ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგა ფინანსურად შეაფასა

ბერლინში “ბარსელონასთან” წაგებული მატჩის შემდეგ ტურინის “იუვენტუსი” გახდა რეკორდსმენი გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი ფინალი აქვს წაგებული, ბიანკონერებმა 6 ივნისს უახლოეს მდევრებს “აჯობეს”, პორტუგალიურ “ბენფიკას” და მიუნხენის “ბავარიას”. ტუტოსპორტის წერს, რომ რვა ფინალიდან ტურინელებმა ექვსი წააგეს, თასის აღმართვა კი მხოლოდ ორჯერ მოახერხეს : 1985 წელს ბრიუსელში და 1996 წელს რომში, დაუვიწყარი ღამე ოლიმპიკოზე.რაც შეეხება მარცხებს, წარუმატებელი სერია 1973 წელს დაიწყო “აიაქსთან”, შემდეგ იყო 1983 წელს “ჰამბურგი”, 1997 წელს დორტმუნდის “ბორუსია”, 1998 წელს მადრიდის “რეალი”, 2003 წელს იტალიური “მილანი” და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ ესპანური ბლაუგრანა.რაც შეეხება ტურინელთა შემოსავლებს წარმატებული სეზონის შემდეგ, ეს რიცხვი დაახლოებით 100 მილიონ ევროს ადგენს.ეს თანხა ასე ნაწილდება : 49,9 მლნ ევრო მარკეტინგი, 30,9 მლნ უეფას მიერ გაცემული ბონუსი, 14,62 მლნ სალაროდან შემოსული, 3,7 მლნ კი როგორც ფინალში გასულ გუნდს.აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ბონუსის სახით 10,5 მილიონი ევრო მიიღო, მეორე ადგილოსანმა კი, ამ შემთხვევაში “იუვენტუსმა”, 6,5 მილიონი.

წყარო : Tuttojuve

17 thoughts on ““იუვენტუსმა” ჩემპიონთა ლიგა ფინანსურად შეაფასა

  1. არაფერს არ დაშლიან არტუროს გაყიდვაც არ არი კატასტროფა არტურომ ამოწურა თავის თავი იუვეში და თუ წავიდა მე ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი აქ შეიძლება ვინმეს ვიტსელი დაბალი დონის იგროკი გონია მაგრამ უდაოდ ძალიან მაგარი იგროკია და იუვეში კიდე უფრო გაიხსნება უბრალოდ მე მას მისის თანამემულე დე ბრუინი მირჩევნია ვიტსელს ძალიან კარგი მოედნის ხედვა აქ ვერატი არ მოდის თორე ეგ დაგვხატავდა მაგრამ ვიტსელი მაინც თუ მოიყვანეს + ხედირა და პოგბა დარჩა ნახევარდაცვა ძალიან გაძლიერდება ნურავინ ჩამოწერთ სტურაროს რომელიც ძალიან კარგ ნახევარმცველად ყალიბდება ვიტსელი ხედირა სტურარო პოგბა მარკიზიო და + ნიანგოლანი ასე თუ ჩამოყალიბდა ცენტრი იქნება იდეალური და ვიდალის გაწირვაც 100 % ტიანი უბრალოდ რო ვთქვათ :forza: :forza:

  2. ბევრი ხალხი არანაირად არ არის მოსასვლელი,იუვე უკვე დამდგარი გუნდია და ეხლა უნდა 2-3 ტოპ ტრანსფერი,ფლორენცები და დებრუინები საერთოდ არ ჭირდება

  3. ფაქტია და გამოჩნდა კიდევაც რო დღევანლ ფეხბურთში უნდა გყავდეს საუკეთესო გარემარბები ვგულისხმობ ლიხკო ევრას პოზიციებს. ორევე არა ის დონე რო როგორებიც უნდა იყვნენ. და თუ გარემარბებზე იჩალიჩებენ უკეთესი იქნება.მორატა უნდა დარჩეს ტუ ამის ყველანაირი შესაძლებლობა იქნება,ასევე პოგბაც ტუ თითონ არ გადაწყვიტა წასვლა. ვიდალი ალბათ დარჩება.პირლო ალბათ წავა და მარკიზიო ამ პოზიციაზე მშვენიერია და ვაფშტა წელს მარკიზიო იყო საუკეთესო ჩემი აზრით.და თუ ხედირაც დავიმატეთ აღარავინა საჭირო ნახებარში. რაც შეხება ტევეს თუ უნდა წავიდეს არა სახვეწარი.ტევესმა იუვეს ბევრი მიცა და ამის დავიწყება არ შეილება.მარა მე პირადათ ფინალში მეტს ველოდი.ყველაზე კაი იქნება კავანის ტუ დავიმატებთ.და ბერარდი ძან ნიჯერი და ფეხბურთელია და იმსახურებს იუვეს ფორმას. კავანი მორატა დიბალა ბერარდი მშვენიერია.

