ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორები და სიახლეები

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ მომავალი კვირა დაგეგმა.უპირველეს ყოვლისა, ბიანკონერებმა კარლოს ტევესისა და ანდრეა პირლოს გადაწყვეტილება უნდა მოისმინონ, დარჩებიან თუ არა ისინი გუნდში.ამის შემდეგ, მაროტა/პარატიჩის დუეტი ორი თავისუფალი აგენტის, სამი ხედირასა და ნეტოს საბოლოოდ გაფორმებას შეეცდება, ოფიციალურად დაადასტურებს დანიელე რუგანის ტურინში დაბრუნებასაც.გარდა ამისა, მოლაპარაკებებს წარმართავს სიმონე ძაძასა და დომენიკო ბერარდის თაობაზე, რომლებიც დიდი ალბათობით, ბებერ ქალბატონში უნდა გადმობარგდნენ.რაც შეეხება მაესტროს შემცვლელს, მთავარი ალტერნატივა “ზენიტის” ნახევარმცველი, აქსელ ვიტსელია, რომელსაც რუსები 30 მილიონ ევროდ აფასებენ, იტალიელები კი, თავის მხრივ, მზად არიან ბელგიელში 18-25 მილიონი გადაიხადონ.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ALLENATORE
9 years ago

იტალიური პრესა წერს პირლო და ტვესი მიდიანო )) პლიუს პოგბა ვიდალიდან რომელიმე წავაა ( იმედია დიბალაა გააამართლებსს , ბერარდის და ძაძას მე არ მჯერა ) აი რუგანო კიდე ძაან მაგარი ბიჭია ( პატარა მარა იდეალური კითხვა აქვს თამაშის ისეთი როგორიც იტალიურ ცენტრალურ მცველებს ახასიათებდათ სულ ) პირლოს ვერავინ შეცვლის გასაგებია ) მაესტროს დონის ფეხბურთელი დიდი ხანი არ ეყოლება იტალიას ) საერთოდ თუ ეყოლება ( კრეატიული ხალხი გვინდა გუნდში ) ბარსასთან კარგად ვნახეთ თუ მაღალი მიზნები გინდა კლასია მთავარი ) ის ერთი გოლი რომელიც გავიტანეთ მარკიზოს კლასნი პასით დამსახურებაა ) მეტი კრეატივი გვინდა .. )

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x