ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : “იმედი მაქვს, პირლო და ტევესი დარჩებიან”

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ ფეხბურთელებს მადლობას უხდის და იმედი აქვს, რომ ანდრეა პირლო გუნდში დარჩება : “მასიმილიანო ალეგრის და მის გუნდს მხოლოდ შემიძლია მივულოცო შესანიშნავი სეზონის დასრულება, ფინალში თამაში საოცარი გრძნობა იყო, თუმცა მეტოქე ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა.ეს პროექტი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და ზედიზედ ოთხ სკუდეტოსთან ერთად, ჩემპიონთა ლიგის დასკვნით ეტაპზე თამაშიც შევძელით, მომავალში ჩვენი მიზნები კიდევ უფრო სერიოზული გახდება.პირლო ? – იმედი მაქვს, იგი დარჩება.ანდრეა იუვენტუსისა და იტალიური ფეხბურთის სიმბოლოა, მისი ცრემლები ნათლად ასახავს იმ გრძნობებს, რა გრძნობით თამაშობს პირლო თითოეულ თამაშს.სეზონი დასრულდა, ხვალიდან მოთამაშეებთან შეხვედრებს დავგეგმავთ და მომავალზე დავილაპარაკებთ.პირლოს ჩანაცვლება რთულია, ჩვენ გვყავს კლაუდიო მარკიზიო, შეგვიძლია მოვიძიოთ სხვა ალტერნატივებიც.დიახ, სამი ხედირასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, თუმცა სანამ ყველაფერი ოფიციალურად არ გაფორმდება, ვერაფერს ვიტყვით.”

ტევესი წასვლას გეგმავს : “ბუნებრივია, ასეთ სიტუაციაში ფეხბურთელის სურვილი გადამწყვეტ როლს თამაშობს, ჩვენ კარლიტოსს შევხვდებით და მოვისმენთ, თუ რა სურს.მისი აგენტის ინტერვიუს გავეცანი, ტევესი მნიშვნელოვანი ფიგურაა და მას პატივს ვცემთ, არგენტინელის შენარჩუნება გვსურს.ამ წლების მანძილზე ტევესმა ძალიან ბევრი გაიღო იუვესთვის, იმედია ჩვენი ურთიერთობა გაგრძელდება.”

პოგბას შეძენა უამრავ გუნდს სურს : “ფრანგის პოზიცია განსხვავებულია, მას ხანგრძლივი კონტრაქტი აქვს იუვესთან, წლიდან წლამდე პოლი ვითარდება და ჩვენ სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება.მოლაპარაკებებს არცერთ კლუბთან არ ვაწარმოებთ, პოგბას გაყიდვა არ გვსურს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

3 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

დაცვა რაც გინდა მაგარი იყოს გამოჩნდა გუშინ რო ვერ უძლებს სერიოზულ შეტევის ხაზს ამიტომ ძლიერ თავდასხმას ძლიერივე თავდასხმა უნდა დაუპირისპირდეს,აუცილებელია კიდე ფლანგების გაძლიერება.ანუ ვერატი გვინდა ყოველმიზეზგარეშე და სერიოზული ტოპ თავდამსხმელი(მაგალითად აგუერო),პლუს ფლანგები და შემდეგ წელს ფავორიტები ვიქნებით ბარსელონას შემდეგ რათქმაუნდა

lexo doreuli
9 years ago

მე გამიხარდება მაესტრო და აპაჩე თუ დარჩებიან :forza:

giorgi nefaridz
9 years ago

პოგბა არანაირად არ უნდა გაყიდონ, ტევესის და პირლოს წასვლას გადაიტანს გუნდი, მარკეზე ვიდალი პოგბა პერეირა სტურარო ხედირა ასამოა, კარგი ნახევარდაცვა რჩება, თავდასხმას რაც შეეხება დიბალა მორატა კომანი, ზაზა და ბერერდი, ახალგაზრდა და პერსპექტიული თავდასხმა გვეყოლება :forza:

| Newsphere by AF themes.
3
0
Would love your thoughts, please comment.x