ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტევესმა მისი მომავალი უახლოეს 48 საათში უნდა გადაწყვიტოს

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდმა, კარლოს ტევესმა საკუთარი მომავალი უახლოეს 48 საათში უნდა გადაწყვიტოს.ბოლო დღეებში არგენტინელის ბიანკონერებიდან აბარგების შესახებ ბევრი იწერება, თუმცა მთავარი ფაქტორი აქ თავად მოთამაშის გადაწყვეტილებაა, დაბრუნდება სამშობლოში თუ კვლავ დარჩება ბებერ ქალბატონში კიდევ ერთი წლით.აღსანიშნავია, რომ აპაჩეს მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული გრანდიც იჩენს, მადრიდის “ატლეტიკოს” და “პსჟს” სახით, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, “იუვედან” წასვლის შემთხვევაში ტევესი ევროპაში დარჩეს, მისი ერთადერთი მომავალი მშობლიური “ბოკაა”, რომელიც თავისმხრივ, კარლიტოსის გადაწყვეტილების მოლოდინშია.ასე რომ, უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი, ეყოლება თუ არა მასიმილიანო ალეგრის გუნდის ახალი ათიანი, ტევესის წასვლის შემთხვევაში, ჯუზეპე მაროტა მარიო მანძუკიჩის, რობინ ვან პერსის ან ედინსონ კავანის შეძენას შეეცდება.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

ოღონდ მანძუკა არა რა და არც ვან პერსი წლოვანების გამო.

mamuka iosava
9 years ago

პირველად არ უთამაშია…აქვს უკვე მოგებული ლიგა ტევესს

lasha lasha
9 years ago
Reply to  mamuka iosava

ეგ მანჩესტერის არ ითვლება და თან კაი ხანი გავიდა უკვე :lool:

mishka berianidze
9 years ago

ტევესი თუ წავიდა ამის მაგივრად კავანი იქნება იდეალური.

zuriko vacheishvili
9 years ago

მანძუკიჩი რატ გვინდა მეორე ლორენტეა თავით თამაშობს მარტო :chuvak: :chuvak:

lasha lasha
9 years ago

ე ბიჯო შენ კიდე რა ვერ გადაწყვიტე რას წელავ ბლიად ხო ხედავ როგორ გაფასებს ყველა შენც კარგად ხარ დარჩი ეს ერთი წელიც და წახვალ მერე.რაღას აწერდი 3 წლიან კონტრაკტს ხელს მაშინ?აადუღა ტვინი რა რა საფიქრებელია ამდენი ჩიხურა ხო არაა იუვენტუსია და ცხოვრებაში პირველად ლიგის ფინალი ითამაშე მომავალში იუვემ უნდა მოიგოს იცოდე და მაგრად ინანებ თუ ცახვალ :lool: :lool: :lool:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane
Reply to  lasha lasha

მანჩესტერთან ერთად აქ უკვე ლიგა მოგებული და მაგ დროს მანიუს ერთერთი ლიდერიც იყო რუნის პოზიცია ფერგიმ სწორედ ტ ევესის გამო შეუცვალა კონკურეციას ვერ უწევდა რუნი ტევეს წინა ხაზზე და ნახევარდაცვას მოარგო სერ ალექსმა

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x