ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი : “იმედი მაქვს, პირლო და ტევესი დარჩებიან”

იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიწვევაზე მყოფმა ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ იტალიური პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და ძალიან საინტერესო თემებზე ისაუბრა : “ფინალი უკვე წარსულია, არაფერს ვნანობთ.ბარსელონა საფეხბურთო მინდორზე ძლიერი აღმოჩნდა, თუმცა ჩვენთვის, ეს მხოლოდ საწყისი წერტილია, წარმატებები აწი უნდა დაიწყოს.რა თქმა უნდა, მტკივნეულია, როცა ოცნებასთან ასე ახლოს ხარ და მარცხდები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ კონკურენტუნარიანი იუვენტუსი ევროპაში დაბრუნდა, ახლა ყველა პატივს გვცემს.მორატას ვეთანხმები, მეორე ადგილს არც მე ვიზეიმებ.მედალი მიღებისთანავე მოვიხსენი, ეს მხოლოდ მარცხის დამადასტურებელია.ყველაზე ემოციური სტადიონის დატოვება იყო, როცა ამდენი ადამიანი იდგა ჩვენს გვერდით, გამახსენდა ის ათი წუთი, როცა გათანაბრების შემდეგ უპირატესობა მოვიპოვეთ, თუმცა საბოლოოდ, მაინც დავმარცხდით.”

“ტევესი ? – თითოეული გუნდელის სურვილია 20 ივლისს, როდესაც პირველად შევიკრიბებით, კარლიტოსი ჩვენთან ერთად იყოს.ბუნებრივია, მისი გადასაწყვეტია, დარჩება იუვენტუსში თუ დაბრუნდება სამშობლოში, ბუნებრივია, მისი დარჩენის შემთხვევაში გუნდი მეტად ძლიერი იქნება.რაც შეეხება პირლოს, მისი ცრემლები ნამდვილად არასწორად გაიგეს, ამაზე ბევრი ვიხუმრეთ, ანდრეა არავის დამშვიდობებულა, ეს მარცხისგან მიღებული ტკივილი იყო.ანდრეა უდიდესი პროფესიონალია, როცა მას ბურთს აძლევ, მშვიდად ხარ, დიდი იმედი მაქვს, მაესტრო ჩვენთან დარჩება.ხედირა ? – მახარებს უმაღლესი დონის ფეხბურთელების გუნდში მოსვლა, იგი საგრძნობლად გაგვაძლიერებს.”

“ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ცხრილში თუ ჩავიხედავთ, ჩვენ ვართ ხორვატების მდევრები.იტალიის ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს და სკუადრა აძურას მიზანი შესარჩევის პირველ ადგილზე დასრულებაა.ხორვატიას შესანიშნავი გუნდი ჰყავს, მათი ლიდერი ლუკა მოდრიჩი ბურთს საოცრად აკონტროლებს, ეხმარება როგორც დაცვას, ისე შეტევას.მანძუკიჩი ? – თანამედროვე ფორვარდი სწორედ ასეთი უნდა იყოს, ბევრი იბრძოლოს და ბევრი გაიტანოს, არასდროს ნებდება, სიფრთხილე გვმართებს.სწორედ ფორვარდები უნარჩუნებენ მცველებს მოტივაციას მთელი შეხვედრის განმავლობაში, როცა ვიღაც გიტევს, შენ ვალდებული ხარ ეს შეტევები მოიგერიო.”

ლეონარდოს შვილი განაწყენდა, როცა მამამ ბერლინს ფინალის სათამაშოდ მიაშურა და უარი უთხრა მას გასეირნებაზე : “ნებისმიერი იმედგაცრუება მავიწყდება, როცა მის ღიმილს ვხედავ.სანაპიროზე გასეირნება სურდა, ტურინში დაბრუნების შემდეგ გავასეირნე და მხოლოდ ამის შემდეგ ვესტუმრე კოვერჩიანოს.ტირილით გამომაცილა, თუმცა ეროვნული ნაკრების ღირსებას დავიცავ თუ არა, არდადეგებს ოჯახთან გავატარებ.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x