ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი : “ჯერ-ჯერობით მოლაპარაკებები ხელმძღვანელობასთან არ გვქონია”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველის მამა და ამავდროულად მისი აგენტი, სტეფანო მარკიზიო ბიანკონერების ხელმძღვანელობასთან რაიმე შეთანხმებას ახალი კონტრაქტის თაობაზე უარყოფს : “სადღაც წავიკითხე, რომ თურმე ბერლინში შევხვედრილვართ ერთმანეთს და მოლაპარაკებები წამოგვიწყია, სინამდვილეში ეს ასე არ არის, პირიქით, მე იუვეს ხელმძღვანელობის ზარს ველი.ვფიქრობ, უახლოეს შვიდ დღეში ერთმანეთს შევხვდებით, მხარეებს შორის ნდობა და სიყვარულია, შესაბამისად, შეთანხმების მიღწევა პრობლემა არ იქნება.კლაუდიოს არაერთხელ უთქვამს, რომ ბიანკონერებში თამაში კიდევ დიდხანს სურს, არა მგონია ბებერი ქალბატონის ფანებმა და პირველმა პირებმა ასეთ მოთამაშეს წასვლის უფლება მისცენ.თუ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ ? – ნაკლებ სავარაუდოა, მაგრამ ამ შემთხვევაში, შემოთავაზებების ნაკლებობა არ გვექნება, ბუნდესლიგისა და პრემიერ ლიგის გუნდები მარკიზიოთი დაინტერესებულნი დიდი ხანია არიან.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მარკიზიო არ წავა ეს იქნება კაპიტანი მე კიელინი ძალიან მიყვარს მარა კიელინის ნაირი უპასუხისმგებლო დახისტი მოთამაშე კაპიტნად არ ვარგა უპასუხისმგებლოს მის სიხისტეზე ვამბობ აი მარკიზიო არი ნამდვილად საკაპიტნო კაცი და იმედია კლაუდიო მოირგებს კაპიტნის სამკვლაურს :forza:

DRUGHI
9 years ago

დარჩება 1000%

jek17
9 years ago

ამაზე მაგარი ნახევარმცველის(ჩამშლელის) დედას ….

rezi Sekhniashvili
9 years ago

ამის სადმე ცასვლის მე არ მჯერა :forza:

irakli28
9 years ago

კლაუდიო არ წავა არსად გამორიცხულია…. მამიკომ დააყენოს ერთი ადგილი

lasha lasha
9 years ago

ალეს მერე ეს არის ჩემთვის იუვეს სახე ეს და ნუ ბუფონი ბეზ ბაზარა.ეს თუ ეხლა სადმე წავა მართლა შემძულდება :mad: წავიდეს ოღონდ ალესავით სიბერეში ფული გააკეთოს და იკაიფოს ფეხბურთით ეხლა კი მის მშობლიურ კლუბს ჭირდება და ვალდებულია სულაც უხელფასოდ ითამაშოს ასეა ეს :forza: :forza: :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

ყველა ვარიანტში რაფერ შეთანხმდებიან, ხო არ დააძალებს ანიელის გინდათუარა დატოვეო, ამ კაცმა თქვა ჩვენ იუვეში გვინდა დარჩენაო და თუ კლუბს არ უნდაო მაშინ შემოთავაზებები ბევრი გვაქო

zuriko vacheishvili
9 years ago

არსად წავა

lasha lasha
9 years ago

ოეეეე რა ამბავია რა ყველას წასვლა აკერია პირზე რა ბზიკმა გიკბინათ წადით ყველა მაშინ და პრიმავერადან მოიყვანენ 18-19 წლის ბიჭებს და თავიდან ააშენებენ გუნდს :mad: :mad: :mad:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  lasha lasha

აქ რა ნახე რო ვინმეს წასვლა უნდა?

lasha lasha
9 years ago

აბა მამამისმა ვერ გაიგე რა თქვა შემოთავაზებები ბლომად გვექნებაო.ეგ კი არა უნდა თქვას ყველა ვარიანტში შევთანხმდებით და კლაუდიო სიცოცხლის ბოლომდე აქ იქნებაო

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x