ტევესმა “იუვენტუსიდან” წასვლა გადაწყვიტა ?
ესპანური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კარლოს ტევესმა ტურინის “იუვენტუსის” დატოვება გადაწყვიტა.გამოცემა AS წერს, რომ 31 წლის ფეხბურთელმა ბიანკონერების ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლის გადაწყვეტილების შესახებ ამცნო, თუმცა არ დააკონკრეტა, სად სურს კარიერის გაგრძელება.გარდა მშობლიური “ბოკა ხუნიორსისა”, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს მადრიდის “ატლეტიკო” და “პსჟ” იჩენენ.აპაჩეს ტურინიდან აბარგების შემთხვევაში, ჯუზეპე მაროტასთვის მთავარი ალტერნატივა მარიო მანძუკიჩი იქნება, რომლის ფასიც მინიმუმ 20 მილიონი ევროა.გარდა ამისა, ბებერი ქალბატონის სატრანსფერო სამიზნეებად რჩებიან გონსალო იგუაინი და ედინსონ კავანი.
კავანი და პრობლემაც მოგვარდება!! არანაირი მანჯუკჩი და მსგავსი რობოტები
მართალია,რა მანჯუკიჩი და რაის იგუაინი.კ ა ვ ა ნ ი გვინდა და ვერატიც აუცილებლად პლუს 20-30 ლიმონი და პოგბას მიცემაც შეიძლება
ამის იმედი როგორ მქონდა ფინალში და ვერაფერი ქნა ტიპმა წავიდეს მარა ძლიერი შემცვლელია დასადები რა მანძუკიჩი და იგუანი ხო არ ჭედავენ ეგენი
მიდის და წავიდეს რაა, ეს კი არა დელპიერო წავიდა და გადავიტანეთ როგორღაც…
ვან პერსი, ბერარდი დავამატოთ დიბალა, მორატა, კომანს(ძაძას) და თავდასმაში ყველაფერი რიგზე იქნება
კავანი და ეგ არის , ნუ ვერატი არამგონია იყიდონ ამ სეზონში, აი კავანი წინ დაგვხატავს….. აუ რამდენი ჭორები დაიწერება ეხლა აგვისტომდე :)) წავიდა ნერვების თამაში
მანჯუკიჩი არა ჰასან შაში კიდევ.
თუ ეს წავიდა მაშინ არც ერთის მოყვანაა არაა საჭირო ვინც არის ჩამოთვლილი ზემოთ მანჯუკიჩი იგუაინი რაში გვინდა ეს ჯართები რა. მოიყვანონ ძაძა და ბერარდი ჯობია.
აპაჩე დარჩი რა ძალიან მიყვარს ეს ფორვარდი ჯერ კიდევ კორინთიანსიდან თუ აპაჩე წავა კავანის ვან პერსი ჯობია და ბერარდი დააბრუნონ დიბალა ვან პერსი მორატა ბერარდი კომანი
კარლო არ დაგვტოვო რა პლზ:((
ააუ ჰიგუაინი და მანჯუ არა რაა
მანძუკიჩი რათ უნდათ მაგას ლორენტე ჯობია სულ არ მოიყვანონ არავინ მითუმეტეს მანძუკიჩი რა უბედურებაა გუნდს შლიან? :)))
ეეე კაი რა რა მანძუკიჩი ნუ გამაგიჟეთ ეგ არ მოათრიოთ მაგას ჯობია კომანი ათამაშეთ.ეს კიდე სად მირბის რა ბზიკი შეუძვრა?