მარკიზიო: ” მიხარია, რომ სამი “იუვეში” ითამაშებს “
კლაუდიო მარკიზიო სამი ხედირას “იუვენტუსში” მოსვლას მიესალმება და იმედი აქვს, რომ მისი გუნდის რიგებს არც კარლოს ტევესი და ანდრეა პირლო დატოვებენ. შეგახსენებთ, გერმანელი ნახევარმცველი ტურინში თავისუფალი აგენტის სტატუსით უსასყიდლოდ გადმობარგდა: ” ეს ძალიან კარგი სვლაა. ბოლო წლებია კლუბი ძალიან კარგად მუშაობს. თითქმის ყველა ნახევარმცველი იაფად შევიძინეთ, სამი ძალიან დაგვეხმარება და მიხარია, რომ “იუვეში” ითამაშებს. ჭორები ტევესისა და პირლოს ირგვლივ? თუ ასეთი ჭორები არსებობს, ეს იგი აღელვების მიზეზიც არის. მათ ჯერაც ბევრის მიცემა შეუძლიათ “იუვენტუსისთვის”, ორივენი უდიდესი ფეხბურთელები არიან. ვიმედოვნებ, საბოლოოდ მაინც ჩვენთან დარჩებიან. ” -აცხადებს მარკიზიო.
წყარო: football italia