ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კასერესი “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, მარტინ კასერესი ბიანკონერებთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს.ჯანლუკა დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათს ტურინში ფეხბურთელის აგენტი, დანიელე ფონსეკა ჩაფრინდება და ბიანკონერების წარმომადგენლებს შეხვდება, ორივე მხარე ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე თანახმაა და დიდი ალბათობით, ინფორმაციის ოფიციალურად დადასტურებას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს.27 წლის ურუგვაელის ამჟამინდელ კონტრაქტს ვადა 2016 წელს ეწურება, შესაბამისად, თანამშრომლობა კიდევ რამდენიმე წლით უნდა გახანგრძლივდეს.აქვე გეტყვით, რომ აწ უკვე დასრულებული სეზონის დიდი ნაწილი მარტინმა ტრავმის გამო გააცდინა, საერთო ჯამში ათი მატჩი ჩაატარა და თავი ერთხელ გამოიჩინა, “ნაპოლის” წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
9 years ago

მაგრად მევასება ეს კაცი :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x