : “ისეთი ადამიანი ვარ, რომელიც მზადაა რთულ მომენტებში გაუმკლავდეს საკუთარ გრძნობებს, ფინალში მარცხი ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული რამაა სპორტსმენის ცხოვრებაში.ფინალი უბრძორველად რომ დათმო, წარმოუდგენელია, თუმცა მჯეროდა, რომ ტიტულს ჩვენ მოვიგებდით.პირლო ? – ანდრეას ცრემლები მთელი გუნდის ტკივილს გამოხატავს, ამჯერად ბერლინში ჩვენ დავმარცხდით.”

ალვარო მორატამ გოლის გატანა ფინალურ მატჩშიც შეძლო, თუმცა ბიანკონერებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა : “გამარჯვების შანსი გვქონდა, თუმცა გათანაბრების შემდეგ მომენტები ვერ გამოვიყენეთ და საბოლოოდ, დავისაჯეთ.შესანიშნავი გუნდი გვყავს, ერთიანი ოჯახი ვართ, მუშაობას გავაგრძელებთ.ცხოვრება ამით არ მთავრდება, იუვეს მომავალში შეუძლია ჩემპიონთა ლიგის მოგება, დირექტორთა საბჭო ხომ გუნდის გასაძლიერებლად ყველაფერს აკეთებს.ფანები ? – მათ მხოლოდ მადლობა უნდა ვუთხრათ, ისინი ბერლინში ჩამოვიდნენ და აქ იდგნენ ჩვენს გვერდით, ბედნიერი ვარ, რომ ამ მაისურს ვატარებ.”

 

სტატიები მოამზადეს გიო დარჯანიამ და Nacke-მ

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გვერდი; football italia

 
0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მორატა რატო გჰაიყვანაო ვაიდა გაეთანაბრებინა გუნდს ტევეს ენალის დარტყა შეულია არამგონია მე ლორენტე მორატა ამ 2ს პენალის იდეალურად შესრულება შესძლებოდა ტევესი მაგ მიზეზით ვერ გაიყვანა თორე ტევესი იყო გუშინ მოსახსნელი

giorgi nefaridz
9 years ago

მორატაც მოუმატებს გაისად დიბალაც გამოგვადეგება კომანი კაი ბიჭია, ბერერდი და დარმიანიც და ეგაა რა, ხედირაც გააძლიერებს ნახევარდაცვას

zuriko vacheishvili
9 years ago

არა უშავს ეს დასაწყისია. ალეგრიმ პირველივე წელიწადს ასეტი გუნდი დააყენა. ერტი ორი ფეხბურთელი გვინდა კიდევ და მეორე წელიწადს ლიგის ერთ-ერთი ფავორიტები ვიქნებით. :forza: :forza: :forza:

giorgi nefaridz
9 years ago

იუვეს ჩირდება გამტამაშებელი ან გარემარბებით თამაში.
პირლო წავიდა იუვედან???? რაღაც ინფორმაციები იყო გუშინ??

Di Francesco # 1
9 years ago

მარკიზიო და ბუფონი რო სიმბოლურში არ მოხვდნენ მაშინ არ ცოდნიათ უეფაში ფეხბურთი :chuvak: ბუსკვერცხი საერთოდ არ ჩანდა მოედანზე, მარკიზიომ კიდე წაგებული გუნდიდან სერიოზული შთაბეჭდილება დატოვა, უბრალოდ ყველგან იყო სადაც გუნდს ჭირდებოდა, 11 კილომეტრზე მეტი ირბინა

Kva Shi
9 years ago

ალეგრის მხოლოდ ერთი ვერ გავიგე, აი მორატა რატომ გაიყვანა დაეტოვებინა და ისე სემოსულიყო ლორენტეც ტოო, ეთამაშა 4 თავდასხმელით მაგის დედაც

Di Francesco # 1
9 years ago

ჯოვინკო უნდა დაეტივებია ალეგრის სკამზე, გუშინ ერთადერთი პერეირას იმედი მქონდა ცოტათი დანარჩენები ყველა ერთად რო შემოგეშვა არაფერის გამკეთებლები არ იყვნენ, სება და კვალის შორის ერთერთი სკამზე გვჭირდებოდა, შემოვა დაარტყამს გაუვარდება ასეთი აკცი საჭიროა

R24
R24
9 years ago

ერთი უნდა ითქვას, რომ მარკიზიო მსოფლიო კლასის ნახევარმცველია. აშკარად საუკეთესო იყო მოედანზე…
ისე როგორ შეიძლება გუნდს 8 ფინალი ქონდეს ნათამაშები და მხოლოდ 2 ტიტული :/ ჩვენზე მეტი ფინალი მარტო მილანს და რეალს აქვს ნათამაშები და ტიტულებით მანჩესტერი და ინტერიც კი გვისწრებს :blin: როდემდე უნდა იყოს ასე, აღარ დადგა დრო ჩვენც გაგვიმართლოს ??????

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მაქს გთხოვ მოითხოვე დე ბრუინი

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x