ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა : “ტურინში ძალიან ბედნიერი ვარ”

ტურინის “იუვენტუსის” ფორვარდი, ალვარო მორატა ბიანკონერებში ყოფნით ბედნიერია და მადრიდში დაბრუნებას არ აპირებს : “იუვეში უბედნიერესი ვარ, მინდა აქ უამრავი ტიტული მოვიგო.გასული სეზონი გამორჩეული იყო, გუნდს ზედიზედ სამჯერ ჰქონდა სკუდეტო მოგებული და ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ალეგრისთან ერთად ჩვენ მეოთხედ გავხდებოდით ჩემპიონები.მაქსი უმაღლესი დონის მწვრთნელია, შესანიშნავი თანაგუნდელები მყავს, ასე მგონია, ოთხი ან ხუთი წელია მათ გვერდით ვთამაშობ.დამირეკა თუ არა ბენიტესმა ? – არა.დიახ, თავიდან დორტმუნდის ბორუსიასაც სურდა ჩემი შეძენა, თუმცა მადრიდელებთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.ტურინში თავს ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში, პირველად ფაბიო პარატიჩის ვესაუბრე და სწორედ მან ამიხსნა, თუ რა სიტუაცია მელოდა ბებერ ქალბატონში.ფინალი ? – ეს ცხოვრების საუკეთესო შანსია, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ წავაგეთ.ბარსელონას ფეხბურთელებს სანაკრებო შეკრებაზე შევხვდი, ეს ფეხბურთია და ასეც ხდება, მე ფინალში დაბრუნება და იქ გამარჯვება მსურს.მედალი ? – მეგობარს ვაჩუქე, იგი მთელი წლის განმავლობაში გვერდით მედგა და ჩემგან ეს საჩუქარი დაიმსახურა.მთელი ღამე არ მეძინა, აეროპორტი, ფრენა ესპანეთისკენ.ნებისმიერ შემთხვევაში, პირველი ტურინული სეზონი ცუდი არ გამოდგა.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
WOLFENSTEIN
9 years ago

ჩემი ალვარიტოოო. რა კარგი ხარ ბიჭოოოოოოოო :D

DRUGHI
9 years ago

ოსკარზე უნდა იჩალიჩონ მთელი ზაფხული და ამის მქკ მაგრა აიწევს

giorgi nefaridz
9 years ago

კარგი ბიჭია ჩემი ტანტალიშეეეეეეეეე :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: არ უნდა წავიდეს არანაირად

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

ჩვენი ცხრინი სა არის ის ხალხი რო იძახდა მორატა მოყავთ და იმობილეს უშვებენო :-D იმობილებით როა წინახაზში იტალია იმიტოა ასეთ შავ დღეში ერთი ბერარდის იმედი მაქ იტალიელი ფორვარდებდან :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

რავი მე არ გამისწორებია მიწასთან და :kenwvla:

irakli28
9 years ago

მართლა ეგრევე დაიმსახურა გულშემატკივრებსი სიმპათია. ძაან ჭკვიანურად ლაპარაკობს სულ და რაც მტავარია სულ სადაც საჭიროა იქ იჩითება და მომენტს სემქნელი არ გვაკლია ჩვენ… რაც მთავარია სისწრაფე და ტექნიკა არ აკლია :forza: :forza: :forza:

lasha tsasidze
9 years ago

აბა სად არის ის ხალხი თავიდან მიწასთან რომ გაასწორეთ ამის ტრანსფერი. ნუ აქ ზოგ ზოგიერზთი მაროტაზე ჭკვიანია :)))) ეს თუ არ წავიდა რაც ძალიან არ მინდა ძალიან დიდ სახელს დატოვებს მე მგონია :forza:

irakli28
9 years ago
Reply to  lasha tsasidze

მე გავასწორე პირადად :lool: :lool: მარა ვაღიარებ რო ვიჩქარე შეფასებაში…. ეს არის იმენა 9 ნომერი,მარა როცა საჭიროა თავისიტაც შეუძლია მომენტის შექმნა…. თუ დაიბრუნა რეალმა არც ეგ არ იქნება კატასტროფა

lasha lasha
9 years ago

კაი ბიჭი ხარ :up: პირველივე სეზონში დაიმსახურა ამ ბიჭმა გულშემატკივრების სიყვარული და ეტყობა იუვეც ძაან უყვარს რაც მთავარია კარგი პიროვნებაა და თამაშშიც ნელ ნელა უმატებს ბევრად უკეთესი იყო სეზონის ბოლოსკენ ვიდრე დასაწყისში რო მოყავდათ არ მინდოდა მეგონა არ გაამართლებდა მაგრამ შევცდი არ მინდა რო წავიდეს მინიმუმ 2 სეზონი მაინც და მერე გამოჩნდება :forza: :forza: :forza: და კიდე დარწმუნებული ვარ ეხლაც რო წავიდეს და მერე როდისმე გოლი გაუტანოს იუვეს არც იმ გოლს არ აღნიშნავს როგორც ეს რეალთან არ აღნიშნა :oldman:

vifrinot juvestan ertad

ეს რო წავიდეს ძაან გამიტყდება, ვგრძნობ რომ ეს დიდ ფეხბურთს ითამაშებს, ტრეზეგეს სენდეგ ასეთი დონის ცენტრფორვარდი ჩვენ არ გვყოლია

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x