  4. xედირა ოფიციალურად იუვენტუსის ფეხბურთელია ))) გილოცავთ

    დიბალა და ხედირა მშვენიერი ტრანსფერებია

  5. ანიელი:
    “იუვენტუსი” აუცილებლად გადაიბირებს ერთ ექსტრაკლასის ფეხბურთელს და შესაძლოა, ეს ედინსონ კავანი, მარიო მანჯუკიჩი, რობინ ვან პერსი ან გაგიკვირდებათ და, გონსალო იგუაინი იყოს.

    მოკლედ, სენიორ ანდრეამ გულშემატკივრები დააიმედა, თუმცა არც ის დამალა, რომ გუნდი შესაძლოა, რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვოს, მათ შორის, არტურო ვიდალმა, პოლ პოგბამ, კარლოს ტევესმა და ალვარო მორატამ.

    ანიელის თქმით, პოგბას სატრანსფერო ფასი 100 მილიონი ევროა, ხოლო ვიდალის – 40 მილიონი და დანარჩენი უკვე მოლაპარაკების პროცესზეა დამოკიდებული.

    1. საერთოდ არაფერში არ გეთანხმები, პირველ რიგში თუ რამეზე უნდა იზრუნოს იუვემ, არის ფეხბურთელების შენარჩუნება, ანუ ძირითადი შემადგენლობის, ასევე გასახარია დიბალას ტრანსფერი და ფაქტიურად რუგანის დაბრუნება, რით ვერ უნდა დაიმახსოვროს ამ ხალხმა, რომ იუვე არ არის არც მონაკო, არც პორტუ, არც აიაქსი, არც პსვ, არც სხვა ისეთი გუნდები, რომებიც უკვე კარგა ხანია გრანდებს ვარსკვლავებს იდიან და ამით ფულს აკეთებენ უაზროთ, არც ანიელის და არც იუვეს არანაირი გაჭირვება არ აქვს ფულის და ეტყობა კიდეც იუვე რომ უყვარს და მაგის გამო 10 20 ან 30 მილიონით მეტს არ ჩაიდებს ჟიბეში და არ დაღუპავს გუნდს, იმდენი წილი აქვს ანიელის, ჯერ მარტო ფერარიშიც წილი აქვს, იუვემ იმ სწორი პროგრამთ კიდე ფაქტიურად 10 მილიონად ჩამოაყალიბა, მსოფლო დონის გუნდი და დაუბრუნდა ძველი დიდება, გავიდა უკვე 4 წელზე მეტი, ზარალიც აღმოფხრილია, რაც ვალი დაედო, იმ დღემდე გაურკვეველი საქმის მერე, პირიქით კარგად არის პლიუსში, პოგბა არსად უნდა წავიდეს, სუფთა სპორტული პრინციპით მითმეტეს ბარსაში არ უნდა წავიდეს, ამას თუ სპორტსმენი არ ხარ ძნელია მიხვდე რატომ, არც წავა ალბათ, თუ არ გაყიდეს, ხოლო მანძუკიჩიც და ჰიგუაინიც გაათრიე, მაზილა ვირები, ვან პერსი კიდე ნორმალური ამ ასაკში და კავანიც, ხოლო რაც შეეხება კიდე ტრანსფერს, ჩემი აზრით იუვემ უნდა იყიდოს ექსტრა კლასის მარცხენა მცველი, ან პერსპექტიული, რომელიც ძირითადს ითამაშებს, უნდა გამოისყიდოს პერეირა, აცვაში ისედაც ემატება ამომავალი იტალიელი ვარსკვავი რუგანი, მაგრამ ძნელია ჟერ იმათგან რომელიმე ამოაგდო, სკამისთვის ერთი ორი ნორმალური ნახევარმცველი და თუ ტევესი მიდის, მანდ უკვე ძნელია ვინმეს ჩააბარო ეგ პოზიცია, ეგ არის თავდამსხმელი ოდნავ უკან ჩამოწეული, რომელიც უნდა იყოს ტექნიკური, სწრაფი, დარტყმაც უნდა ჰქონდეს და ასე ვთვათ ძაიან მაღალი დონის, ხოლო ეგეთი, აგუერო მეგულება, რომელსაც სიტი არ გაუშვებს, ხოლო ალბათ იდეალური ვარიანტი დიბალა, ღმერთმა ქნას, რომ გაამართლოს, მონდომება ეტყობა, ტალანტი თავისთავათ და ვნახოთ, იქნებ ოქროს ბურთის მფლობელიც გახდეს, რამოდენიმე წელში, დიბალა მორატა, ან დიბალა კავანი, ან დიბალა ვან პერსი, მემგონი სამივე შემთხვევა სერიოზულია და მაინც დიბალა მორატა, ეს ორი ფეხბურთის პერსპექტივა, რაღაც არანორმალური შეიძლება გამოვიდეს, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები

