ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : ხედირა “იუვენტუსის ” ფეხბურთელია

ტურინის “იუვენტუსის ” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ ხედირა მომავალი სეზონიდან შავ-თეთრ მაისურს მოირგებს. მადრიდის “რეალის” ექს – ფეხბურთელი ტურინელებთან კონტრაქტს ოფიციალურად 1 ივლისს მოაწერს ხელს. კონტრაქტის თანახმად გერმანელი ტურინში 2019 წლამდე ითამაშებს. ხედირა მაროტამ სრულიად უფასოდ გადმოიყვანა. იგი მეორე ფეხბურთელია, რომელიც “ბიანკონერის ” შეუერთდა სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე. შეგახსენებთ, რომ პირველი ფეხბურთელი დიბალაა, რომელიც ” ბებერ ქალბატონს ” 32 მლნ ევრო და პლუს ბონუსები დაუჯდა.

წყარო : Juventus.com

9 thoughts on “ოფიციალურად : ხედირა “იუვენტუსის ” ფეხბურთელია

  1. მაროტას რამდენი არ უნნდა ვაგინოთ.. მაგ კაცმა ხუთიანზე იცის მისი საქმე.. და ეს საქმე თუ უფასო ტრანსფერს ეხება ხო საერთოდ…. საღოლ მაროტა… ისლას თუ არ ჩავთვლით მისმა ყველა ტრანსფერმა გაამართLა ნუ დამიწყებთ ახლა ოგბომნაზე საუაბარს

  2. საღოლ ბებერო კაი ტრანსფერი გააძრო უფულოდ :chuvak: უფულოდ კი არა ეს ფეხბურთელი მინიმუმ 20 მილიონი ნაღდად ღირს კარგი ჩამშლელია და შექმნაც არ ეშლება დარტყმა კარგი აქვს და ტექნიკაც ასე რომ ჩვენი ნახევარდაცვა ძაან გაძლიერდა ხედირათი :forza: :forza: :forza:

  3. შესანიშნავი ტრანსფერია, ბრავო მაროტა ))

    საბა შიოშვილი

    თუ ოფიციალურ ინფორმაციას წერ, მანდ ჭორებს არაფერი ესაქმება

  4. საუკეთესო ჩამშლელია ხედო პირადად ჩემთვის გერმანიის ნაკრებშიც ღირსეულ იადგილი ეკავა მუდამ მიდი სემი შენნაირი სტილის მოთამაშეები ყოველთვის უხდებოდა იუვეს ბოლო მაგალითად ემერსონიც კმარა :forza: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.