მორატა:”ჩემს სახლში არ არის ვერცხლის მედლის ადგილი”
ალვარო მორატა როგორც ჩანს არ აპირებს მადრიდში დაბრუნებას. ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ფორვარდის გარშემო უამრავი ჭორი გავრცელდა, რამაც ხელი რეალში ბენიტესის მოსვლამ შეუწყო. გამოცდილი სპეციალისტი მისი თანაყვანისმცემელია და პერეს სწორედ მორატას დაბრუნება სთხოვა. თუმცა, თავდამსხმელი განასხვავებული სახის კომენტარს აკეთებს:“ფინალის გამო მიღებული ტკივილი ჯერჯერობით არ განელებულა. მატჩის შემდეგ არავისთან გამიცვლია მაისური, რადგან არ მსურს რაიმე სახის მოგონებები მაკავშირებდეს ამ მარცხთან. ჩემს სახლში ვერცხლის მედლის ადგილი არ არის. რეალში დაბრუნება? არავისთან მისაუბრია ამ თემაზე. ერთადერთი ვინც ხშირად მეკითხება დავბრუნდები თუ არა სამშობლოში არის ბებია. რა თქმა უნდა ტურინში თავს ბედნიერ ადამიანად ვგრძნობ. წარმატებული სეზონი მქონდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. გაცილებით მეტი მაქვს იუვენტუსისთვის მისაცემი. გაზეთები? რატომ გგონიათ რომ მე მათ ვკითხულობ?”
წყარო: tuttosport
აბა რა განსაკუთრებით იმის მერე არ უნდა ქონდეს რეალიში დაბრუნების სურვილი რას რესლის ფანებმა უსტვინეს რასაც ნამდვილი იუვენტინო არ იზავდა
გენაცვალე ძმა ხარ და იმედია ბოლომდე ჩვენ
დარჩები

აი კაცი

ჯიგარი ხარ ალვარო ჩვენთან დარჩი და გისურვებ გატანილი გოლებით ტრეზეგესთვის გადაგესწროს ძალიან მეიმედება შენი მოსვლის დღიდან ბევრი არ გაფასებდა სანამ მოხვიდოდი ზოგი იმასაც იძახდა ჯოვინკო იმობილეა და რად გვინდა მორატაო არა 2 ივეზზე მინიმუმ 2 თავით მაღლა რო დგეხარ ამ ასაკში უკვე დაამტიცე მთავარია ჩვენთან დარჩე და გაგვახარო

ხო ვთქვი არანაირი სურვილი არ ექნება იქ დაბრუნებისთქო
მე ამის კომენტარები ყოველთვის მომწონდა ყოჩაღ!
ოხ შენ გენაცვალე ალვარიტო
არც იუვეს მუზეუმშია ვერცხლის ადგილი ალვარიტო ასე რომ არ წახვიდე იმ რეალში თორე დაგსვამენ სკამზე და დაგიჩლუნგებენ ნიჭს.მინიმუმ 3 წელი აქ უნდა იყო 2 ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ 3 სკუდეტო 2 იტალიის თასი 2 სუპერთასი 2 საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და ჭადი მერე

მაგარია ბიჭია ეგ… ძალიან გამიტყდება ამის წასვლაა… რა მალე შეძლო ფანების გულების დაპყრობა უყურე ამას…:) ასე გააგრძელეეეეეე… შენ უკვე ხარ იუვეს ისტორიაში და სადაც არ უნდა წახვიდე ყოველთვის გვეყვარები და გიბალიშიკებთ.
ყველაზე მეტად მინდა ალვარო დარჩეს, რამდენი წლით მოაგვარებს პრობლემას ცენტრალური ფორვარდის, ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და როგორ დაიხვეწება )) ბენიტესს თუ ცენტფორვარდად რონალდუ სურს, პლიუს მეეჭვება ბენზემა გაყიდონ, მორატა ისევ სკამზე იქნება, ტურინში დარჩი რა
მემგონი ერთადერთი ფეხბურთელი იყო ვინც ვერცხლის მედალი მაშივნე მოიხსნა, არც პირლოს მოუხსნია როგორც მახსოვს და არც ბუფონს. კარგია მარტო გამარჯვება რო გინდა მარა იუვესთან ერთად გუნდის შენების პირველ წლებში მოგებული ვერცხლის მედალიც არ არის სამარცხვინო
რა გინდა ამბიციურია და დარწმუნებულია თავის თავში… ასე გააგრძელოს და სულ ოქროს მედლები ჩამოეკიდოს იუვეს მაისურით.