ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

იოჰან კრუიფი “იუვენტუსზე” საუბრობს

იოჰან კრუიფი, ლეგენდარული ფეხბურთელი, რომელსაც არცთუ მცირე ადგილი უკავია “ბარსელონას” ისტორიაში, თვლის, რომ ოქროს ბურთისა და 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვების საქმეში, ლიონელ მესის კონკურენციას ჯანლუიჯი ბუფონი ღირსეულად გაუწევს. კრუიფი რამდენიმე სიტყვით “ივენტუსსაც” ახასიათებს…

“ოქროს ბურთის მომავალი მფლობელი? მესი ძალიან ძლიერია, მაგრამ წელს მას კარგი კონკურენტი ჰყავს ჯანლუიჯი ბუფონის სახით. ეს დიდებული მეკარეა, რომელიც საკუთარ უმაღლეს დონეს უკვე წლების განმავლობაშია აჩვენებს. საერთოდაც, “იუვეში ახლა ბევრი კარგი ფეხბურთელია, ეს ეხება პირლოს, ვიდალს, პოგბასა და ალვარო მორატასაც. დღევანდელი “იუვენტუსი” მომწონს. ტურინელებმა ფინალში ყველაფერი სწორად გააკეთეს, იყვნენ კონცენტრირებულნი და თამაშობდნენ საკუთარ სტილში, რამაც საშულება მისცათ, “ბარსელონას” კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეექმნათ, მათგან ერთ კი გოლადაც აქციეს. მაგრამ “ბარსელონა” “ბარსელონაა”, კატალონიელები ძალიან ძლიერები არიან. ”

” დარწმუნებული ვარ, “იუვენტუსი” “ჩემპიონთა ლიგის” მოგებისათვის მომავალ წელსაც იბრძოლებს. წელს ფინალს მიაღწიეს, თუმცა “ბებერი ქალბატონი” კარგ თამაშს უკვე რამდენიმე წელია აჩვენებს. ეს იტალიური ფეხბურთისთვისაა ძალიან კარგი, რომელიც მე პირადად, რამდენიმე მიზეზის გამო მომწონს. პირველ რიგში ეს მიზეზი ფეხბურთელების მაღალი კლასის ტექნიკაა, თანაც მიზიდავს მათი სწრაფი თამაშის სტილი და ის, რომ თითქმის არ აძლევენ თავისუფალ სივრცეს მოწინააღმდეგეს. ” -ამბობს კრუიფი.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
mamuka iosava
9 years ago

ამ კაცზე მაგრად ფეხბურთი არავის ესმის მსოფლიოში

lasha lasha
9 years ago

100 პროცენტიან :up: ჯიჯის ოქროს ბურთი რო ეკუთვნის ისე არავის არ ეკუთვნის დღეს ჯიგარი ხარ იოჰან იმედია ყურს დაუგდებენ ფიფაში შენს სიტყვას მითუმეტეს ღორი ბლატერი წაშავდა.ფორცა ჯიჯიიიიიიიიიიიიი :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ეს კაცი ყოველთვის ჩესნს ბაზრობს ჯიგარი ხარ კრიუფ იმედია მომავალ წელს სანსიროზე ავწევთ ლიგას :forza:

DRUGHI
9 years ago

აა კაცი

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x