ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კომანით ჯენოა და პალერმო ინტერესდებიან

მომავალ სეზონში ბიანკონერის წინა ხაზში რამდენიმე ცვლილებაა მოსალოდნელი. კუალიარული ინფორმაციით მაროტა არ აპირებს ალესანდრო მატრის გამოსყიდვას, ხოლო ფერნარნდო ლორენტე რომელიმე ევროპულ კლუბში განაგრძობს კარიერას. კიდევ ერთი მოთამაშე, რომელმაც შესაძლოა დატოვოს იტალიის მოქმედი ჩემპიონის რიგები არის ახალგაზრდა კინგსლი კომანი. მის გაყიდვას იუვენტუსი არ აპირებს, საუბარი ეხება მხოლოდ არენდას. ფრანგი ტალანტით ინტერესს იჩენს ჯენოა და კერძოდ მათი თავკაცი ჯამპიერო გასპერინი. თუ გავითვალისწინებთ იუვესა და გენუურ კლუბს შორის არსებულ დადებით ურთიერთობას მაშინ გამორიცხული არაფერია. მაგრამ, დიბალას ტრანსფერიდან გამომდინარე ძამპარინის იმედი აქვს, რომ შესძლებს ფრანგის გადაბირებას. საბოლოო სიტყვა კი მაინც მასიმილიანო ალეგრის ეკუთვნის, რომელმაც შესაძლოა კიდევ ერთი შანსი მისცეს კომანს.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jek17
9 years ago

თუ ტევესი,ლორენტე და მატრი წავლენ ეს დარჩება აუცილებლად და ნელნელა დაამტკიცებს რა შეუძლია,ძაან ტექნიკურია და დრიბლინგიც ააქვს,მითუმეტეს იუვეს ესეთების გაზრდა და დახვეწა ყველაზე კარგად ეხერხება,იშვიათია გუნდი გრანდი იყოს და თან ზრდიდეს ფეხბურთელს,ეს რეალმაც კარგად იცოდა მოარატას რო გვაძლევდა

forza bianconeri
9 years ago

მაგრად მეიმედება ამ ბიჭის თავმდაბალიცაა და მაგარი ნიჭიერიც :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

პალერმო კარგი იქნება თან იქნებ პალერმოსთან დავახლოვდეთ მოგწონთ არ მოგწონთ ძამპარინს ტალანტების აღმოჩენა ეხერხება და იქნებ იდე ნახოს ვინე კაია ასეთ გუნდებთან კაი ურთიერთობა დავუთმოთ კინგსლი 1 წლით :forza:

iedibela
9 years ago

:juvee:

irakli28
9 years ago

პალერმოში გაუშვან,მანდ ახალგაზრდა შემტევებს კარგად ანვიტარებენ

lasha lasha
9 years ago

არავითარი გაშვება აქ უნდა იყოს და მეტი სათამაშო დრო მისცენ კოჭებზე ეტყობა მაგარი ვინმეა თან ფრანგია და იუვეს ფრანგებში მაგრად უმართლებს ამის ირგვლივ უნდა აშენდეს იუვეს მომავალი შეტევის ხაზი და აქედანვე უნდა იყოს ჩართული საქმეში უნდა მოიხარშოს იუვესთან ერთად რო სათამაშო სტილი ძვალ რბილში გაუჯდეს :forza: :forza: :forza:

Gio Darja
9 years ago

მაგარი ნიჭიერია კინგსლი, ასეთ ტალანტს გაფრთხილება სჭირდება, ისეთ გუნდში უნდა გაუშვან სადაც პრაქტიკა ექნება და დაიხვეწება უფრო )

zuriko vacheishvili
9 years ago

გაუშვა უნდა იჯარით სათამაშო პრაქტიკა უნდა ქონდეს

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x