ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტევესმა “იუვენტუსიდან” წასვლა გადაწყვიტა ?

ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარლოს ტევესმა ტურინის “იუვენტუსის” დატოვება გადაწყვიტა.გამოცემა AS წერს, რომ 31 წლის ფეხბურთელმა ბიანკონერების ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ამცნო, თუმცა არ დააკონკრეტა, სად სურს კარიერის გაგრძელება.გარდა მშობლიური “ბოკა ხუნიორსისა”, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო” და “პსჟ” იჩენენ.აპაჩეს ტურინიდან აბარგების შემთხვევაში, ჯუზეპე მაროტასთვის მთავარი ალტერნატივა მარიო მანძუკიჩი იქნება, რომლის ფასიც მინიმუმ 20 მილიონი ევროა.გარდა ამისა, ბებერი ქალბატონის სატრანსფერო სამიზნეებად რჩებიან გონსალო იგუაინი და ედინსონ კავანი.

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

12 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
soso_targamadze
9 years ago

კავანი და პრობლემაც მოგვარდება!! არანაირი მანჯუკჩი და მსგავსი რობოტები

jek17
9 years ago

მართალია,რა მანჯუკიჩი და რაის იგუაინი.კ ა ვ ა ნ ი გვინდა და ვერატიც აუცილებლად პლუს 20-30 ლიმონი და პოგბას მიცემაც შეიძლება

forza bianconeri
9 years ago

ამის იმედი როგორ მქონდა ფინალში და ვერაფერი ქნა ტიპმა :blin: წავიდეს მარა ძლიერი შემცვლელია დასადები რა მანძუკიჩი და იგუანი ხო არ ჭედავენ ეგენი :blin:

R24
R24
9 years ago

მიდის და წავიდეს რაა, ეს კი არა დელპიერო წავიდა და გადავიტანეთ როგორღაც…
ვან პერსი, ბერარდი დავამატოთ დიბალა, მორატა, კომანს(ძაძას) და თავდასმაში ყველაფერი რიგზე იქნება :forza: :forza:

lasha tsasidze
9 years ago

კავანი და ეგ არის , ნუ ვერატი არამგონია იყიდონ ამ სეზონში, აი კავანი წინ დაგვხატავს….. აუ რამდენი ჭორები დაიწერება ეხლა აგვისტომდე :)) წავიდა ნერვების თამაში

Vega
9 years ago

მანჯუკიჩი არა ჰასან შაში კიდევ.

Vega
9 years ago

თუ ეს წავიდა მაშინ არც ერთის მოყვანაა არაა საჭირო ვინც არის ჩამოთვლილი ზემოთ მანჯუკიჩი იგუაინი რაში გვინდა ეს ჯართები რა. მოიყვანონ ძაძა და ბერარდი ჯობია.

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

აპაჩე დარჩი რა :forza: ძალიან მიყვარს ეს ფორვარდი ჯერ კიდევ კორინთიანსიდან თუ აპაჩე წავა კავანის ვან პერსი ჯობია და ბერარდი დააბრუნონ :forza: დიბალა ვან პერსი მორატა ბერარდი კომანი :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

კარლო არ დაგვტოვო რა პლზ:((

dito chanturia
9 years ago

ააუ ჰიგუაინი და მანჯუ არა რაა

gio grdzelo
9 years ago

მანძუკიჩი რათ უნდათ მაგას ლორენტე ჯობია სულ არ მოიყვანონ არავინ მითუმეტეს მანძუკიჩი რა უბედურებაა გუნდს შლიან? :))) :blin:

lasha lasha
9 years ago

ეეე კაი რა რა მანძუკიჩი ნუ გამაგიჟეთ ეგ არ მოათრიოთ მაგას ჯობია კომანი ათამაშეთ.ეს კიდე სად მირბის რა ბზიკი შეუძვრა?

| Newsphere by AF themes.
12
0
Would love your thoughts, please comment.x