    2. ეგრე თუ იბაზრა პირიქით დაუსუსტებია გუნდი და ეგაა)) პოგბას სჰემცვლელს ვერ ნახავენ ვიდალი თუ გაუშვეს ნაინგოლანი უნდა მოიყვანონ პირლოც წავა თუ პირლოს სტილის იგროკი უნდათ მაშინ ვერატი უნდა მოიყვანონ და ეგ ფანტასტიკაა ტევესის სჰემცვლელი აგუეროა მართლა. ვან პერსი იგუანი და ეგეტი ჩაწოლილი ტავარი რანაირი ტოპ ტრანსფერებია გვატყუებს რაგაცას )) არც ხედირას ადგილი არ არის გუნდში. როისი უნდა იყიდოს თუ ტოპ ტრანსფერი უნდა მაგის ყიდვა არ არის შეუძლებელი. მოკლედ ნახევარ დაცვა იშლება იუვესი მგონი პირლო წავა პოგბა წავა ვიდალი ტუ გაყიდეს ერთი მარკიზიო რჩება და ხედირა მოყავთამატ რავი იმედია ჯუბესი არ ჩაიდებენ მაყუთს. ისე ვინმემ ხო არ იცის სერია ა ს საპრიზო ფონდი რამდენია ან იტალიის თასის დზალიან მაინტერესებს და ვერ ვნახე ვერსად :) :juvee:

      1. ხედირა უფასოდ მოყავთ და ეგ არაა ცუდი ვარიანტი უფასოდ. 4 მილიონი 4 წლიანი კონტაქტი, გამოდის 16 მილიონი.
        უბრალოდ ხედირას ხარჯზე პოგბას ან ვიდალის გაყიდვა იქნება სისულელე…
        ამათ თუ გონიათ რომ ლიგის ფინალში გასვლით მაქსიმუმი გაკეთდა და აწი უფლება აქვთ აწყობილი გუნდი დაშალონ, ცდებიან ძაან

  6. ეხლა მაინც უნდა გააკეთონ კარგი ტრანსფერები
    მინიმუმ 3-4 მაღალი კლასის მოთამაშეა საჭირო
    თუ პოგბა წავიდა მის მაგივრად
    მე ეს ხალხი მინდა
    დე ბრუენი, ოსკარი
    შემდეგ დარმიანი, რომანიოლი, ფლორენცი, კავანი, კონდოგბია ან ნაინგოლანი + რუგანი, ბერარდი, ლეალი
    გუნდიდან უნდა გაუშვან
    რუბინიო, მარონე, პეპე, მატრი, დე ჩელიე, ლორენტე, ლიხშტაინერი
    სტორარი, რომულო.

    1. თითქმის ყველა პოსტზე იდება ამ ფეხბურთელების ჩამონათვალი… :kenwvla:
      11 ფეხბურთელი ერთად მოვიდეს გუნდში გინახავთ ასეთი ? ან ეს ფლორენცი რატო უნდა მოვიდეს, ან ნაინგოლანი/კონდოგბია(ვიდალი გვყავს, სტურარო, ხედირა ვიყიდეთ), ან დე ბრუინი …
      დიბალა, ხედირა მოვიდნენ უკვე, რუგანიც ფაქტიურად… დარმიანი კარგი იქნება მართლა და თავდამსხმელი ერთი, კავანი კარგია(თუმცა ძვირი) თუ არადა ვან პერსიც მისაღებია, ახალგაზრდების გვერდით ერთი გამოცდილიც გვეყოლება შეტევაში

      1. გიო დარჯანია შენი აზრით არ გადავხედე და ისე დავწერე თუ რა?რანაირი პასუხია ვერ გავიგე შენ გადახედე და ნახავ რო მარტო ლიგააო არსად არ წერია ტირინელთა შემოსავლები წარმატებული სეზონის შემდეგო და წარმატებული სეზონი ლიგაზეც იყო სერია ა-ში და თასზეც

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.