“იუვენტუსი” უახლოეს დღეებში ბერარდისა და ძაძას საკითხებს გადაწყვეტს
ტუტოსპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” უახლოეს დღეებში დომენიკო ბერარდისა და სიმონე ძაძას საკითხებს გადაწყვეტს.ამავე წყაროს მტკიცებით, დღეს დილით ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩი “სასოულოს” წარმომადგენლებს, ჯოვანი კარნევალისა და ჯოვანი როსის შეხვდნენ, ტურინელებს ფეხბურთელების ტურინში დაბრუნება სურთ და მზად არიან, ორივე მათგანის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონი ევრო გადაიხადონ.ბებერი ქალბატონის მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის ბერარდის გამოყენება ტრეკვარტისტას პოზიციაზე სურს, იტალიელის ალტერნატივად კი “ჩელსის” შემტევი, ოსკარი სახელდება.რაც შეეხება დანიელე რუგანის, მომავალ სეზონს იგი აუცილებლად შავ-თეთრი მაისურით დაიწყებს.ჯუზეპე მაროტამ უკვე უარით გაისტუმრა შემოთავაზებები იტალიელი მცველის თაობაზე “სამპდორიასა” და “ჯენოას” მხრიდან, სკუადრა აძურას უკანახაზელი სულ მალე ბიანკონერებს გააძლიერებს.
რუგანი უნდა დააბრუნონ აუცილებლად,რა საოცარი სეზონი ჰქონია წელს,სერია ა-ში ყველა თამაში შეუცვლელად უთამაშია და არცერთი გაფრთხილება!!!

ორივე მოიყვანონ და ნახონ როგორ შეეწყობიან იუვეს,ვინ როგორ ათამაშდება წინსწარ კაცმა არ იცის. მორატა,დიბალა,ბერარდი,ძაძა,კომანი და ტევესი თუ წავა თუნდაც ვან პერსი,მშვენიერი თავდასხმა გვეყოლება. კონკურენციაც მეტი სტიმული იქნება ნებისმიერისთვის და ალეგრისაც მეტი არჩევანიც ექნება და ტაქტიკური მანევრების საშუალებაც.
ძმებო ეგრე ცუდათ ნუ უყურებთ ძაძას,ალეგრის უნდა და ალეგრი ნდობას რომ იმსახურებს მგონი ეგ არაა სადაო და მეც მგონია კაი მიმწოდებლების ხელში შეყრის გოლებს,რაც შეეხება ბერარდის იმ შემთხვევაში გადმოიყვანენ თუ ოსკარი ვერ იყიდეს და არც მინდა ოსკარში გადაყარონ ფული,მე უფრო პირლოს შემცვლელზე მინდა თუნდაც დიდი თანხა დაიხარჯოს და ეგ პრობლემა მოგვარდეს,ვერატის სიზმარში ვხედავ უკვე ისე მინდა და ვერატი თუ გადმოიყვანეს ლიგაზე სერიზული გუნდი გვეყოლება
რააავიცი ძაძასგან განსაკუთრებული და იუვეს დონის ვერაფერი დავინახე, ბერარდი კიდე უნდა მოიყვანონ უეჭველი მიცენ სრული ნდობა და მე მჯერა რო გაამართლებს ეგ ბიჭი იმედებს… 1-2 წელი და ოსკარს ჩაისვამს ჯიბეში
ძაძა ვერ გაამართლებს ჩემი აზრით ბერარდი მოიყვანონ ძაძა სადმე რომში ან ლაციოში გაუშვან მაგ კალიბრის გუნდს მოერგება
ბერარდი მოვიდეს ზაზას ადგილს ვერ ვხედავ
რატო არ მოგწონთ? ისეთ რაღაცეებს წერთ რო მარტო იმიტო არ ლანძღავთ რო ცუდი ფეხბურტელი გგონიათ, არადა კაცი იუვენტინოა არც გოლები არ აღნიშნა იუვეს კარში. თან ნაკრების კაცია, არ მოგწონთ მარა იმედი მაინც გქონდეთ. მეც არ მოწონდა ტევესი მარა ფინალში მაგის იმედი მქონდა ყველაზე მეტად
ცო ოსკარუ მართლა კაი იქნებოდა ან ბერადი მარაარც მათ ექნებათ გარანტირებული ძირითადი ნუ წინასწარ მთლად ყველაფერს ვერ გაიგებს კაცი მაგრამ სავარაუდოდ ასეა.
ძაძას პროფესორობა ვატირე მე ისე გაახმობს როგორც დაგიბარებიათ იუვეს სკამის გახმობაზეც უნდა იოცნებოს დაჟე.ზოგიერთისგან განსხვავებით კონკრეტული ფეხბურთელები არ მაქვს ამოჩემებული ცუდი რომ ვწერო უბრალოდ ეს ტიპი არ მომწონს არანაირად.ამის ძირითადში მოხვედრის შანსი არაა. თუა თანახმა ზამენაზე არ ვიცი იუვე სასუოლო არაა.
ბერარდი ან ოსკარი მოვიდეს … ძაძას არ მჯერა რაგაცნაირად
ძაძა მოვიყვანოთ და ბერარდის ევროპის ჩემპიონატზეც დააკვირდნენ რას იზამს, ისე წელს ძაძას თუ არ განიხილავენ სასტავისთვის მაშინ ლაციოს უნდაო და თუ ინათხოვრებს ლაციო კაი იქნება, ლიგაზე ითამაშებს ძაძა